კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უპირატესობა აქვს „ახალ ქართულ სკოლას“ სხვებთან შედარებით

თუ ჯერ არ იცით, რომელ სკოლაში მიიყვანოთ შვილები ან სად გაატარებინოთ მათ ზაფხული, აუცილებლად უნდა ნახოთ „ახალი ქართული სკოლა”, სადაც ყველა პირობაა შექმნილი თქვენი ბავშვების განათლებისა და განვითარებისათვის. „ახალი ქართული სკოლის” შესახებ უფრო დეტალურად მისი დირექტორი, ქალბატონი მადონა ლანჩავა გვესაუბრა.
მადონა ლანჩავა: „ახალი ქართული სკოლა” 2011 წელს გაიხსნა და მას მერე ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი სკოლის ხარისხისა და დონის ასამაღლებლად. გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პედაგოგები და ყველა პირობაა შექმნილი, რომ ბავშვებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ. ჩვენთან არსებობს წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფი, რაც პატარებს სასკოლო გარემოსთან შეგუებაში ეხმარება. ასევე, გვაქვს საზაფხულო სკოლა მათთვის, ვისი მშობლებიც მუშაობენ და ვერ ახერხებენ ბავშვების ქალაქიდან გაყვანას. ჩვენს სკოლას აქვს საბავშვო ბაღიც, რომელსაც ჰქვია „ციცინათელა” და, უნდა აღვნიშნო, რომ იქაც არის საზაფხულო ბაღი.
– რას ითვალისწინებს საზაფხულო სკოლა?
– საზაფხულო სკოლაში ბავშვები ატარებენ დღის ძირითად ნაწილს – 9 საათიდან 4-5 საათამდე. დღის განმავლობაში გვაქვს 8 საგაკვეთილო საათი, აქედან 4 გამოყოფილია სწავლისთვის და ოთხი – დასვენებისათვის. ტარდება ქართული ენის, მათემატიკის, რუსულის, ინგლისურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილები; ასევე, ხდება საზაფხულო დავალებების მომზადება. გარდა ამისა, გვაქვს ბევრი აქტივობა: დღის განმავლობაში ორჯერ ჩავდივართ ეზოში; ვატარებთ სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებს. კვირაში ერთხელ გვაქვს  ქართული კულტურის საათი, რომლის ფარგლებშიც ბავშვები უყურებენ ძველ ქართულ ფილმებსა და მულტფილმებს.  ჩვენთან არის ორჯერადი კვება. ჩვენს საზაფხულო სკოლაში ბავშვები მოდიან სხვადასხვა სკოლიდან და ამ მხრივ ერთგვარი ბანაკის ფუნქციაც გვაქვს – ხდება ბავშვების გაცნობა და დამეგობრება. შარშან ორი ბავშვი გვყავდა ამერიკიდან, რომლებიც ზაფხულში ჩვენთან სწავლობდნენ.
– როდის იწყება სწავლა საზაფხულო სკოლაში და რამდენი ბავშვია თითო ჯგუფში?
– იქიდან გამომდინარე, რომ პირველკლასელები ადრე ამთავრებენ სწავლას, საზაფხულო სკოლას ვიწყებთ პირველი ივნისიდან და შედარებით მაღალკლასელები ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან. შარშან მთელი ივნისი და ივლისი ვსწავლობდით, წელს კი ვაპირებთ, აგვისტოს ჩათვლით ვიყოთ, რადგან მსურველები არიან. თითო ჯგუფში გათვალისწინებულია 15 ბავშვი.
– რას სწავლობენ ბავშვები მოსამზადებელ ჯგუფში და შემდეგ უკვე – სკოლაში?
– მოსამზადებელ ჯგუფში აქვთ ქართული ენის, მათემატიკის, რუსული და ინგლისური ენების გაკვეთილები. პარალელურად უტარდებათ ქართული ცეკვის, ხალხური სიმღერის, ჭადრაკისა და მეტყველების გაკვეთილებიც. მაქსიმალურად ვცდილობთ, სწავლების პროცესი იყოს სახალისო და საინტერესო. მოსამზადებელ ჯგუფში გვაქვს სამჯერადი კვება. ხოლო მათთვის, ვინც  ჩვენთან გადაწყვეტს პირველ კლასში მოსვლას, ჩვენი სკოლის განრიგი ასეა გაწერილი:  მოსწავლეები დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე არიან ჩვენთან. გაკვეთილების შემდეგ მათი საგნის მასწავლებლები ეხმარებიან საშინაო დავალებების შესრულებაში. დღის განმავლობაში აქვთ 2-ჯერადი კვება. გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე, ხშირად დადიან მუზეუმებში. წლის განმავლობაში აქვთ ბევრი ღონისძიება.
– რა სიახლეები იგეგმება მომავალი სასწავლო წლისათვის?
– მომავალი სასწავლო წლიდან მეცხრე კლასის ჩათვლით გვექნება სწავლება. ასევე, ვაპირებთ, კიდევ უფრო საინტერესოდ და სახალისოდ დავგეგმოთ სასწავლო პროცესი.
მისამართი: თბილისი,
ალ. ყაზბეგის ¹47.
ტელეფონი: 551 633-000
ვებ-გვერდი: Mozardebi@mail.ru

скачать dle 11.3