კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შედი, რუსუდან, კარავში“

ანუ „ზდეს პროშლი ტანკი სტარშეგო ლეიტენანტა მახარაშვილი“

იმ მარტივი მიზეზით, რომ კოკასა შიგან რაცა დგას, ან, გნებავთ, თავსა ახლად ვერვინ იშობსო, ოდესის ოლქის გუბერნატორმა თავის არსენალს პირი მოხსნა და საქართველოს პრეზიდენტობის დროინდელი ილეთები გაიხსენა, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ ერთ მდინარეში მეორედაც შეცურდება და, თუ უკრაინელთა ნაწილის რეაქციით ვიმსჯელებთ (პათოსით: უნახავმა რა ნახაო, ან კი ვინ დაანახვებდა?!), შესაძლოა, იმ მდინარეში მეორედაც მოხვდეს.
ერთი სიტყვით, გუბერნატორმა სააკაშვილმა თავისი სამუშაო კაბინეტი ოდესა-რენის მაგისტრალზე, არც მეტი, არც ნაკლები, კარავში გადაიტანა და ბრძანა, ფეხს არ მოვიცვლი აქედან, სანამ გზატკეცილზე სარემონტო სამუშაოები არ დასრულდებაო (პრინციპით: „პარადს მე ვუხელმძღვანელებ“!).
ამ თავგანწირვის მიზეზი კი ის გამხდარა, რომ გუბერნატორს არ აკმაყოფილებდა მუშაობის ტემპი და ამისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა.
თუმცა, თუკი მუშაობის ტემპზე ზემოქმედება კიდევაა შესაძლებელი, თანხას რა გაამრავლებს, ეს უკვე აღარ ვიცი. ასეა თუ ისე, სანახაობა შედგა და, წესითა და რიგით, ოდესელებიც კმაყოფილები უნდა იყვნენ – თუ მთლად დემოკრატია არ გააბრწყინებთ, გზა მაინც ექნებათ დაგებული.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში გაცილებით მრავალფეროვანი იყო აწ უკვე პრეზიდენტყოფილის ფანტაზია: დაწყებული მთავრობის სხდომებით, მშენებარე სახლის ბოლო, დაუსრულებელ სართულზე თვით თაკარა მზის ქვეშ და მიწის ქვეშ მღვიმით დამთავრებული, ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, თუკი უკრაინელი მეგზევეები მოტივირებისთვის საველე სასამართლოს შექმნიდნენ („დეზერტირების“ ადგილზევე დასასჯელად). –

скачать dle 11.3