კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპლიმენტი მამაკაცისთვის



შემცდარი ხართ, თუკი ფიქრობთ, რომ მხოლოდ ქალებს მოსწონთ და სჭირდებათ კომპლიმენტები. მამაკაცები განსაკუთრებით მომთხოვნი და მგრძნობიარენი არიან კომპლიმენტების მიმართ. დიახ, ისინი ელოდებიან კომპლიმენტებს... უნდათ, რომ ვიღაცამ შეაქოს. თუ კაცს კომპლიმენტები აკლია, ის უფრო ადვილად გიღალატებთ. საკმაოდ მრავალრიცხოვანი გამოკვლევის შემდეგ, ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცის ფსიქიკა გაცილებით სუსტია და არასტაბილური (რა თქმა უნდა, არცერთი კაცი ამას არ დაიჯერებს და არ აღიარებს). ემოციურ დაუკმაყოფილებლობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყურადღების ნაკლებობას, შედეგად მოაქვს ის, რომ ამ დეფიციტის შევსებას კაცი სხვაგან – სხვა ქალთან ცდილობს. რაც, ხშირ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში აყენებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე ბანალური კომპლიმენტიც კი, მოსწონს და სიამოვნებს მამაკაცს. შემთხვევითი არ არის, რომ მამაკაცი „სხვა“ ქალს უახლოესი გარემოცვიდან ეძებს, რათა ეფექტი მოახდინოს მასზე და დაანახვოს ეს ცოლს, რომელმაც ვერ დააფასა. 86 პროცენტ შემთხვევაში, „სხვა“ ქალი ოფიციალურ ცოლზე ნაკლებად ლამაზი და მიმზიდველია.
მამაკაცების 77 პროცენტი ღალატობს მავნე ზეგავლენით – „ცუდი“ მეგობრების გავლენით.
მოღალატე მამაკაცების 60 პროცენტი ძალიან ნანობს მომხდარს და ისურვებდა ყველაფრის უმტკივნეულო გამოსწორებას.
P.S. გაითვალისწინეთ ყოველივე ზემოთქმული და ნუ დაიშურებთ კომპლიმენტს საყვარელი მამაკაცისთვის...
ის შენში ცხოვრობს

მკაცრი კრიტიკოსი – თქვენი შინაგანი ხმა, რომელიც თქვენში ცხოვრობს და თუ მოუსმენთ, არცთუ ურიგო რჩევებს მოგცემთ. ყოველ შემთხვევაში, დაგიცავთ მაინც გამოუსწორებელი შეცდომებისგან. თუ მას ყურადღებას არ აქცევთ, ეს უკვე პრობლემაა. არც ახლა მოსულა თქვენთან და არც უცხოა – თქვენ ის ბავშვობიდან მოგყვებათ.
გინდათ, შეცდომების გარეშე იცხოვროთ?  მაშინ ყურადღებით მოუსმინეთ ამ ხმას. შეიძლება, ჯერ ვერ შეეჩვიეთ, გაარჩიოთ სიტყვები ერთმანეთისგან, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. შინაგანი ხმა არ დაგელაპარაკებათ გამზადებული ფრაზებით. ის ხომ თქვენი საუკეთესო ნაწილია და მხოლოდ კეთილ რჩევებს გაძლევთ. ზოგჯერ კი გაფრთხილებთ:
 „აბა, გაჩერდი... მაინც არაფერი გამოგივა. ეს შენი საქმე არ არის“;
„დროა, წინ წახვიდე და წარსულზე აღარ იფიქრო“;
„შენ გაცილებით მეტი შეგიძლია, იფიქრე და შემდეგი ნაბიჯი ისე გადადგი“;
„გეყოფა, ის შენი ღირსი არ იყო... უკეთესი გეკუთვნის და ის შენს ცხოვრებაში მალე გამოჩნდება;
„ფრთხილად, გატყუებენ. ასე ძალიან ნუ ენდობი ადამიანებს!“
დაფიქრდით კარგად, ასეთი ფრაზები ხშირად გაგიგონიათ... მართალია, შეუცნობლად და გაუაზრებლად, მაგრამ, ხომ ხვდებით, რომ არ ხართ გამონაკლისი. „ის“ თქვენში ნამდვილად ცხოვრობს. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ რეაგირება მის შენიშვნებზე და მითითებებზე. არ გაუკეთოთ იგნორირება და აქციეთ თქვენს საუკეთესო მეგობრად.

ხომ არ შეგიყვარდა?!

სიყვარული შესანიშნავი გრძნობაა. ამას ყველა ეთანხმება. თუმცა, ხშირად თავადაც ვერ ვერკვევით საკუთარ განცდებში, საკუთარ სურვილებსა და ემოციებში... რას ნიშნავს ეს? – რეაქცია ინფორმაციაზე, რომ შეგვიყვარდა, არცთუ იშვიათად, სრულიად არაადეკვატური გვაქვს. ჩნდება ეჭვი და ყოყმანი, თავდაუჯერებლობის, არასრულფასოვნების განცდა... ვეკითხებით საკუთარ თავს – ვიმსახურებთ ამ სიყვარულს? ის მართლა ჩემი მეორე ნახევარია? ის არის ის, ვისაც ველოდი და ვისზეც ვოცნებობდი? იქნებ ვცდები... იქნებ შემთხვევითია და არასტაბილური გრძნობა, რომელზეც ამხელა იმედს ვამყარებ და რომლისგანაც ასეთი დიდი მოლოდინები მაქვს? ეს ყველაფერი უკვე ნიშნავს, რომ სიყვარული გესტუმრათ. როგორც წამალს აქვს უკუჩვენებები, ზუსტად ასეთივე უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს და აქვს კიდეც, სიყვარულს. თქვენ უნდა გაარკვიოთ, თანაც სასურველია, თავიდანვე, რომელ „უკუჩვენებას“ უნდა ელოდეთ, რომელია თქვენი სიყვარულისა და თქვენი კარგად ყოფნისთვის სახიფათო. ეს არც ისე ძნელია. მთავარია, კარგად გაიაზროთ, რას ელოდებით კონკრეტული ადამიანისგან, რომლის მიმართაც გრძნობა გაგიჩნდათ. თქვენი მოთხოვნები პარტნიორის მიმართ მის შესაძლებლობებს დიდად არ უნდა აღემატებოდეს. მნიშვნელოვანია, ურთიერთობის გარკვევაში გონება იქამდე ჩართოთ, სანამ გული მთლიანად აიღებს ხელში მართვის სადავეებს. ამიტომ, ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს: ხომ არ შეგიყვარდათ? და ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, იყავით ფხიზლად – არ გმართოთ ამ სიყვარულმა. პირიქით, ყველაფერი გააკეთეთ, რომ მართოთ თქვენ.

ასეც კი ხდება...

ხდება ისე, რომ ქორწინებაში მყოფს ეჭვები გიჩნდება. გაწუხებს ფიქრი იმაზე, სწორი არჩევანი გააკეთე თავის დროზე თუ არა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი აღარ გიყვართ და ცხოვრება დასრულდა. უბრალოდ, ზოგჯერ „ქიმია“ ნელდება. სწორედ ის „ქიმია“, რომელმაც „აფეთქება“ უნდა მოახდინოს. დაღლილობაც დიდ როლს თამაშობს. „ცუდ“ საქმეს აკეთებს ერთმანეთთან შეჩვევა. რა გავაკეთოთ?! რჩევა მარტივია: უნდა განაახლოთ პუნქტების მიხედვით – აკმაყოფილებს თუ არა თქვენი პარტნიორი ყველაზე ძირითად მოთხოვნებს, იმას, რაც აუცილებელია ოჯახის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.
1. მამაკაცს უნდა შესწევდეს უნარი, არჩინოს ოჯახი, შეუქმნას ცხოვრების ღირსეული პირობები ცოლსა და შვილებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოლმა მარტო სამზარეულოში უნდა იტრიალოს. გააჩნია, თქვენ რა გინდათ და რა გაგაბედნიერებთ. მნიშვნელოვანია, მამაკაცს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა.
2. როგორი დამოკიდებულება აქვს მამაკაცს თქვენ მიმართ – ხართ მისი მეორე ნახევარი? მისი მესაიდუმლე, მეგობარი და სრულფასოვანი პარტნიორი?! რომანტიკული სიყვარული შეიძლება, აღარ არსებობდეს თქვენ შორის, მაგრამ უყურადღებობა და სიცივე არ უნდა შეინიშნებოდეს ურთიერთობაში.
3. როგორ ფიქრობთ, თქვენი ურთიერთობა წლების მატებასთან ერთად უკეთესი ხდება? უკეთესად გესმით ერთმანეთის თუ სულ უფრო ხშირად შედიხართ კონფლიქტში? კინკლაობა და კამათი არ არის ტრაგედია. მთავარია, ერთმანეთს უსასრულოდ არ აკრიტიკებდეთ და არ საყვედურობდეთ. აი, რა არის მნიშვნელოვანი – თანამოაზრეობა და გრძნობა, რომელიც ერთმანეთთან მუდმივად სიახლოვის რეჟიმში გამყოფებთ.

скачать dle 11.3