კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველანი ზემოთ!

ანუ პარლამენტი რეზინისაა?!

 რაკი წინასაარჩევნო სეზონი გახსნილად გამოცხადდა, მით უფრო, რომ ის უკვე გახსნილია თვით 2012 წლის პირველი ოქტომბრის საღამოდან (რადგან ყველა თავისი თავის პატივისმცემელი პარტია მომავალი არჩევნებისთვის ერთი არჩვენების ჩამთავრებისთანავე ემზადება), ცხადია, რომ ისეთი ზაფხულ-შემოდგომა გველის, დედაპარტია არ აიყვანს ხელში თავის სატელიტს.
ჰოდა, რაკი არ აიყვანს, ყველა თავის ერთადერთობასა და განუმეორებლობაზე ლაპარაკობს და, ბუნებრივია, გვპირდება, რომ უმრავლესობითაც დაივანებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მთავრობასაც დააკომპლექტებს და ივერიასაც გააბრწყინებს (და მერე რა, რომ წამლადაც არ იშოვება ქვეყნის განვითარების 20-წლიანი გეგმა მაინც?! სამაგიეროდ, „ბორჯომს“ სვამენ ერთი მოყუდებით).
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაგვიმხილა, რომ პარლამენტში 95 დეპუტატის გაყვანას გეგმავს, ხოლო „ნაციონალებმა“ დაგვაიმედეს, რომ 2016-ის 8 ოქტომბერს ხელისუფლებას გადაიბარებენ, ამასობაში კი პაატა ბურჭულაძემაც განაცხადა, მზად ვარ, ვიტვირთო ქვეყნის ხელისუფლის მძიმე ხვედრიო, არც „ლეიბორისტების“ ლიდერს დაუმალავს, რომ სწორედ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია” მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში; იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ქვეყნის მართვისთვის პიონერულ მზადყოფნაში არის ყველა დანარჩენი 200-ვე პოლიტიკური პარტია.
ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, რომ არა ერთი „მაგრამ”: ყველა ზემოთ, ანუ შიგნით მაინც ვერ მოხვდება, ანუ ზოგს ქვემოთ მოუწევს ამბიციების დაკმაყოფილება, თუ, რა თქმა უნდა, ერთ მშვენიერ დღეს რეზინის პარლამენტის შენობას არ ავაგებთ. –

скачать dle 11.3