კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ პერიოდში დაწყებული დიეტაა ყველაზე ეფექტური

ზოგი ზედმეტ წონას უჩივის, ზოგი წონის მომატებაზე ფიქრობს, ზოგს კი წონის შენარჩუნება უჭირს, მაგრამ, თითქმის არავინ ფიქრობს, რომ მთვარის ფაზებს მიაქციოს ყურადღება, იკვებოს სწორად და შეარჩიოს დღეები წონის დასარეგულირებლად.
დღეს ბევრი იცავს დიეტას, თუმცა უშედეგოდ, რადგან მათმა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ეს პლანეტების განლაგებას უკავშირდება. სასურველი წონის შენარჩუნება ძირითადად, მშვილდოსნის, ტყუპების, კირჩხიბის, კუროსა და თევზების ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულებს უჭირთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ მათ უყვართ მჯდომარე ცხოვრება და დიდ დროს არ უთმობენ სპორტს, ვარჯიშსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას.
არსებობს პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებით საშიში და სახიფათოა წონაში დაკლების მსურველებისთვის. ბევრი ამ დღეებში შუადღის შემდეგ საკვებს  არ მიირთმევს, არადა, მთავარია, ამ დროს ცოტა ჭამოთ და რაც შეიძლება, ბევრი ივარჯიშოთ და მეტი ენერგია დახარჯოთ. ამისთვის კი საღამოს უნდა მიირთვათ ადვილად მოსანელებელი საკვები. ასევე,  უმჯობესია, გახდომის მსურველებმა დიეტა დაიცვან მთვარის მეექვსე, მეცამეტე, მეოცე და ოცდამეშვიდე დღეებში, ამასთან, მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ხშირ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ნებისმიერმა ადამიანმა მრავალფეროვანი საკვები უნდა ჭამოს, მისი მიღება კი მკაცრად განსაზღვრულ საათებში უნდა ხდებოდეს.
მაგალითად, დიეტის დაცვა კარგია ხუთშაბათს. თუ ეს გიჭირთ, შეეცადეთ, საჭმლის მიღებისგან საღამოს საათებში მაინც შეიკავოთ თავი.
წონაში მომატების მსურველებმა კი უფრო მეტი საკვები უნდა მიირთვან ახალი მთვარიდან მეორე, მეცხრე, მეთექვსმეტე, ოცდამესამე და ოცდამეათე დღეებში.
გაარკვიეთ, ამ დროს რომელი სტიქია ჭარბობს თქვენს ასტროლოგიურ ენერგეტიკულ რუკაზე. მაგალითად, თუ თქვენში მეტია მიწის სტიქია, მაქსიმალურად მოერიდეთ ცომეულსა და ტკბილეულს და უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ, მწვანე შეფერილობის ბოსტნეულს; თუ წყლის სტიქია ჭარბობს, აუცილებელია, შეზღუდოთ საკვებ რაციონში სითხის, თევზეულისა და ზღვის პროდუქტის მოხმარება.
ზედმეტი სიგამხდრე ან სიმსუქნე იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა გარემოში გიწევთ უმეტესი დროის გატარება მთელი დღის განმავლობაში.
შეამოწმეთ, ხომ არ ცხოვრობთ ან მუშაობთ გეოპათოგენურ ზონაში. თუ ასეა, მაშინ, აუცილებლად უნდა შეცვალოთ ინტერიერი და ამით წონის პრობლემასაც ადვილად დაარეგულირებთ.

скачать dle 11.3