კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ვარგა გზიდან მიბრუნება და რა შედეგი მოაქვს სარკეში დიდხანს ყურებას

სარკემ, რომელიც ყველა ოჯახშია და რომლის წინაც ქალბატონები ხშირად საათობითაც კი იპრანჭებიან, შესაძლოა, იმდენად ნეგატიურად იმოქმედოს თქვენზე, რომ ვერც კი გააცნობიეროთ, რატომ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ცუდისკენ. ასევე, ბინაში უხილავი სტუმრებიც გვეწვევიან ხოლმე, რომლებიც ჩვენივე დაუდევრობით სარგებლობენ და სწორედ იმ დროს შემოდიან ჩვენს საცხოვრებელში უჩინრად, როცა მათ არ ველით. ამ თემებზე ინფორმაცია მოგვაწოდა პარაფსიქოლოგმა, ქალბატონმა ლალიმ, რომელმაც ეზოთერიკული განათლება ევროპის ერთ-ერთ ცნობილ პარაფსიქოლოგიურ ცენტრში მიიღო.

 ლალი: სარკეში დიდხანს ყურება ადამიანის აურასაც აზიანებს და მის შინაგან სამყაროზეც ახდენს უარყოფით გავლენას. დაახლოებით ათი წუთი სარკესთან დგომა და მასში ცქერა მძლავრ გავლენას ახდენს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე; აქედან გამომდინარე, სარკიდან წამოსული კონტროლს დაუქვემდებარებელი ეფექტი სასურველი არ არის. დღეს ბევრი აკეთებს სააბაზანოსა თუ საძინებლის ჭერზე სარკეს, რაც მიზანშეწონილი არ არის. კვლევებით დადგინდა, რომ დაახლოებით 3 წუთი სარკის წინ დადგომა და საკუთარი გამოსახულების დაკვირვება ადამიანში დადებით შედეგს იწვევს. თუ უგუნებოთ ხართ ან რამე გტკივათ, ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და იფიქრეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სარკე ამას აღიქვამს და პოზიტიურ სხივებს გამოაფრქვევს, რაც თქვენზე დადებითად აისახება. თუ თქვენს გასაჭირს რომელიმე მისტიკურ ნივთთან გაამხელთ, ის ამას იგრძნობს და სიტუაციას გაანეიტრალებს. სხვათა შორის, ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ, თუ სარკეს ჯიბით ატარებდნენ, ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, კერძოდ, შემხვედრის უარყოფითი ენერგიისგან დაიცავდა.  თუ სახლიდან გასულს უკან შებრუნება გიწევთ, სახლში შესვლისას აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს წარუმატებლობა გელით. ზოგადად, გზიდან დაბრუნება არ ვარგა. ამ დროს ამბობენ, კეთილი გზა არ გექნებაო. თუ მაინც მოგიწევთ შინ მიბრუნება, ცოტა ხანს ჩამოჯექით და სარკეშიც ჩაიხედეთ – ასე სახლის ენერგიასაც აიღებთ, თან, სარკეში თქვენი გამოსახულების არეკვლისას ენერგია გაგიორმაგდებათ.
– მართალია, რომ პარალელური სამყაროს უხილავი არსებები სწორედ სარკეების მეშვეობით ახერხებენ ჩვენთან კონტაქტს? რეალურია ეს თუ არა და, თუ შეგიძლიათ, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ?
– თუ ადამიანს  სიბნელის ეშინია, ეს ყოველთვის მისი სიმხდალის ნიშანი როდია. შესაძლოა, ღამეული კოშმარები და შიშები სწორედ პარალელური, სხვა სამყაროს უმდაბლესი ფენიდან თავდასხმითაა განპირობებული. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმი ნაკლებადაა დაცული, რაც მას სხვა სამყაროს ეგრეთ წოდებული „ვამპირებისთვის” უფრო ხელმისაწვდომს ხდის. მოზრდილი ადამიანები გაუთვითცნობიერებლად იზიდავენ უხილავ სტუმრებს პარალელური სამყაროდან, კერძოდ, მთელი ღამის განმავლობაში სამზარეულოში დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი; სააბაზანოში დაყრილი ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ თეთრეული; ლარნაკში დიდხანს ჩატოვებული ყვავილების დამპალი ღეროები; საკვები ნარჩენებით გადავსებული ნაგვის ყუთი და ასე შემდეგ, ჩვენს ბინაში დაუპატიჟებელი უცხო სტუმრების მოზიდვას უწყობს ხელს. სხვა სამყაროთა არსებებს, რომლებიც უხილავად იმყოფებიან ჩვენს სახლებში და ფიზიკურ ყოფიერებაში, ადვილად შეუძლიათ, საცხოვრებლად ის კუთხე აირჩიონ, რომელიც მათ განსაკუთრებით ხიბლავთ და მოსწონთ. მათი მთავარი საკვები ჩვენი ენერგიაა, რომელიც ჩვენ ირგვლივ სივრცეში ჩვენი უარყოფითი ფსიქოლოგიური გამოხდომების დროს გამოიყოფა. ამიტომ, როცა ბრაზობთ, განრისხებული ხართ, სხვისი გშურთ ან სიხარბე გიპყრობთ, თქვენ ირგვლივ ცუდი ენერგია ტრიალებს, პარალელური სამყაროს წარმომადგენლები კი ამით სარგებლობენ. ფიზიკურ ჭუჭყზე მეტად, პარალელური სამყაროს „ვამპირებს” ფსიქიკური აფეთქების ენერგია უფრო იზიდავთ. გაბრაზებული და გაბოროტებული ადამიანი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, იგივეა, რაც ენერგოშადრევანი. ასტრალურ ვამპირებს ეს ენერგია წყალივით სჭირდებათ. ნეგატიური ემოციის შედეგად, როგორც გითხარით, ადამიანი სასიცოცხლო ენერგიის გარკვეულ ნაწილს კარგავს, რაც მის აურაში უამრავ ბზარსა და დაზიანებულ ადგილს ტოვებს. ეს ყველაფერი ერთად კი არღვევს მის ბუნებრივ ენერგეტიკულ თავდაცვას სხვა სამყაროების უარყოფითი ზეგავლენისგან. სტრესს ადამიანი არა მარტო ფიზიკურ დაავადებამდე მიჰყავს, არამედ, ამ დროს ადამიანში არსებულ ენერგეტიკულ კომპლექსში იწყება დარღვევები. კერძოდ, მთლიანობადარღვეული, ენერგეტიკულად გამოფიტული აურა ორგანიზმს დაუცველს ხდის მავნე ზემოქმედებისგან. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი საცხოვრებელი ბინა თვეში ერთხელ მაინც გავწმინდოთ არომატული სანთლის კვამლით, რადგან სხვა სამყაროს არსებები ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებენ არომათერაპიის მიმართ. ამ მიზნით გამოგადგებათ ჟასმინის არომატული ჩხირები ან სანთლები. მისი სურნელება ადამიანს აწყნარებს, ასევე, განაქარვებს დაგროვილ ემოციებს, უცხო არსებებს კი აფრთხობს. ამ მეთოდს ეზოთერიკოსები კვამლით სახლის „ჩამორეცხვას“ უწოდებენ და ის ძალიან ეფექტურია. თუ შეუძლოდ გახდით და ამას მაშინ შეიგრძნობთ, როცა სახლში შედიხართ, კვამლით ცუდი ენერგიის „ჩამორეცხვის“ მეთოდი ძალიან დაგეხმარებათ. აქვე, ისეთ ეზოთერიკულ დარიგებებსაც მოგცემთ, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ახალ ჭურჭელს შეიძენთ, ვთქვათ, ჯამს, ფიალას, ლარნაკს და ასე შემდეგ, სახლში შეტანისთანავე სამჯერ წარმოთქვით: „ეს სავსე იყოს, მე კი სიღარიბეს დავავიწყდე”. თუ ღამით კოშმარული სიზმრები ან უძილობა გაწუხებთ, საღამოს, ძილის წინ, სამჯერ ჩაიცვით და გაიხადეთ ის სამოსი, რითაც ღამით უნდა დაიძინოთ, შემდეგ ისევ ჩაიცვით და დაწექით დასაძინებლად. თუ მიწის ნაკვეთს ან ბინას ყიდულობთ, ეცადეთ, წვრილი კუპიურებით გადაიხადოთ, რათა მის ყოფილ მფლობელს თავისი მოთხოვნები არ დარჩეს; თუ ადამიანი დაჟინებით გიყურებთ, რომ არ გაგთვალოთ, გულში გაიფიქრეთ: „კი მიყურებ, მაგრამ ვერ მხედავ”. თუ ზურგსუკან თქვენი ახლობელი დგას, სასწრაფოდ მიბრუნდით მისკენ სახით, რადგან, არ ვარგა, როცა ვინმე თქვენ უკან დგას და დაჟინებულად გაკვირდებათ ზურგზე.
–  ქალბატონო ლალი, ბევრი ფიქრობს, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრა ცუდად აქვს დაცდილი, რადგან ის იმ დონეზე ახდენს ურყოფით ზემოქმედებას და გათვალვასაც კი, რომ იმ დღეს უსიამოვნება გარდაუვალია.
– როცა ადამიანი ბრაზობს და მას ძლიერი მზერა აქვს თქვენკენ მომართული, ამ მომენტში მასში ენერგეტიკული კოდი მძაფრდება, ემოციურ დონეზე ირთვება პროგრამა, რომელიც მეორე ადამიანის ბიოველს საგრძნობლად აზიანებს. თუ ეს პროგრამა ძალიან ძლიერია, ადამიანის მზერა საკმაოდ საშიში ხდება. ასეთი ადამიანები ყოველთვის უკმაყოფილოები არიან როგორც საკუთარი თავით, ისე გარშემო მყოფებით. მათში ჩართულია თვითგანადგურების პროგრამა და ის ანადგურებს მის როგორც ფიზიკურ, ისე რეალურ სამყაროს. უსიამოვნებები, შესაძლოა, იმ ადამიანის მზერამაც გამოიწვიოს, ვინც სრულიად მშვიდი, უწყინარი და გაწონასწორებულია. საშიშია, როცა ვინმე დაჟინებით გაკვირდებათ, რადგან ამ დროს უარყოფითი ენერგია ზემოქმედებს დაკვირვების ობიექტზე. გირჩევთ, მოერიდოთ იმ ადამიანს, ვისი დანახვისთანავეც მთქნარებას იწყებთ; ასევე, მოერიდეთ პირად ურთიერთობებზე საუბარს უცხოებთან. დააკვირდით, რომელ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ გეცარებათ ხელი, ან, პირიქით – როდის აქტიურდებით უფრო მეტად და აღწევთ წარმატებას.

скачать dle 11.3