კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო მნიშვნელოვანი ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახვა ქართულ მონეტაზე

დავით აღმაშენებლის რეფორმებს შორის ძალიან საინტერესოა მისი ფინანსურ-ეკონომიკური რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – სამონეტო რეფორმა,  რომელიც პოლიტიკური-იდეოლოგიური ხასიათისაც იყო და ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობას გამოხატავდა.
1092 წელს გარდაიცვალა მელიქ-შაჰ სულთანი და თურქ-სელჩუკთა იმპერიაში არეულობა დაიწყო.
1095 წელს ქალაქ კლერმონში გამოცხადდა ჯვაროსნული ლაშქრობა – ჯვაროსნებმა გადმოლახეს ევროპა-აზიის საზღვარი და თურქ-სელჩუკთა დიდი ძალები მათთან ომით დაკავდნენ. 1099 წელს ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს, რითაც ისარგებლა დავით აღმაშენებელმა და ხარკის მიცემა შეუწყვიდა თურქ-სელჩუკებს.
ამგვარად, საქართველომ უარი თქვა სელჩუკების ვასალობაზე, იმ მომენტიდან იმ ფულის ნაწილი ხაზინას დარჩებოდა და მოსახლეობაც აღარ დაზარალდებოდა დამპყრობლის მიერ შეწერილი გადასახადით. ქვეყანამ მოძლიერება დაიწყო; პარალელურად, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის იდგმებოდა სხვა ნაბიჯებიც.
ამ დროს დავით აღმაშენებლის სახელით გამოდიოდა ქართულ-ბიზანტიური ტიპის მონეტები. ასეთი მონეტები დავით კურაპალატის დროიდან გაჩნდა საქართველოში, მან, ბიზანტიური მონეტების მსგავსად, იერუსალიმის, გოლგოთის ჯვარი გამოსახა თავის მონეტაზე. ბაგრატ მეოთხის დროიდან მონეტებზე გამოისახებოდა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარის ეკლესიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატი, რომელიც ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელითაა ცნობილი.
ქართულ-ბიზანტიური ტიპის მონეტებს ზურგზე ეწერა ქართველი მეფის სახელი და მისი ბიზანტიური ტიტული. ეს ტიტულები – კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი – კესაროსი, კარგა ხანი იყო, აღარ გამოხატავდა ქართველ მეფეთა ვასალურ  დამოკიდებულებას ბიზანტიის იმპერატორებზე; ეს, უფრო, ერთიანი მართლმადიდებლური სივრცის თანამონაწილეობის აღმნიშვნელი გახლდათ, თუმცა, ამგვარად, მაინც ჩანდა იმპერატორის მცირე, სიმბოლური უპირატესობა თავის მოკავშირეებზე.
მეფობის დასაწყისში დავით აღმაშენებელიც უშვებდა მონეტებს, რომლებზეც გამოსახული იყო ვლაქერნის ღვთისმშობელი. მისი მეფობის პირველ პერიოდში მოიჭრა ვერცხლის მონეტების ორი ემისია და ორივე ემისიაზე ვლაქერნის ღვთისმშობელია გამოსახული.
დავით აღმაშენებლის პირველი ემისია ასეთია: ვერცხლი, წონა – 0,43-0,87.
შუბლი: წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება; გვერდებზე ბერძნული წარწერა – „ (დედა ღვთისა).”
ზურგი: „ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე“. ცენტრში სამსტრიქონიანი ასომთავრული ზედწერილი -  (და სევასტოსი).
ამბობენ, რომ იყო დავითის მიერ მოჭრილი სხვა მონეტაც, ასევე ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულებით. თუმცა გადაჭრით ჯერ დადასტურებული არ არის აღნიშნული მონეტის კუთვნილება დავით აღმაშენებელთან. მეცნიერები ჯერჯერობით იკვლევენ ამ საკითხს. იმ მონეტაზე არ ჩანს ბიზანტიური ტიტული.
დავით აღმაშენებლის მეორე ემისიის შუბლი თითქმის იდენტურია პირველი ემისიისა, განსხვავებაა – ზურგის ცენტრში მოთავსებული ჯვარი.
ამ მონეტებზე დავით აღმაშენებელის ტიტული იყო მხოლოდ „მეფე აფხაზთა,” რადგან, ჯერ ჩვენი სახელმწიფო ქართლსა და კახეთს ვერ აკონტროლებდა თურქ-სელჩუკების შემოსევების გამო.
მონეტაზე ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახვას და ბერძნულ წარწერას ქვეყნის გარეთ მიმოქცევისთვის ჰქონდა მნიშვნელობა. ასეთ საფასეებს გასავალი ექნებოდა ბიზანტიის მთელ ტერიტორიაზე და სხვაგანაც,  ბიზანტიური მონეტები მთელ იმდრონდელ მსოფლიოში ფასობდა. თუმცა, სახელმწიფოს ზრდისა და გაძლიერების კვალდაკვალ, არ შეიძლებოდა, არ განხორციელებულიყო საფასის რეფორმაც. იზრდებოდა სახელმწიფოებრივი თვითშეგნებაც და ეროვნული იდეოლოგიის მოთხოვნებიც. დავით მეფემ მოიშორა ბიზანტიური ტიტული და, 1103 წელს,  რუის-ურბნისის კრების დროს, ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს ჩვენი საამაყო ხელმწიფე უკვე აღარ ატარებდა.
ამ ვითარების გამო, დავით აღმაშენებლის ახალი მონეტა მოიჭრა განსხვავებულად: შუბლის წრეში ჩაიხატა მეფის – დავით აღმაშენებლის გამოსახულება საიმპერატორო სამოსით; ხოლო ზურგზე გამოისახა ჯვარი, რომელსაც ოთხი წრე აქვს ჩახატული ჯვრის მხრებთან.
აღნიშნული მონეტა სპილენძისაა, წონა – 10,73.
შუბლი: მეფის გამოსახულება საიმპერატორო სამოსში.  მარჯვენა ხელში კვერთხი უჭირავს, მარცხენაში – სფერო, რომელიც ჯვრითაა დაგვირგვინებული. გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ ასომთავრულად წერია:  (დავით მეფე).
ზურგი: ირგვლივ ასომთავრულად წერია:  (ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა).
დავით აღმაშენებლის აღნიშნული მონეტის ჯვარი განსხვავდება მეორე ემისიის მონეტის ჯვრისგან. ეს ჯვარი წააგავს ბოლნურ ჯვარს და მხრებთან აქვს სფეროები.
ამ მონეტის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. მისი აღწერილობა 1957 წელს ინგლისელმა ქართველოლოგმა,  პროფესორმა დევიდ ლენგმა გამოაქვეყნა ჟურნალ Numismatic Chronicle-ში. მონეტა ლონდონის მუზეუმის საკუთრებაა. არც ამ მონეტაზე არის აღნიშნული თარიღი. როგორც ვთქვით, არ არის აღნიშნული ბიზანტიური ტიტული, რომელსაც მეფე უკვე კარგა ხანია, აღარ ატარებდა. მისი დათარიღება წარწერების შინაარსითაა შესაძლებელი. მონეტა, სავარაუდოდ, 1118-1125 წლებში უნდა მოჭრილიყო. დავით აღმაშენებელმა სომეხთა მეფის ტიტული მიიღო 1118 წელს, როდესაც ტაშირ-ძორაკეტის ყოფილი სამეფოს ტერიტორია შემოიერთა. ლორე-ტაშირის მიწები ისტორიულად ქართული ტერიტორიაა, მოსახლეობის დიდი ნაწილიც ქართული იყო. მაგრამ, ბოლო პერიოდში, მტერთა შემოსევების გამო, იქ სომხური წარმოშობის დინასტია მეფობდა (აფხაზთა მეფეების ვასალები). ამიტომ, ეს ტერიტორია (ლორე) მცდარად სომეხთა მეფის საჯდომად და მის გარშემო ტერიტორიებს, ქვემო ქართლის ნაწილთან ერთად, ჩვენი წინაპრები შეცდომით უწოდებდნენ სომხეთს, ისევე, როგორც ზოგი ჩვენი თანამემამულე ცხინვალის რეგიონს, შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილს, ანუ ჩრდილო ქართლს – ძირძველ ქართულ მიწას, „სამხრეთ ოსეთს” უწოდებს.
რეალურად, სომეხთა მეფის ტიტული დავით აღმაშენებელს უნდა მიეღო 1123 წელს, როცა სომეხთა ერთ-ერთი სამეფოს დედაქალაქი ანისი გაათავისუფლა თურქთაგან და საქართველოს შემოუერთა.
მონეტის შუბლზე გამოსახული მეფე საიმპერატორო სამოსით – ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბიზანტიაში. იმპერატორები გამოისახებოდნენ მონეტებზე. დავით აღმაშენებელი იმ დროს უკვე მთელი კავკასიის სუზერენი, მეფეთა-მეფე გახლდათ. შუბლზე ასეთივე სტილის გამოსახულებით, ცოტა ადრე, მონეტა მოჭრა ჰერცოგმა რობერტ გვისკარმა, რომელმაც იტალიის ტერიტორიებიდან გააძევა ბიზანტიელები და კონსტანტინოპოლის აღებაც უნდოდა. დავითის ეს მონეტაც ბიზანტიური ტიპის მონეტებს განეკუთვნება, რადგან ბიზანტიური ინსიგნიებია ზედ გამოსახული, მაგრამ აქ ჩვენი ხელმწიფე წარმოდგენილია არა როგორც ვასალი ან მეგობარი, თანამმართველი (კესაროსი) ბიზანტიის კეისრისა, არამედ, როგორც თავად კეისარი, იმპერატორი.
ეს ახალი რეალობის შესაბამისი ახალი რეფორმა იყო. ჯვაროსნებს, ბიზანტიელებსა და ყველა ქრისტიანს, მთელ სამყაროს უნდა სცოდნოდა, რომ კავკასიაში არის ძლიერი ქრისტიანული სამეფო, რომლის ხელმწიფეც საიმპერატორო სამოსშია გამოსახული, რომ ამ სახელმწიფოს დროშა არის ჯვრიანი, ჯვაროსნული...
ამ მონეტით კარგად ჩანს დავით აღმაშენებლისა და ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება ქრისტიანული გეოსტრატეგიისადმი და ჩვენი წინაპრების დამოკიდებულებაც საკუთარი სახელმწიფოსადმი. ჩვენმა ქვეყანამ სამხრეთ კავკასია გააერთიანა, სომხური და ალბანური მიწების შემოერთება დაიწყო, ჩრდილო კავკასიაშიც გაავრცელა გავლენა. ამიტომ, ჩვენი სამეფო არ შეიძლებოდა, ყოფილიყო მხოლოდ პრობიზანტიური სახელმწიფო. ის იქცა ბიზანტიისა და იერუსალიმის სამეფოების თანაბარი, შესაძლოა, უფრო აღმატებული, უფრო ძლიერი სამხედრო ძალმოსილებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყნად.
ამიერიდან დავით აღმაშენებელი, მამამისივით, გიორგი მეორესავით, ვეღარ იქნებოდა ბიზანტიის იმპერიის იმპერატორის კესაროსი, თანამეფე (ანუ მოადგილე), მემკვიდრე-ნათესავი (ასე აიხსნება ტიტული „კესაროსი”), ამ პერიოდიდან დავით აღმაშენებელი სრულიად სხვა, სრულიად განცალკევებული, სუვერენული, დიდი სახელმწიფოს, კავკასიის მბრძანებელი და ერთიანი დიდი ქრისტიანული გეოპოლიტიკური სივრცის, რომელშიც შედის ბიზანტია, ჯვაროსნული ქვეყნები, ევროპის სახელმწიფოები, ერთ-ერთი სრულუფლებიანი სუზერენია – სწორედ ეს უნდა იყოს ასახული მის ახალ მონეტაზე. ეს იყო სამონეტო რეფორმის პირველი ნაწილი.

скачать dle 11.3