კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ლაიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლაილა.
ლაიშვილები 1941 წლის სექტემბერში ამბროლაურის რაიონის სოფელ მორიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
გადმოცემის მიხედვით, ლაიშვილები წარმოშობით მესტიის რაიონის სოფელ ლაიშიდან არიან.
საქართველოში 64 ლაიშვილი ცხოვრობს: ამბროლაურში – 20, თბილისში – 19, თეთრი წყაროში – 9. არიან სხვაგანაც.
ყენია
ყენია გურული გვარია. მისი სამშობლოა საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი.
ყენიები იყვნენ აზნაურები. რუსეთის მთავრობამ, 1850 წლის 6 დეკემბერს, საქართველოდან თავადაზნაურთა სიაში – „ხავერდის წიგნში“ შეიყვანა: დავით ბერისძე, მისი მეუღლე დარეჯანი, ლევან იესეს ძე, გოგიტა ბეჟანის ძე, ოთარ ბეჟანის ძე, გიორგი ივანეს ძე, დავით სიმონისძე, გლახუნა სიმონის ძე და ასე შემდეგ ყენიები.
საქართველოში 231 ყენია ცხოვრობს: თბილისში – 125, ჩოხატაურში – 31, სამტრედიაში – 28. არიან სხვაგანაც.
ზარხოშაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ზარხოშა, რომელიც სპარსული სიტყვიდან ზარხოშიდან მომდინარეობს და ქართულად „ნასვამს“ ნიშნავს.
1721 წელს მოისხენიება ზურაბა ზარხოშაშვილი.
საქართველოში 186 ზარხოშაშვილი ცხოვრობს. გორში – 139, თბილისში – 17, ქარელში – 11. არიან სხვაგანაც.
გოგაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგა.
სოფელ ერტისში, თამაზ თურქისტანიშვილის ყმების სიაში მოიხსენიება გურგენა გოგაშვილი.
1832 წელს, ქრისტესია გოგაშვილისა და მაიას ვაჟის, თევდორეს მიმრქმელი იყო, თავად ზაზა სოლოღაშვილის ყმა, ბორბალოში მცხოვრები ტეტია ასურელი.
საქართველოში 814 გოგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 228, გურჯაანში – 123, სიღნაღში – 86. არიან სხვაგანაც.
ბებურიშვილი
გვარში შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, მებურიშვილები ადრე ბებურიშვილები ყოფილან. შემდგომ კი წინსართი მ შეცვლილა ბ-თი.  თუმცა, ეს კიდევ კვლევის საგანია.
გვარის ფუძეა უძველესი საკუთარი სახელი ბებური. ბებური ცნობილი ფეოდალური გვარის ვაჩნაძეთა საგვარეულო სახელი ყოფილა. აქედან წარმოიშვა კახელი ბებურიშვილების გვარი. ასე რომ, ბებურიშვილები ადრე ვაჩნაძეები ყოფილან.
საქართველოში 164 ბებურიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 107, ქუთაისში – 15, ოზურგეთში – 13. არიან სხვაგანაც.
საქუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი საქუა.
საქუა მამასახლისი, მოწმე სამწევრისში ვენახის გაცვლობის წიგნისა, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში.
„საქუაშვილი ბეჟუა, ძმა სათალმოშა საქუაშვილისა”.
„საქუაშვილი სათალმოშა, ტაბახმელას მცხოვრები, ჰყავს ძმები: ნაზირა, ხოსრუა, ბეჟუა. იყიდა მამასახლის ხუდადაშვილისგან მისი მკვიდრი მამული ხევის ქვემოთ ორდღის მიწა” (1696 წელი).
საქართველოში 208 საქუაშვილი ცხოვრობს: თელავში – 51, ახმეტაში – 40, თბილისში – 34. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3