კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ უნდა ქალს გათხოვება და რას ვერ იტანს ის მამაკაცში ყველაზე მეტად

ჩვენ ხშირად ვექცევით სტერეოტიპების გავლენის ქვეშ. ზოგჯერ ეს ისე ხდება, საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ. მხოლოდ ქვეცნობიერში ხდება რაღაც გარდატეხა, რაც ჩვენს ცხოვრებას მთლიანად ცვლის. გაცილებით მძიმეა, როცა საქმე პირად ცხოვრებასა და ბედნიერებას ეხება. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ თავიდანვე ზუსტად დაინახონ მიზეზი და არ მისცენ მას საშუალება, ბედნიერება „გაუფუჭოთ“...

 ნელიკო (31 წლის): ჩემ გარშემო ყველა ელოდება, რომ გავთხოვდები... თანაც, აუცილებლად. რამდენიმე ხნის წინ მეც დარწმუნებული ვიყავი გათხოვების აუცილებლობაში, მაგრამ ახლა, აზრი შევიცვალე. მკითხავთ, რა გახდა ამის მიზეზიო? – სტერეოტიპი, რომ ქალი აუცილებლად უნდა გათხოვდეს.
– ცოტა უცნაური მიდგომაა... ვერ მივხვდი, სტერეოტიპი რისი მიზეზი გახდა?
– ჩემში პროტესტი გამოიწვია. ოღონდ ეს ერთბაშად არ მომხდარა. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით აავსო ჩემი მოთმინების ფიალა და ახლა გულწრფელად აღარ მინდა გათხოვება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მამაკაცი, რომელიც მართლა ჩემი მეორე ნახევარია... სამი წელია, ერთად ვართ და თავიდან, როგორც ბევრ ქალს, მეც მინდოდა მასზე გათხოვება. არ ვარ თეთრი ყვავი. ჩვეულებრივი ვარ და ალბათ, ყველაფერი ჩვეულებრივად, სტანდარტულად მოხდებოდა, რომ არა ეს საშინელი სტერეოტიპი.
– რა მოხდა? რომელმა სტერეოტიპმა შეგიშალათ ხელი გათხოვებაში?
– გეღიმებათ, მაგრამ საქმე სერიოზულადაა. შეიძლება, თქვენ საერთოდ არაფრად მიგაჩნიათ, თუმცა, როცა ჩავუღრმავდი, აღმოვაჩინე, რომ სტერეოტიპმა, რომ აუცილებლად უნდა გავთხოვილიყავი, „ნეგატივით“ დამტვირთა... ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს მე და ჩემი შეყვარებული. მერე რა, რომ ჩვიდმეტ-თვრამეტი წლისანი აღარ ვიყავით. არ შეიძლება, ზრდასრულ ადამიანებს უყვარდეთ ისე ერთმანეთი, რომ პაემნებზე დადიოდნენ?!
– პაემნებთან სტერეოტიპი რა შუაშია?
– საქმეც ისაა, რომ ყველაფრის შუაში აღმოჩნდა. ჩვენ ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ვაპირებდით დაქორწინებას, მაგრამ ერთბაშად ისეთი შეკითხვა-დაკითხვების ქარცეცხლში აღმოვჩნდი, რომ გადავირიე. ყველაფრის სურვილი დამეკარგა. უპირველესად, – გათხოვების. რატომ უნდა გავთხოვდე ოფიციალურად და რატომ ელოდება ამ მოვლენას სრულიად სანათესაო, სამეზობლო და სამეგობრო. ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა – მარტო ჩემი და იმ ადამიანის, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ.
– იმას არ უნდა დაქორწინება?
– როგორ არ უნდა?! ის გააკეთებს იმას, რაც მე მინდა – ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ, ვუყვარვარ. მართლა ძალიან ვუყვარვარ და ბუნებრივია, ამას ვაფასებ. პრობლემა ჩვენს ურთიერთობაში არ არის. პრობლემა იმ საზოგადოებაშია, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს... იცით, როგორი დამთრგუნველია გამუდმებული შეკითხვები: „როდის დაგვპატიჟებ ქორწილში?” „რატომ არ მიჰყვები ცოლად, თუ თქვენ შორის ყველაფერი კარგად არის?“ „თუ ცოლად არ გაჰყვები ახლა, მერე საერთოდ აღარ შეგირთავს“; „ცოლად რატომ არ გირთავს, ესე იგი, რეზერვში სხვაც ჰყავს?“. მოკლედ, ვითომ ყურადღებას არ ვაქცევდი ამ ყველაფერს, მაგრამ გავლენა მაინც მოახდინა და უნებლიეთ, სრულიად გაუცნობიერებლად, საშინლად დავიწყე მოქცევა. ეტყობა, ეს აგრესია ჩემში ნელ-ნელა გროვდებოდა და მთლიანად ჩემი პარტნიორის თავზე „გასკდა“...
– ეს რას ნიშნავს?
– იმას, რომ შევიცვალე, თან შევიცვალე უარესობისკენ. ვეჩხუბებოდი და რაზე, ამას ვერ ვხვდებოდი. ეს სპონტანურად ხდებოდა, გაუცნობიერებლად.
– რაზე ეჩხუბებოდით? ცოლად მომიყვანეო, სთხოვდით?
– არა. მაგაზე საერთოდ არ ვიღებდი ხმას. დავიწყე წუწუნი, რომ ნაკლებ დროს მითმობდა. რომ ისე აღარ ვაღელვებდი; რომ ნაკლებად ვუყვარდი... მოკლედ, ყოველდღე ვიგონებდი ახალ-ახალ საწუწუნოს. დავღალე და მეც დავიღალე; როგორც ჩანს. ამას მერე მივხვდი. ქვეცნობიერში ის ფრაზა ჩამრჩა ცუდად: თუ ვიღაც არ ჰყავს, ცოლობას უნდა გთხოვდესო. პირველად ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ძალიან ცუდად ჩამრჩა... ზოგიერთი ხშირად საერთოდ ვერ აცნობიერებს რა კვალს ტოვებს მათი სიტყვები ჩვენს ცხოვრებაზე... ეს ხომ ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი და სხვისი არავისი?! სტერეოტიპები კი ნამდვილი კატასტროფაა.
– სტერეოტიპს აქვს კავშირი ამ შეკითხვასთან?
– როგორ არა აქვს, თანაც, პირდაპირი. ჩემი პარტნიორი მიყვარს და ის ჩემი მეგობარიცაა.
– მიუხადევად ამისა, ცოლად არ მიჰყვებით.
– აღარ მივყვები და იქამდე არ გავყვები, სანამ სტერეოტიპების წნეხში ვიქნები მოქცეული. ძალით კი არ ვაკეთებ ამას, ქვეცნობიერი მიპროტესტებს. გავწამდი უკვე. აგრესია მატულობს ჩემში და მეშინია, რომ ყველაფერს გავანადგურებ ამ აგრესიით. გავანადგურებ სიყვარულს და ჩემთვის ძალიან ძვირფას ურთიერთობას. განა არ გავყვები ცოლად, მაგრამ გამოვა, იმათი მითითებები შევასრულე, ვისაც საერთოდ არ ადარდებს, გათხოვილი ვიქნები თუ არა. ხვდებით, რაშია პრობლემა? მარტო მე კი არა, ყველა მსხვერპლია – სტერეოტიპების მსხვერპლი... ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! გაგიჟებას აღარაფერი მიკლია, როცა მზრუნველი სახით მეკითხებიან, შენ კიდევ არ გათხოვილხარ? ხომ გყავს „ვიღაც“? – ვცოფდები და ვგიჟდები, მაგრამ იმ კონკრეტულ ადამიანს ვერაფერს ვეუბნები. სამაგიეროდ, ხან გულზე „ვსკდები“, ხან ჩემს პარტნიორს ვეჩხუბები, რომელიც მართლა მიყვარს.
– თქვენ თავისუფალი ურთიერთობების მომხრე ხართ?
– როცა ქორწინებას სავალდებულოდ მიხდიან და მაძალებენ, მაშინ თავისუფალი ურთიერთობა მირჩევნია, რადგან ჩემი ფსიქიკა ოჯახს და ოფიციოზს ბორკილად აღიქვამს. ამ ხალხს რომ ჰკითხო, თითქოს ცივილიზებულები არიან. რეალურად, ერთი სული აქვთ, ვინმესკენ თითი გაიშვირონ და სეირს უყურონ. არ ვიცი, რა გავაკეთო, რომ ჩემი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან მშვიდ, ჩვეულ კალაპორტში განვაგრძო. როდემდე უნდა ილაპარაკონ ჩემზე, ჩემი ცხოვრების სტილზე... აღარ მინდა გათხოვება, თუ ეს საზოგადოების მოთხოვნის გამო უნდა გავაკეთო. მინდა, ჩემი ესმოდეთ. ძნელია, გაუძლო უამრავ ნათესავს, მეგობარს, ნაცნობს თუ უცნობს. დაგვანებოს ამ ხალხმა თავი, არ შეიძლება? მეშინია, რომ ღალატის მითსაც შექმნიან და დამაჯერებენ, რომ უღირსი ადამიანის გვერდით ვცხოვრობ.

скачать dle 11.3