კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ყეინიშვილი
გვარი მიღებულია მეტსახელიდან ყეენი. ყეენი იგივეა, რაც ყაენი, რომელიც ძველად ყეენობის მთავარი მოქმედი პირი იყო; უძველესი დროიდან მომდინარე, ყეენობა ძველი ქართული ხალხური თამაშია; ის, ასევე, იყო მოსავლიანობის დღესასწაული და იმართებოდა დიდმარხვის პირველ ორშაბათს.
სამწუხაროდ, ეს გვარი იშვიათად გვხვდება ისტორიულ წყაროებში.
საქართველოში 174 ყეინიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 45, თბილისში – 41, დუშეთში – 20. არიან სხვაგანაც.
პატარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პატარა, რომელიც 1202 წელს თამარ მეფის სიგელშია მოხსენიებული.
1873 წლის აღწერაში, სოფელ ენაგეთში მოიხსენიება პაშა პატარაშვილი.
საქართველოში 263 პატარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 74, თბილისში – 68, თელავში – 37. არიან სხვაგანაც.
გვარიძიშვილი
წარმომავლობის მხრივ, იდენტურია გვარისა – ბერიძიშვილი.
საკუთარი სახელიდან წარმომდგარა გვარი გვარაძე, გვარიძე. ხოლო, ადგილმონაცვლეობისას, სხვა ადგილზე გადასვლისას, დაუწერიათ გვარიძიშვილი. ამის მაგალითები ბევრია 1864 წლის შემდგომ წლებში, რასაც ვკითხულობთ ისტორიულ საბუთებში.
საქართველოში 43 გვარიძიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 26, საგარეჯოში – 17.
წამალაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წამალა.
1250-1260 წლებში შიომღვიმის სიგელში მოიხსენიება ვინმე წამალაძე; ასევე, მოხსენიებულნი არიან ვინმე არაიძე და წამალაძე.
საქართველოში 480 წამალაძე ცხოვრობს:  თბილისში – 162, დუშეთში – 108, ყაზბეგში – 53. არიან სხვაგანაც.
ნათაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნათა, ნათაი.
გვარი ნათაძე გვხვდება ქართლსა და იმერეთში. ამავე ძირისაა გვარი ნათიშვილი, ნათიძე.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ საბუთებში.
საქართველოში 569 ნათაძე ცხოვრობს: თბილისში – 259, რუსთავში – 62, კასპში – 47. არიან სხვაგანაც.
კოხაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი კოხი.
სოფელ პატარა თიანეთის 1843 წლის აღწერაში მოიხსენიებიან სოსია და მურად კოხაძეები.
ამავე ძირისაა გვარები: კოხია, კოხოძე, კოხიაშვილი.
კოხაძე-კოხოძეები გვარამაძეთა განაყოფი გვარებია.
საქართველოში  26 კოხაძე ცხოვრობს.
ბირთველაშვილი-ბირთველიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა ბირთველი, რომელიც მიღებულია ტოპონიმისგან ბირთვისი – ციხესიმაგრე ალგეთის ხეობაში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონი.
ისტორიულ წყაროებში ბირთველაშვილი მოხსენიებულია მეთერთმეტე საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს.
ამავე ძირისაა გვარი ბირთველიშვილი.
საქართველოში 32 ბირთველაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 18, რუსთავში – 5, თბილისში – 4. არიან სხვაგანაც.
244 ბირთველიშვილი: თბილისში – 85, ქარელში – 46, რუსთავში – 45. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3