კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ თვალს, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ მხედველობა და როგორი სპეციფიკა აქვს თვალის სეზონურ დაავადებებს

როგორ მოვუაროთ თვალს, რომ რაც შეიძლება მეტხანს შევინარჩუნოთ თვალის ჩინი? რა დაავადებებმა იმატა ბავშვებში და როგორ მოქმედებს გარემო პირობები თვალის დაავადებების სპეციფიკაზე? რა უპირატესობები აქვს კონტაქტურ კორექციას? – ამ  შეკითხვებით,  ექიმ ნანა კობახიძეს მივმართეთ. ქალბატონი ნანა ათეული წლებია, კონტაქტური კორექციის ლაბორატორიაში მუშაობს,  ამ ლაბორატორიას დიდი ისტორია აქვს – სწორედ აქ შეიქმნა საქართველოში პირველი კონტაქტური ლინზა. დღეს კი იმ საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს, ღვაწლმოსილი ოფთალმოლოგი ახალ თაობას ასწავლის,  მათ შორის არის მისი ქალიშვილი, ოფთალმოლოგი დეა კაპანაძე, რომელიც დედის დაწყებულ საქმეს მასთან ერთად განაგრძობს ამ ისტორიულ  ლაბორატორიაში – opticlidercentre-ში.
ნანა კობახიძე:  შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში თვალის დაავადებების  რაოდენობამ იმატა. განსაკუთრებით გახშირდა  რქოვანა გარსის პროგრესირებადი, დეგენერაციული  დაავადება –  კერატოკონუსი; ასევე, გახშირდა სხვა რეფრაქციული პათოლოგიები: მიოპია, ასტიგმატიზმი, ჰიპერმეტროპია. 
– სპეციალისტთა აზრით, გაიზარდა თვალის დაავადებები ბავშვებში. რით არის ეს გამოწვეული?
–  ახლომხედველობა ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, თუმცა   პროფილაქტიკური საშუალებები და მკურნალობა ჩვენთან უკვე ისეთ დონეზეა, რომ ამ მხრივ კარგი შედეგები გვაქვს. მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს, როგორ უყურებს ბავშვი საგნებს, რა ჩივილები აქვს. თუ დროზე გამოვლინდა თვალის სიზარმაცე, პრობლემის გამოსასწორებლად არსებობს სპეციალური ვარჯიშები.  ბოლო პერიოდში ასევე გახშირდა  თვალის სიმშრალე, რაც გამოწვეულია კომპიუტერის აქტიური მოხმარებით მოზარდების მიერ.     ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროს – მოგეხსენებათ,  თვალის გარეთა მხარე ატმოსფეროდან შემოსული ჟანგბადით იკვებება და, როდესაც ჰაერი დაბინძურებულია და ჟანგბადის ნაკლებობაა, ეს ძალიან მოქმედებს თვალზე – იწვევს სიმშრალეს, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. 
– თქვენ ხელმძღვანელობდით კონტაქტური კორექციის ლაბორატორიას, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. რა მიმართულებებით მუშაობს დღეს ეს ლაბორატორია?
–  ორ წელიწადში  ჩვენს ლაბორატორიას არსებობის ნახევარი საუკუნე შეუსრულდება. საბჭოთა კავშირის დროს ის დააარსა ცნობილმა ექიმმა  თინათინ მიროტაძემ. კავშირის მასშტაბით ეს იყო მეხუთე  ლაბორატორია, სადაც უნიკალური კვლევები ტარდებოდა. ამიერკავკასიაში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობდა. მოგვიანებით გაიხსნა კაბინეტები სოხუმსა და ქუთაისში. იმის მიუხედავად, რომ დღეს საქართველოში ბევრი ოფთალმოლოგიური კლინიკა და ოპტიკის სალონია, ჩვენს ლაბორატორიას ანალოგი არ აქვს. ეს არის  ერთადერთი ლაბორატორია, სადაც მზადდება მყარი გაზგამტარი კონტაქტური ლინზები ინდივიდუალურად.  მე ძალიან მწყდება გული, რომ ბოლო დროს  ლინზების შემომტანი კომპანიები ადამიანებს პაციენტებს კი არა, კლიენტებს ეძახიან. მათთვის სამწუხაროდ, ეს საქმე ბიზნესად და სტატისტიკად არის ქცეული, არადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ოფთალმოლოგიაში და, ზოგადად, მედიცინაში.  კონტაქტური ლინზის ისტორია ძალიან  საინტერესოა, ჯერ კიდევ  მეთხუთმეტე საუკუნეში ეს იდეა ჰქონდა ლეონარდო დავინჩის – მის ნახატებში გაკეთებულია კონტაქტური ლინზის მონახაზი. მეთექვსმეტე საუკუნეში ეს იდეა – შექმნილიყო კონტაქტური ლინზა, განავითარა დეკარტმა. მოგვიანებით გერმანელმა ოტო ვიხერლემ   შექმნა  პირველი ლინზა  მეგობრისთვის, რომელიც  ვერ ხედავდა. ეს, რა თქმა უნდა, ისეთი ლინზა იყო, რომელსაც ვერავინ გამოიყენებდა.  მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამერიკელებმა შექმნეს რქოვანას  ლინზები, მოცულობით  უფრო პატარა და აქედან მიეცა დასაბამი ლინზის აქტიურ მოხმარებას. არსებობს ორი სახის ლინზა: მყარი და რბილი. შემოტანილი ლინზების უმეტესობა არის რბილი კონტაქტური ლინზები, რომლებიც, მყარი ლინზებისგან განსხვავებით, ყველა შემთხვევაში ვერ  გამოიყენება, იმის მიუხედავად, რომ ადვილი შესაგუებელია. შემოვიდა ასტიგმატური ლინზებიც, თუმცა ისინი  მაღალ ასტიგმატიზმს ვერ ასწორებენ.   მყარი ლინზები იქმნება ინდივიდუალურად, თვალის ზომების პარამეტრების მიხედვით.   მინდა გითხრათ, რომ  1968 წელს საქართველოში პირველი მყარი კონტაქტური ლინზა ჩვენს ლაბორატორიაში დამზადდა, მანამდე ჩვენთან მსგავსი არაფერი არსებობდა.   მე ვარ მომსწრე თბილისში ჩატარებული  კონფერენციისა კონტაქტური ლინზების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ოტო ვიხერლე. სწორედ მან გამოიგონა ლინზა და მისგან შეისყიდეს მოგვიანებით სხვა ქვეყნებმა. ოტო ვიხერლე   მეგობრობდა ჩვენს ლაბორატორიასთან და მე პირადად მაქვს ბედნიერება, შევხვედროდი და გამეცნო ის. მოსკოვში საკავშირო ცენტრში ხდებოდა სპეციალისტების მომზადება და მეც მათ შორის ვიყავი, ვინც სპეციალური მომზადება გაიარა  საბჭოთა კავშირის ყველაზე წარმატებულ სამედიცინო ცენტრში. დღეს კონტაქტურ ლინზას ბევრი ფუნქციის შესრულება შეუძლია, თუმცა პირველი ლინზები ბევრად მარტივი იყო.  დღეს ლინზა  მზადდება ინდივიდუალურად. როგორც  ორი ადამიანის თითის ანაბეჭდი განსხვავდება, ასეა თვალიც – გამორიცხულია, ორი ადამიანის თვალი ერთნაირი  იყოს. 
– როგორც ვიცი, თქვენი გზა განაგრძო თქვენმა ქალიშვილმა, დეა კაპანაძემ, რომელიც თქვენს  ცენტრში   მუშაობს.
– დიახ, ასეა, დეამ   ჩემი ესტაფეტა გადაიბარა. მან ორდინატურა მოსკოვში,  ჰელმჰოლცის სახელობის ინსტიტუტში  გაირა. იგი აქტიურად არის ჩაბმული ლაბორატორიის საქმიანობაში.   დღეს ჩვენი ლაბორატორია ძირითადად მუშაობს მყარი, გაზგამტარი კონტაქტური ლინზების დამზადებაზე, რომლებიც მზადდება სილიკონ აკრილატისგან, პლუს ფტორისა და ჰიდრომასალისგან. მყარი ლინზები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: კერატოკონუსი, ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ანიზომეტროპია. ასევე, მზადდება თვალის ოკლუდორები და  კოსმეტიკური ლინზები ტრავმული თვალისთვის.
– რა შემთხვევაში არ შეიძლება კონტაქტური ლინზების  გამოყენება?
–  ლინზის გამოყენება არ შეიძლება გლაუკომის, ინფექციური დაავადებების, ბროლის ქვეღრძობის  დროს. არსებობს რქოვანის ისეთი სახეობაც, რომელსაც ლინზა არ ერგება. ასეთ დროს ლინზის გამოყენება  დაუშვებელია. ახალგაზრდები, ძირითადად, ექიმის კონსულტაციის გარეშე მოიხმარენ მათ, რაც დაუშვებელია.  ლინზა, რომელიც ბაზრობაზე იყიდება ბავშვის სათამაშოებთან ერთად, როგორ შეიძლება, უსაფრთხო იყოს?! ვურჩევ ყველა მშობელს, ყურადღებით მოეკიდოს შვილისთვის ლინზის შეძენას. ზოგიერთი სათვალეს სპონტანურად ყიდულობს,  სპეციალისტის გარეშე, რაც ასევე დაუშვებელია. ზოგადად,  თუ  სათვალე არ აუმჯობესებს მხედველობას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ლაბორატორიის სპეციალისტებს, ოპტიკურ სალონს და ექიმის დანიშნულებით გამოიყენოთ კონტაქტური ლინზა, რაც  რიგ შემთხვევებში ნამდვილად შეუცვლელია. 
ლაბორატორიაში მოღვაწეობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომზადებული სპეციალისტები:
ექიმი: რუსუდან კეკელია;
ოპტიკოს-ინჟინრები: მირა ჩობანიანი,  ლია ტატალიანი;
ექთნები: ქეთინო კირვალიძე, მანანა ცეცხლაძე, თამარ მახარაშვილი;
რომელთა შრომა ხელს უწყობს პაციენტების ჯანმრთელობის დაცვას.
დეტალური  ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონებზე:
5 99 19-24-26,
2 14 40 20.
მისამართი: თევდორე მღვდლის ქუჩა ¹13, მე-4 სართული (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო).

скачать dle 11.3