კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სახის დაზიანებებს იწვევს ბავშვის ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებაში კომპიუტერული თამაშები

სოციალური მედიის პოპულარიზაციის შედეგად, ბევრ დადებითთან ერთად, უარყოფითი შედეგებიც მივიღეთ ახალი ფსიქიკური აშლილობების სახით. თუმცა, ეს აშლილობები ახლა არ წარმოქმნილა, მათი ფესვები არსებობდა. უბრალოდ, კიბერნეტიკულმა სამყარომ შექმნა მათი კარგად გამოვლინებისა და განვითარების საშუალება. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, სიძნელეების გადალახვა, მიზნის დასახვა და მისი მიღწევა, ძალიან იზიდავს. ელექტრონული თამაშების შემქმნელები ამით კარგად სარგებლობენ და ცდილობენ, ისეთი თამაშები შექმნან, რომელიც მეტ ადამიანს, რაც შეიძლება ღრმად ჩართავს ვირტუალურ სამყაროში, განსაკუთრებით, საქმე ეხება ბავშვებს. კომპიუტერდამოკიდებულება შემაფერხებელი ძალაა მოზარდის ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისთვის. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ამ მხრივ და რა სახის თამაშებს უნდა აარიდონ ბავშვები, ისაუბრებს ფსიქოლოგი, მარიამ კვარაცხელია.
– როგორც ვიცი, ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ ორიდან ხუთ წლამდე ბავშვებში  კომპიუტერთან ურთიერთობის შეზღუდვები დააწესა. რატომ?
– ბავშვმა თუ არ იმოძრავა, თუ არ შეიგრძნო და გარემოსთან ურთიერთობის გზით არ დაინახა ყველაფერი, ხშირად მისი კოგნიტური უნარების განვითარება ფერხდება. კომპიუტერებით და „აიპედებით” ბავშვს უკვე გამზადებულ პროდუქტს ვაწვდით. ანუ, მას აღარ სჭირდება აღქმისთვის გამოიყენოს ფანტაზია ან შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც გაგონილ ისტორიას გარდაქმნის ვიზუალურ ხატად. შესაბამისად, ბავშვს  აღარ რჩება ადგილი წარმოსახვისთვის. 2-დან 7 წლამდე მნიშვნელოვანი და სწრაფი განვითარება ხდება ლინგვისტური კუთხით. უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვისთვის ეს ასაკობრივი პერიოდი ყველაზე მეტად დატვირთულია თანამედროვე ტექნოლოგიებით. შესაბამისად, ყველაზე ხშირად ამ ასაკში იკვეთება ყურადღების დეფიციტის პრობლემები. როდესაც ბავშვს წიგნს უკითხავენ ან თვითონ კითხულობს, ჩართულია ძალიან ბევრი კოგნიტური პროცესი, ახლა კი კომპიუტერში ჩაწერილი თამაშებითა და ანიმაციური ფილმების სახით, ბავშვის გონებას მზა პროდუქცია მიეწოდება. შესაბამისად, ნელა ვითარდება წარმოსახვის, ანუ იგივე კონსტრუირების უნარი.
– ბავშვებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას თუ აფერხებს ეს ყველაფერი?
– ამ შემთხვევაში ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, ეზოში ძალითაც რომ ჩაიყვანოთ, არ იციან, რაზე დაელაპარაკონ დანარჩენებს, ასეთი ბავშვები ვერ განიცდიან  რეალური სამყაროს ხიბლს, რადგან ყველაზე ლაღად თავს კიბერნეტიკულ სამყაროში გრძნობენ. ხშირად რეალური სამყარო მათთვის შემაშინებელი ხდება, რადგან ვირტუალური სამყაროსგან განსხვავებით, აქ კომუნიკაცია ორმხრივია, და საკუთარ ნათქვამს აუცილებლად ექნება გამოხმაურება – შეფასება და უკუკავშირი, სწორედ ეს არის, რისი შიშიც უჩნდებათ ვირტუალური სამყაროს მომხმარებლებს. დაქვეითებული რეაგირების უნარი სოციალიზაციაში დიდ პრობლემებს ქმნის, რაც კიდევ უფრო კეტავს და მიჯაჭვულს ხდის ადამიანს იმ სამყაროს მიმართ, სადაც მას არავინ გააკრიტიკებს. კომპიუტერი ბავშვისთვის დაუსრულებელი ინფორმაციის წყარო და ვიზუალია. დაუსრულებლობის განცდა არის ზუსტად ის ნევროტული მდგომარეობა, რომელსაც ბავშვი გამოხატავს ფეხების ბაკუნით, ყვირილით, პროტესტით მშობლის მიმართ. შესაძლებელია, უარი თქვას კვებაზე.
– ხშირად, თუ ბავშვი კვებაზე უარს ამბობს, კომპიუტერით გვარდება პრობლემა. ამაზე რას იტყვით?
– არ არის რეკომენდებული ბავშვის კვება კომპიუტერის ყურებისას. ეს ყველაზე ცუდია, რადგან ბავშვი პირდაპირ, გაუცნობიერებლად იღებს საკვებს. იმისთვის რომ, ფიზიოლოგიურად შეერგოს საჭმელი ორგანიზმს, აუცილებელია, ცნობიერებაც იყოს ამ პროცესში ჩართული. როდესაც ანიმაციური ფილმით არის გართული, მისი ცნობიერება არსებულ რეალობას არ ეკუთვნის, ვერც ჭამით კმაყოფილებას გრძნობს და ვერც რაოდენობას.
– ხშირ შემთხვევაში, ქართულად არ არის ის კომპიუტერული პროგრამები, რომლითაც ბავშვი ერთობა. მას პატარა ასაკიდან უწევს სხვა ენებთან შეხება, რეკომენდებულია თუ არა ეს მისი ფსიქოლოგიური განვითარებისთვის?
–  ეგრეთ წოდებულ ორენოვან ბავშვებში უფრო მალე ყალიბდება შიში იმისა, რომ ვერ გაიგებს მეორე ადამიანის საუბარს, რადგან მისთვის რომელიღაც ენა დომინანტურია, და მეორე ენა, რომელიც მის ცნობიერებაში პარალელურად ჩნდება, უფრო მეტად გაუგებარია. ეს საკითხი ახლაც კვლევის საგანია, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ მეორე ენა ადრეულ ასაკში ბავშვებში შფოთვას იწვევს და კომუნიკაციის ბარიერებს აყალიბებს.
– იყო მოსაზრება, რომ ბავშვი თუ აგრესიული შინაარსის თამაშშია ჩართული, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი აგრესიისგან იცლება. ამაზე რას გვეტყვით, რა სახის თამაშებს უნდა ავარიდოთ ბავშვები?
– აგრესიული ქმედების ჩადენა მიიჩნეოდა აგრესიისგან გათავისუფლების საშუალებად. თუმცა, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს სარკისებრი ნეირონები, ეგრეთ წოდებული, ემპათიკური ნეირონები, რაც გვარწმუნებს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ადამიანი აღიქვამს ფიზიოლოგიურად, ემოციურადაც იმავეს განიცდის. ამასთან დაკავშირებით ხედვა საგრძნობლად შეიცვალა და ახალი მოსაზრებები გაჩნდა. ფაქტობრივად, მკვლელის როლს თამაშობენ. ხშირ შემთხვევაში, ბავშვი თავისი წესებით მოქმედებს, თავად არის მმართველი. კონკრეტული მოქმედება, რომელიც ვირტუალურად უნდა ჩაიდინოს მკვლელმა, ის სიხარული, რაც ამ მოქმედებას მოჰყვება, ბავშვში აირეკლება მის ფსიქიკაზე – გაიგივება რომ მოხდეს საკუთარ „გმირთან“, რომელსაც ის მართავს,  მისი ქმედებების მიმართ ემპათიკური უნდა იყოს. გამომდინარე აქედან, დასაშვებია ყველა მოქმედება, რომელსაც თამაშის დროს ასრულებს, მისთვის რეალურ სამყაროშიც ბუნებრივად იქცეს. არის ასევე მომენტი, როცა სარკისებრი ნეირონებით, ემპათიკურად ვიზიარებთ კონკრეტულ ქცევას, მაგრამ ფიზიკურად ვერ გამოვხატავთ მას. ამ შემთხვევაში ფიზიოლოგიურად ენერგია გროვდება და ეს საბაბს აძლევს ბავშვს, რომ აგრესიულ მდგომარეობას ფიზიკური ხასიათი მისცეს და განახორციელოს ბულინგის ფაქტი, მაგალითად, ხელით შეეხოს საწინააღმდეგო აზრის მქონე თანატოლს. აღსანიშნავია Candy Crashi-ის გავლენა ძალიან ბევრ თინეიჯერზე. ეს არის დაუსრულებელი თამაში, შინაარსი, რომელსაც არ აქვს ბოლო. ფსიქოლოგიაში ცალკე მიმართულებაც არის გეშტალტთერაპია, რომელიც მუშაობს ამ დაუსრულებელ სეგმენტებზე, ანუ ჩვენს დაუსრულებელ „სხეულებზე“, აზრებზე. როდესაც ვიწყებთ რაღაც საქმეს და ვერ ვასრულებთ ის არაცნობიერად იღებს ჩვენს ენერგიას. ამ თამაშს ძალიან ცუდი სქემა აქვს – იწყებ და ვერ ამთავრებ, ხდები მთლიანად მასზე დამოკიდებული. ფსიქოლოგების აზრით, სწორედ თამაშის ეს სპეციფიკა – რომ არ მთავრდება, მომხმარებელს ართმევს დიდი რაოდენობით ენერგიას და შესაძლებელია, მწვავე ნევროტული მდგომარეობის მიზეზიც გახდეს. მაგალითად, ჩინეთში სწორედ ამ თამაშზე დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობის საათები, რის გამოც ბევრი მოქალაქე საავადმყოფოში მოხვდა.
– რა ზიანდება ბავშვში ამ მხრივ, გარდა კომუნიკაციის ველის, სოციალური უნარ-ჩვევების შეზღუდვისა? ხშირად ამბობენ, რომ კომპიუტერდამოკიდებულებამ და თამაშებმა შაკიკი გამოიწვია...
– ჩვენს საკონსულტაციო ცენტრში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მძიმე ფორმის შაკიკი და ვეგეტონევროზით მოსულა ადამიანი და მათი მთავარი მახასიათებელი იყო კიბერნეტიკული სივრცის ჭარბი მოხმარება. თუმცა, შაკიკზე მეტად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამგვარი ვირტუალური აქტივობის ფონზე ვითარდება უმართავი აგრესია.  რაც ფსიგოლოგიის კომპეტენციაში შედის, განკურნებადია, მაგრამ თუ საქმე ფსიქიატრიულ ჩარევებს მოითხოვს, ძნელია მდგომარეობიდან გამოსვლა, ხშირად წარმოუდგენელიც კი.
– დღეს ბავშვი მოარიდო კომპიუტერს რთულია. მით უმეტეს, როცა ახალი სასწავლო პროგრამა პირველკლასელ ბავშვებს პირდაპირ კომპიუტერით აწყებინებს სწავლას, ფსიქოლოგია რას ფიქრობს ამაზე?
– რთულია ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიურ განვითარებას არ აჰყვე და სრულ იზოლაციაში გყავდეს შვილი. თუ, ერთი მხრივ, ამით ბავშვს დავიცავთ რიგი პრობლემებისგან, მეორე მხრივ, სრული იზოლაციით მას გავრიყავთ დანარჩენი ბავშვებისგან. კარგი იქნება, რაც შეიძლება, გვიან ეზიაროს ბავშვი კომპიუტერულ სამყაროს და მეტი დრო გაატაროს რეალურ სამყაროსთან. ეს მისი სოციალური, კოგნიტური თუ ემოციური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

скачать dle 11.3