კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ მუშაობდა ბროდვეიზე, ცნობილ სტომატოლოგიურ კლინიკაში ნინო ქარდავა, რომელიც დღეს ქართველი პოლიტიკოსებისა და მსახიობების ლამაზ ღიმილზე ზრუნავს

 საბურთალოზე, შარტავას ქუჩა ¹41-ში,  ბიზნესცენტრის მეოთხე სართულზე „ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა“ მდებარეობს (საკონტაქტო ტელეფონი: 2 18-24-34, 57779-20-99, 59911-00-37), სადაც პაციენტისთვის სასურველი გარემოა შექმნილი, ისეთი, სტომატოლოგის შიშს რამდენიმე წუთში რომ დაგავიწყებთ. კლინიკის დიასახლისი, პროფესიონალი სტომატოლოგი ნინო ქარდავაა, რომელიც ცნობილი ექიმების შთამომავალია, დაუღალავად განაგრძობს  ბებია-ბაბუის საქმეს და მუდმივად ზრუნავს ქართული ბომონდისა თუ არაცნობილი ადამიანების ლამაზ ღიმილზე.
ნინო ქარდავა: ექიმების ოჯახში გავიზარდე. მამა, ზურაბ ქარდავა, პედიატრია, წლები ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, დედა კი, – ცისმარ ანჩაბაძე, ცნობილი ექიმის, ხუტა ანჩაბაძის ქალიშვილი – ბიოლოგია; ბებია, თალიკო გულუა, აფხაზეთის მთავარი პროვიზორი იყო. მამის მხრიდან ბებია და ბაბუა აფხაზეთში ცნობილი სტომატოლოგები იყვნენ, ისევე, როგორც მეორე ბებია – ვენერა ნებიერიძე, რომელსაც თბილისში თავის სახლში პატარა სტომატოლოგიური კაბინეტი ჰქონდა მოწყობილი. მას სულ გვერდით ვედექი, ვეხმარებოდი და პაციენტებს ვამხნევებდი. 5 წლის ასაკში გადავწყვიტე სტომატოლოგობა და მას შემდეგ აღარ შემიცვლია აზრი. ბებიამ გარდაცვალების წინ გერმანული ინსტრუმენტების დიდი ნაკრები მიყიდა და დამიბარა: ბებია, ისეთი „მაშებია“, თავისით იღებს კბილებსო. მათ დიდი ხნის განმავლობაში ვიყენებდი და, მუშაობისას ასისტენტი რომ მეკითხებოდა, რომელი ინსტრუმენტი მოგაწოდოო, ვეუბნებოდი – ბებიაჩემის-მეთქი... ერთადერთი, ჩემმა დამ, ლიკა ქარდავამ არ გააგრძელა ოჯახური ტრადიცია – ის ეკონომისტი-მარკეტოლოგია და არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს.
– გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, საკმაოდ ცნობილ და პრესტიჟულ სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდით.
– თავიდან მოხალისედ ვმუშაობდი ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში, ცნობილ ექიმთან, რომლის რეკომენდაცია-დახასიათებით პირველივე გასაუბრებაზე ამიყვანეს ბროდვეიზე მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში დენტალ-ასისტენტად. ორწელიწად-ნახევარი ვმუშაოდი ამ კლინიკაში სრული დატვირთვით; შესაბამისად, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი. გარდა ამისა, ვმუშაობდი სამედიცინო ქსელ „მერიდიანში“ სუპერვაიზერად. არასდროს მიფიქრია ამერიკაში დარჩენაზე; მინდოდა, ეკონომიკური მდგომარეობა გამეუმჯობესებინა, ფეხზე მყარად დავმდგარიყავი და ჩემი საყვარელი საქმე საქართველოში მეკეთებინა.
– ამერიკაში მიღებული გამოცდილება უკვე თქვენს კლინიკაში ჩადეთ?
– მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში შეძენილი ცოდნა, რომელიც ჩემი საუკეთესო მასწავლებლის, ზაზა ხატიაშვილის დამსახურებაა, ამერიკაში ძალიან გამომადგა. საქართველოში კი 2002 წელს დავბრუნდი, მერვე პოლიკლინიკაში დავიწყე მუშაობა და ორ-სამ თვეში პაციენტების ისეთი რაოდენობა დამიგროვდა, გადავწყვიტე, საკუთარი, მცირე ზომის სტომატოლოგიური კაბინეტი გამეხსნა. მოგვიანებით კი, 2014 წელს,  გავხსენი კლინიკა, სახელწოდებით – „ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა“, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და შექმნილია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენს კლინიკაში დიდი ყურადღება ეთმობა სტერილიზაციის საკითხებს, ასეპტიკასა და ანტისეპტიკას. კლინიკის ექიმები მუდმივად მონაწილეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ მასტერკლასებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობაზე, მათი ცხოვრების გალამაზებაზე. პაციენტების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი მკურნალობა, ხარისხიანი მასალის გამოყენება და გარანტირებული შედეგი – ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია! ჩვენი კლინიკის მენეჯერის, ნინო გულუას დახმარებით, კონტაქტი დავამყარეთ ისრაელისა და თურქეთის სტომატოლოგიურ ასოციაციასთან. ერთ-ერთ კონგრესზე ყოფნისას შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენს კლინიკაში ყოველთვე გვესტუმრებოდა მოწვეული ექიმი ისრაელიდან, რომელიც გააკეთებდა იმპლანტაციას. ასე რომ, ყოველთვე ჩამოგვყავს ექიმი, რომელიც აკეთებს ქირურგიულ მანიპულაციებს, თუმცა ადგილზეც გვყავს პროფესიონალი ქართველი ექიმი, რომელიც ასევე იმპლანტაციებს აკეთებს, უბრალოდ, არჩევანი თავად პაციენტზეა. გარდა ამისა, 2014 წელს ჩვენი კლინიკის ბაზაზე შეიქმნა უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო აკადემია, რომლის მიზანია ექიმების გადამზადება უცხოეთის წამყვან კლინიკებში.
– თბილისში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის ლამაზი ღიმილი სწორედ თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე; ბევრი ცნობილი ადამიანი მოდის ჩვენს კლინიკაში. მათ შორის არიან  ჟურნალისტები, მსახიობები, რეჟისორები, პოლიტიკოსები, პრეზიდენტის მრჩეველი, თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები; ასევე, უცხოელები ამერიკიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. ვფიქრობ, ძალიან გამამართლა, რადგან ჩემი პაციენტების 99 პროცენტი მენდობა და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მეც სულ ვცდილობ, განვვითარდე, დავესწრო კონგრესებსა და კონფერენციებს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში; გავეცნო და შევისწავლო სტომატოლოგიაში მიმდინარე სიახლეები.
– თან, საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
– ქველმოქმედება ჩემი ცხოვრების ნაწილია. მიმაჩნია, რომ ეს არის ის, რაც ყველაზე დიდ სულიერ სიმშვიდეს მაძლევს. უანგაროდ ვემსახურები სასულიერო პირებს, რომელთა ვიზიტი მუდამ სიხარულით მავსებს და უსაზღვრო ძალას და ენერგიას მმატებს. გარდა ამისა, ვეხმარები არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯ-ნაბიჯის” – (Step by Step) ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებს სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაში და ვუწევ მათ კვალიფიციურ დახმარებას.
– ძალიან ახალგაზრდა ბებია ხართ.
– პატარა ასაკში გავთხოვდი. მყავს 2 შვილი და ვარ 4 წლის შვილიშვილის ბებია, რომელიც ჩემი ანტიდეპრესანტია. საოცარი ბავშვია, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი, რომლისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ.

скачать dle 11.3