კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა შენზე ეჭვიანობენ



ქალები ხშირად მიიჩნევენ მამაკაცის ღალატს სიყვარულის დადასტურებად. ეს შეცდომაა. არ შეიძლება, გიხაროდეს ოტელოს ვნებები და კომპლიმენტად იღებდე სკანდალს, რომელსაც ის გიწყობს ოდნავ მოკლე კაბის ან მაკიაჟის გამო. თუ თქვენი შეყვარებული ეჭვიანობს თქვენზე, ესე იგი, მას რაღაც სტკივა... რაღაც აწუხებს. ასეთ მდგომარეობაში ის დიდხანს ვერ გაძლებს და შეიძლება, სრულიად არაადეკვატურად მოიქცეს. ანუ, არ არის გამორიცხული, მის გვერდით ცხოვრება საშიშიც გახდეს. ამიტომ აუცილებელია:
* დაელაპარაკოთ მას და ჰკითხოთ, რა აღიზიანებს თქვენში კონკრეტულად. შეიძლება, ეჭვიანობისთვის რაღაც მიზეზები გააჩნია და ამას უნდა ჩაუღრმავდეთ.
* მოელაპარაკეთ, რომ აუცილებლად გულახდილად გიამბოთ, თავისი განცდების შესახებ: როცა დაიწყებს ეჭვიანობას, როცა რამე არ მოეწონება და არ ესიამოვნება. მოიფიქრეთ ფრაზა, რომლითაც ასეთ დროს მოგმართავთ. მაგალითად: „ძვირფასო, მე ვეჭვიანობ“; „ახლა ვეჭვიანობ“... აუცილებლად უნდა დაამშვიდოთ და აღარ გააღიზიანოთ უფრო მეტად.
* თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ეჭვიანია და ამას ხედავთ, მეტი ყურადღება დაუთმეთ მას. არა მხოლოდ მაშინ, როცა ერთად იქნებით, არამედ მაშინაც, როცა სხვა გარემოსა და საზოგადოებაში მყოფი, იფიქრებთ საყვარელ ადამიანზე და ამის საჯარო დემონსტრირებას მოახდენთ. ზოგჯერ მამაკაცს უნდა, რომ ქალმა საჯაროდ გამოხატოს სიყვარული მის მიმართ და ამას ბევრი ადამიანი ხედავდეს.
* არსებობს „არეკვლის“ მეთოდიც – როცა პირიქით იწყებთ ეჭვიანობას ქმარზე. ეს იქნება იმის ნათელი მაგალითი, რომ ხშირად ეჭვიანობის მიზეზი სრულიად უსაფუძვლოა.

არ გვინდა
 უფლისწული


ქალების უმრავლესობა მეოცნებეა და მგრძნობიარე. დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს საკუთარი ფანტაზიების ტყვეობაში. ჯერ კიდევ ყმაწვილქალობის ასაკში ამ ტიპის ქალები ქმნიან ოცნების მამაკაცის პორტრეტს და მერე ამ ილუზიის ტყვეები ხდებიან. რისთვის არის ეს ცუდი – თვითშეფასებისა და გარემოს რეალური აღქმისთვის. როცა ასეთი ქალები რეალობას პირისპირ ხვდებიან, ხშირად მწარე იმედგაცრუება და შოკი ელით. იდეალური ადამიანები ხომ არ არსებობენ?! მამაკაცები, მით უმეტეს, არ არიან გამონაკლისები. პარტნიორი, როგორი დადებითი თვისებებითაც უნდა იყოს დაჯილდოებული, იდეალური პრინცი მაინც ვერ იქნება. ქალმა ეს უნდა იცოდეს და მამაკაცი ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც სინამდვილეშია.
აუცილებლად შეახსენეთ საკუთარ თავს: ადამიანს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, აქვს თავისი, ინდივიდუალური ხასიათი. დიახ, ის ინდივიდია და ამაში არაფერია განსაკუთრებული. ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, გაიზარდა სხვა ოჯახში... სხვა ჩვევები აქვს და სხვა წესებს ემორჩილება. ნუ შეეცდებით, გადააკეთოთ. მით უმეტეს, არ გამოგივათ, აქციოთ ის იდეალურ მამაკაცად. მოარგოთ სტერეოტიპს, რომელიც თავად შექმენით. იდეალურ მამაკაცზე ოცნებასაც თავი უნდა დაანებოთ, როცა გვერდით რეალური მამკაცი გყავთ. სხვანაირად ოჯახურ ბედნიერებაზე საუბარი უაზრობა იქნება. მთავარია, მიხვდეთ, რომ ის თქვენიანია, თქვენთვის არის დაბადებული და მასთან ბედნიერი იქნებით.

ქალები და მამაკაცები

მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!..
კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.
P.S. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე, ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს. მიუხედავად ამისა, მამაკაცი მხოლოდ მაშინ არის სრულფასოვანი, როცა გვერდით ქალი ჰყავს. 
თუმცა, ქალებსაც უნდა ახსოვდეთ, რომ ურთიერთობა ერთმანეთისთვის უპირატესობების დამტკიცება არ არის და სასურველია გაითვალისწინონ შემდეგი:
1. არც კი წარმოიდგინო, რომ მამაკაცის შეცვლა შეგიძლია, თუკი ის ჯერ კიდევ საფენებს არ ატარებს.
2. რას იზამ თუკი შენი შეყვარებული წავა? – კარებს მიხურავ.
3. არ სცადო შეუძვრე მამაკაცს ტვინში – ისედაც პატარა ტვინი აქვს და მაინც ვერ დაეტევი.
4. ასაკით უმცროს მამაკაცებთან დაიჭირე ურთიერთობა, ან, რა ვიცი, დიდებთან... რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არ იზრდებიან.
5. მარტოხელა კაცის განმარტება: მარტოხელა კაცი, ეს არის მამაკაცი, რომელმაც გაუშვა შესაძლებლობა, გაეუბედურებინა კიდევ ერთი ქალი.
6. ქალები არ ასულელებენ მამაკაცებს – მათი უმეტესობა საკუთარი თავის გამსულელებელია.
7. თუკი გინდა მამაკაცი რაიმეს გაკეთებაზე დაითანხმო, უთხარი რომ ამისთვის უკვე მოხუცია.
8. სიყვარული კი ბრმაა, მაგრამ ქორწინება თვალების გასახელი მოწყობილობაა.
9. დაიმახსოვრეთ: იუმორის გრძნობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას (მამაკაცს) ანეკდოტები უნდა მოუყვეთ ან გაეხუმროთ. იუმორის გრძნობაა ის, რომ მის ხუმრობებზე გეცინებათ.
10. არასდროს დაივიწყო, რომ კაცები ღორები არიან.
11. გააკრიტიკე ქალები მათ ზურგს უკან.
12. შეცვალე აზრები, როცა გინდა და რამდენიც გინდა, ეს ქალებისთვის დასაშვებია.

скачать dle 11.3