კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ თვალებში ჩახედავ

ძველ დროშიც და ახლაც მიაჩნიათ, რომ ადამიანის ამოცნობა იწყება მისი თვალებით;, რომ თითოეული ადამიანის თვალი უნიკალურია თავისი ფერთა პალიტრით. მაგრამ, არსებობს მოსაზრება, რომ ამა თუ იმ თვალის ფერის მიხედვით, შეგიძლია, ამოიცნო ადამიანის ხასიათი.
ამ ტესტით შეგიძლიათ, საკუთარი თავის   შესახებაც კი ბევრი ახალი რამ შეიტყოთ.
შავი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები ენერგიულები, სიცოცხლით სავსენი, იდეების გენერატორები და არამშვიდი ხასიათისანი არიან. შავი თვალის ფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია. მისთვის არ  არსებობს წინაღობა, როცა სასურველისკენ მიილტვიან მათ ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს, თუმცა ხანდახან მათი ასეთი გამბედაობა კრახითაც სრულდება, რასაც დიდი ტკვილი მოაქვს.
ყავისფერი თვალები – ვისაც ამ ფერის თვალები აქვს, ბუნებისგან დაჯილოებულია მგრძნობიარობით, მიმზიდველობითა და გამჭრიახობით.  ისინი ძალიან ტემპერამენტიანები   არიან.  ადვილად ფეთქდებიან, მაგრამ მალევე ავიწყდებათ წყენა. ამ ფერის თვალების მქონე ადამიანების მინუსად შეიძლება, ჩაითვალოს მათი კაპრიზები, რაც იშვიათად, თუმცა მაინც ახასიათებთ. ისინი ძალიან კონტაქტურები არიან,  ადვილად პოულობენ საერთო ენას სხვა ადამიანებთან. ყავისფერთვალება ადამიანებს   სწრაფად  უყვარდებათ.
თაფლისფერი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები მორცხვები, მეოცნებეები და განმარტოების მოყვარულები   არიან.  შეიძლება, ჩაითვალონ პრაგმატულ ადამიანებად.  ყოველთვის შეგიძლიათ, მათ ენდოთ. ისინი არასდროს გიღალატებენ.
როგორც წესი, ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს და არიან წარმატებულები. ვერ იტანენ გარშემო მყოფთა ზეწოლას. აგრეთვე, უნდა ითქვას, რომ ძალიან მგრძნობიარენი არიან – სხვებისაგან ფარულად, ძალიან განიცადონ პატარა წყენასაც კი.
ლურჯი თვალები – ეს ადამიანები არიან რომანტიკულები, ემოციურები და მგრძნობიარენი.  თვალდახუჭულებს შეუძლიათ შეყვარება და  ძალიან ვნებიანები არიან, რითაც ხიბლავენ თავიანთ პარტნიორებს. მათი აზროვნება ძალიან ცვალებადი და ამოუცნობია. მათი მთავარი ორი უარყოფით თვისებაა: სიამაყე და ქედმაღლობა. ასეთ ადამიანებს უყვართ კამათი, ძალიან აჩქარებენ მოვლენებს და ყოველთვის არ  შეუძლიათ, გაიზიარონ სხვისი პრობლემები.
ცისფერი თვალები – ამ ფერის თვალის მქონე ადამიანები ხშირად მალავენ ტყუილს. ისინი ძალიან მიზანდასახულები და ნაკლებად სენტიმენტალურები არიან. ცისფერთვალება ადამიანს ცრემლებით ვერ შეაცოდებ თავს. ხანდახან   ახასიათებთ მოზღვავებული სიბრაზე და უმიზეზო დეპრესია. ერთფეროვნება მათ დეპრესიაში აგდებთ.
ნაცრისფერი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანი ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახულია, პრობლემებს კი არ ემალება – პირიქით, მაგრამ, ძალიან უსუსურია, როცა ისეთ სიტუაციაში ამოყოფს თავს, სადაც ჭკუა უძლურია. ასეთები ძალიან მგრძნობიარეები და ცნობისმოყვარეები არიან.  მათ უმართლებთ სიყვარულშიც და კარიერაშიც.
მწვანე თვალები – გამოირჩევიან რბილი ხასიათით, პირდაპირობით, სანდოობით და გულღიაობით მათთან, ვინც ურთიერთობისთვის აირჩიეს.
მწვანეთვალება ადამიანებს ხშირად რაინდული ხასიათი აქვთ. მეგობრები აფასებენ მათ იმიტომ, რომ ძალიან კეთილები და სანდოები არიან,  მტრები  კი   ვერ იტანენ მათ პრინციპულობისა და სიმტკიცის გამო. ისინი ძალიან კარგი მსმენელები და მოსაუბრეები არიან. საერთოდ, მწვანეთვალება ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერები არიან. სტაბილურები, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ კარგი წარმოსახვის უნარი მქონენი. ძალიან კარგად უმკლავდებიან  ორგანიზაციულ საკითხებს,  ამიტომ  კარგი მმართველები არიან.

скачать dle 11.3