კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდა თუ არა სოფო ნიჟარაძესთან დაკავშირებული ინციდენტის მიზეზი ავთო აბესლამიძე და რისგან დასაცავად გადაეფარა ის სოფოს

24 წლის ავთო აბესლამიძე „X ფაქტორში“ ნიკა გვარამიას გუნდის წევრია. ის ლაივებზე რამდენჯერმე ზედიზედ გავიდა პირველ ადგილზე. როგორც თავად ამბობს, თავისი ცხოვრების განმავლობაში არაერთი სირთულისა და ბრძოლოს გადალახვა მოუწია. ვისაც გსურთ ავთოს პროექტში დარჩენა, დაურეკეთ ნომერზე: 093 300 301.
ავთო აბესლამიძე: ბავშვობიდან ვმღერი და, როგორც მეუბნებიან, სიმღერა და ლაპარაკი ერთად დავიწყე. 24 წლის ვარ და დღემდე სიმღერის  დარგში თავი რომ დამემკვირებინა ან ვინმესთვის ჩემი თავი გამეცნო, მუდმივად ბრძოლა მიწევდა. ორი დედ-მამიშვილი მყავს, ამიტომ მშობლებს არ ჰქონდათ იმდენი მატერიალური შესაძლებლობა, რომ ჩემთვის მუსიკალური განათლება მოეცათ. ამიტომ სახლში ტელევიზორს ვუყურებდი და ჩემთვის ვღიღინებდი, იმ დროს კომპიუტერიც არ მქონდა. ყველა ეუბნებოდა მშობლებს, მიიყვანეთ პედაგოგთანო, მაგრამ, არის საკითხები, რასაც ყველას ვერ აუხსნი. ბოლოს მაინც გადაწყვიტეს და სტუდიაში მიმიყვანეს. ჩემდა გასახარად, როცა პედაგოგმა მომისმინა, ჩემებს უთხრა: ისეთი ნიჭიერი ბავშვია, არ მინდა ფულის გადახდა, ისე იაროს ჩემთანო. სამი წელი ვიარე, თუმცა, შეიძლება, კვირაში ერთხელ მივსულიყავი, რადგან, როცა თანხას არ იხდი, გერიდება. მერე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა – ბოტკინი დამემართა, აღარ შეიძლებოდა ჩემი დატვირთვა და გამომიყვანეს, თუმცა სიმღერისთვის თავი არ დამინებებია, ჩემთვის ვსწავლობდი: ვიღაც მომღერლებს ვუსმენდი, ვბაძავდი და ასე მოვედი აქამდე. არ მაქვს მუსიკალური განათლება, ამიტომ, როცა მუსიკალურ კონკურსებზე ვფიქრობდი, ერთადერთი, რაც მაშინებდა, იყო ის, რომ ამის გამო არ დავჩაგრულიყავი.
– სად მიაღწიე პირველ წარმატებას?
– ბათუმის ტელევიზიაში მუსიკალურ პროექტში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და ბულგარეთში გამიშვეს საერთაშორისო კონკურსზე. კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე – ეს იყო ჩემთვის შოკი. ჟიურის წევრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და სამი ქვეყნიდან მივიღე სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის შემოთავაზება. ერთ-ერთი იყო სანკტ-პეტერბურგიდან. წავედი კონკურსზე, სადაც ავიღე გრან-პრი. შუალედში სულ მინდოდა მუსიკალური განათლების მიღება, მაგრამ ჩავაბარე ეკონომიკურზე, რაც დამეხმარებოდა იმაში, რომ თავი მერჩინა და თან მემღერა. იმ დროს სამივე და-ძმა სტუდენტები ვიყავით, სტუდენტებს კი იმდენი რამ სჭირდებათ... მამა მძღოლია, დედა – ექთანი და, მოგეხსენებათ, რა შემოსავალი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში 50-პროცენტიანი გრანტი მქონდა, მაინც ვერ მივეცი ჩემს თავს იმის უფლება, მუსიკალური განათლება მიმეღო. სანკტ-პეტერბურგში, კონკურსზე, ჟიურის ერთ-ერთი წევრისგან, რომელიც ცნობილი გერმანელი პროდიუსერი იყო, ერთ-ერთი რადიოს უფროსი, მივიღე გერმანიაში კონკურსში მონაწილეობის შემოთავაზება – ქართველს ამ კონკურსზე ჯერ არ მიუღია მონაწილეობაო. რა თქმა უნდა, გავემგზავრე, 22 ქვეყანა მონაწილეობდა. იქაც მარტო ვიყავი – ყველგან მარტო ვარ, ჩემი პატარა ფლეშკითა და ჩემოდნით. ჟიურიმ გრან-პრი მომცა და ეს იყო კიდევ უფრო დიდი შოკი. ამის მერე ბათუმში გამიცნეს და შეიცვალა ჩემი ცხოვრება – მირეკავდნენ, მთავაზობდნენ სხვადასხვა ადგილას სიმღერას.
– ოჯახი, ალბათ, დღემდე განსაკუთრებულად გგულშემატკივრობს.
– „X ფაქტორში“ ჩემი გამოსვლა რომ იწყება, დედაჩემი იწყებს ტირილს და, რომ ვამთავრებ, ისიც ამთავრებს ტირილს. ჩემთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს – ვდგავარ საოცარ სცენაზე და, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ, ცრემლებით მლოცავს. სულ მინდოდა საქართველოშიც მიმეღო რამე კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ, ცოტა ვიბოჭებოდი, რადგან ჩვენს ქვეყანაში სხვანაირად უსმენენ სიმღერას. ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლისას ყოველთვის განსაკუთრებულად ვნერვიულობ, რადგან უფრო მეტად მომთხოვნები და კრიტიკულები არიან.  მეშინოდა იმ გაგებით, რომ ჩემს არამუსიკალურ განათლებასა და პედაგოგის არყოლას პრობლემა არ შეექმნა – ამის გამო ერთგვარი კომპლექსი მქონდა. იმაზეც ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა ქართველი მაყურებელი ჩემი ხმის ტემბრს, რომელიც უცხოეთში ერთგვარი „კოზირი“ იყო, მაგრამ საქართველოში რა რეაქცია მოჰყვებოდა, არ ვიცოდი.
– ნიკა გვარამიაა შენი მენტორი, რომელიც თითქმის შენი ყოველი გამოსვლის შემდეგ სცენაზე ამოდის, თავზე გკოცნის და ამაყობს შენით.
– ჩემთვის ნებისმიერ მენტორთან მუშაობა იქნებოდა კარგი, მაგრამ, ისეთი კომფორტი, როგორიც ნიკა გვარამიასთან მაქვს, არცერთ მონაწილეს არ აქვს სხვა მენტორთან. ნიკა ჩვენთან შეთანხმებით არჩევს სიმღერებს და, ზუსტად ვიცი, ისეთ სიმღერას შემირჩევს, რომ მომეწონება. მუშაობისას ძალიან კომფორტულია, არაფერში არ მზღუდავს, თავისუფლებას მაძლევს, რადგან, იცის, რაც გულით გასაკეთებელია, იმას აუცილებლად გავაკეთებ. ძალიან დიდი ხანია, ვრეპეტიციობთ. როდესაც ოთხეული ვიყავით, ნიკამ გაგვაფრთხილა: ვინც ადრე დაიღლება, შრომას ვერ დააფასებს, მაქსიმალისტი არ არის და ბრძოლაში დაიღლება, ის ჩემთან ვერ იქნება, ჩემ გვერდით ვერ იდგებაო. ეს სიტყვები ძილშიც მახსოვს. ნიკა თვითონ მაქსიმალისტია, მებრძოლი და ყველაფერში სრულყოფილებას ითხოვს. მე არ შემიძლია, მის გვერდით ვიყო და არ ვიბრძოლო. ნიკამ კარგად იცის ჩემი ისტორია, ჩემი ცხოვრება. როცა ვამთავრებ სიმღერას და ამოდის სცენაზე – ეს ისეთი საოცარი შეგრძნებაა. ჩემთვის ყველაზე მთავარი სწორედ ნიკას შეფასებაა. მე მას მინდა ის მივცე, რაც მან მომცა რეპეტიციაზე.
–  წინა ლაივზე სოფო და ნინაც მოხიბლე და მათ კრიტიკის საშუალება არ დაუტოვე.
– სოფოს სითბოს ყოველთვის ვგრძნობდი. პირველად რომ გამოვჩნდი, ჩემი ხმის ტემბრით მოიხიბლა. ეს ყველაფერი უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. კამერებთან მინდა ხოლმე ვიმუშაო, რადგან მათ უკან ბევრი მაყურებელი დგას, მაგრამ კამერებს ისეთ სითბოს ვერ მისცემ, როგორც ადამიანებს. ამიტომ ნიკაც მეუბნება: შენი თვალები სულ ჩანს, ამიტომ ისეთ ვინმეს მიმართე, ვისგანაც იგივე ემოცია წამოვაო, მეც გავითვალისწინე ეს და სოფო და ნინა ამოვირჩიე. ცხოვრებაში გამიმართლა, რომ ნიკა გვარამიას შევხვდი – ეს არის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი, რომელმაც მასწავლა: ისე უნდა ვიბრძოლო ცხოვრებაში, რომ არ დავიღალო.
– ამბობ, სოფოს მხრიდან სითბოს ვგრძნობო და, ორშაბათს მომხდარი ინციდენტის მიზეზი შენ ხომ არ გახდი, შენ გამო ხომ არ გაარტყა იმ კაცმა სოფო ნიჟარაძეს ხელი?
– არა, არა. როცა პროექტი მთავრდება, მონაწილეები ერთმანეთს ვესაუბრებით და მენტორებთანაც მივდივართ. სოფოსთანაც მივედი, ჩავეხუტე: მადლობა, კარგია, რომ მოგეწონა-მეთქი. მერე მოვბრუნდი, სამი ნაბიჯი გადავდგი და სოფოს ყვირილი გავიგე – ვაიმეო! მისკენ რომ მივტრიალდი, სოფოს სახეზე ხელი ჰქონდა აფარებული: გამარტყესო. ჩემი მიბრუნება და ვიღაცის სცენიდან ჩახტომა ერთი იყო, მაგრამ, ვერ მივხვდი, ვინ იყო. სოფო ძალიან ცუდად გახდა. შემეშინდა, გული არ წასვლოდა, ამიტომ ჩავეხუტე და გადავეფარე – არ მინდოდა, მისი სახე კამერებს გადაეღო, ამიტომაც მოვხვდი ფოტოებზე.
– გიორგი გაბუნიამ იეჭვიანა – მე არ მიმღერაო.
– როცა ვმღერი, ჟიურის ყველა წევრს ვუმღერი, ასე იყო წინა ტურში, ქოლდპლეის სიმღერა გიორგისაც მივუძღვენი და სხვებსაც. მაგრამ, ბოლო სიმღერა ისეთი იყო, გოგონებისთვის უნდა მემღერა.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– შეყვარებული არ მყავს. 4-5 წელი არ მეყოლება შეყვარებული, რადგან წელიწად-ნახევარი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის ხასიათს მიხვდე, გამოგადგება თუ არა. თუ შემიყვარდება, ის უნდა იყოს პირველი და უკანასკნელი.

скачать dle 11.3