კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამ – „თბილავიამშენი“ – ქართული ავიაციის სიამაყე

სააქციო საზოგადოება თამ – „თბილავიამშენი” მანქანათმშენებლობის ყველაზე მსხვილი კომპანიაა კავკასიაში, რომლის ძირითადი საქმიანობის სფერო თვითმფრინავების მშენებლობაა. ქარხნის ისტორია სათავეს მეორე მსოფლიო ომის დღეებიდან იღებს. ქარხანამ თვითმფრინავების გამოშვება დაფუძნებიდან სულ ცოტა ხანში დაიწყო და 1942 წელს ქვეყნის სამხედრო ძალებს მის მიერ გამოშვებული 714 თვითმფრინავი შეემატა. ომის შემდეგ ქარხნის ისტორიაში რეაქტიული ავიაციის ეპოქა დაიწყო. დღეისათვის თამ – „თბილავიამშენის” ძირითადი საქმიანობა სამხედრო თვითმფრინავებისა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტია. ქარხანაში არსებულ დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე  თამ – „თბილავიამშენის” გენერალური დირექტორი, ნოდარ ბერიძე გვესაუბრა.
ნოდარ ბერიძე – „თბილავიამშენის“  თანამშრომელია 1983 წლიდან. განათლებით ინჟინერ-მექანიკოსი, თვითმფრინავმშენებელია. ქარხანაში მუშაობის პერიოდში გავლილი აქვს ყველა საფეხური – ოსტატიდან დაწყებული გენერალურ დირექტორობამდე.
– რა ტიპის თვითმფრინავებს აწარმოებს თამ – „თბილავიამშენი”?
– თამ – „თბილავიამშენი” 1978 წლიდან „სუ-25-ის“ ტიპის თვითმფრინავების მწარმოებელი ერთადერთი საწარმოა.  საბჭოთა კავშირის მასშტაბით „სუ-25-ის” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა უშვებდა. რუსეთში აწარმოებდნენ მხოლოდ ორადგილიანებს.  დღეს, როგორც საბრძოლო, ასევე სასწავლო თვითმფრინავებს მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ. სხვათა შორის,  2015 წლისთვის ვაპირებდით „სუ-25-ის” წარმოების შეწყვეტას, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში გამწვავებული ვითარებისა და საბრძოლო ოპერაციების ფონზე,  ამ ტიპის თვითმფრინავებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ამ გარემოებამ ჩვენი გეგმები შეცვალა და  დღის წესრიგში დააყენა ახალი ამოცანა,  „სუ-25-ის” ტიპის მოდერნიზებული თვითმფრინავის შექმნა, რომელიც თანამედროვე აპარატურით იქნება აღჭურვილი და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. 
–  რა სახის ინფრასტრუქტურაა დღეს ქარხანაში?
– საწარმოს აქვს უნიკალური ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი მატერიალ-ტექნიკური ბაზა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, დამზადდეს სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სირთულის სამხედრო და სამოქალაქო პროდუქცია. „თბილავიამშენი“ მუდმივად აახლებს თავის საწარმოო საშუალებებს თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. ამ მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში საწარმომ შეიძინა 5-კოორდინატიანი პროგრამული სახარატო და საფრეზი ჩარხები. ქარხანა ასევე, უწყვეტად ახორციელებს არსებული მანქანა-დანადგარების მოდერნიზაციას. საწარმოში მოქმედებს წყლის წნევით საჭრელი თანამედროვე ჩარხები, რომლებიც ფოლადისა და ლითონების ჭრის, ფორმირების, გრავირებისა და ბურღვისთვის გამოიყენება. დღეს საწარმოს გააჩნია ყველა შესაძლებლობა ახალი პროდუქტებისა და დეტალების ასათვისებლად, მათ დასამზადებლად და სერიულ წარმოებაში გასაშვებად.
–  როგორ შეფასებებს იმსახურებს „თბილავიამშენი“ საერთაშორისო ასპარეზზე?
– საავიაციო ინდუსტრიაში „თამ“ როგორც საერთაშორისო სტანდარტის საწარმო, საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს. 2001 წლიდან სასერტიფიკატო ორგანოს TUV CERT-ის მიერ „თამის” ხარისხის მართვის სისტემა სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-ის მიხედვით და 2006 წლიდან KI – EN 9100-ის მიხედვით. 2015 წლიდან BUREA VERITAS მიერ აქვს მინიჭებული ISO 9001:2008 და EN 9100:2009 სერტიფიკატები. საბჭოთა კავშირში სულ 4 ქვეყანა აწარმოებდა თვითმფრინავებს და მათ შორის იყო საქართველოც. საომარი თვითმფრინავები მხოლოდ ჩვენთან და რუსეთში მზადდებოდა. მსოფლიოში მხოლოდ 28 ქვეყანაა, სადაც თვითმფრინავებს საბოლოო სახით უშვებენ და საქართველო ამ 28 ქვეყანას შორისაა. ეს ჩვენი ქარხნისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ქვეყნისთვის კი – პრესტიჟი.
– როგორ დაახასიათებთ „თბილავიამშენის“ თანამშრომლებს?
– ავიაცია ინტელექტთან დაკავშირებული დარგია. „თამის” წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი სწორედ საწარმოში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მუშახელია.  „თბილავიამშენი“ თანამშრომლების გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე დგას. ქარხანაში არსებული საწარმოო შესაძლებლობებისა და მაღალი კლასის   პერსონალის ერთობლიობა ქმნის „თბილავიამშენის” თითქმის უნიკალურ მონაცემებს - დაპროექტდეს, შემუშავდეს და დამზადდეს სხვადასხვა კონფიგურაციისა და სირთულის საფრენი აპარატების დეტალები და კომპონენტები. სამწუხაროდ, არ მოდის ახალი თაობა, რაც საგანგაშოა. თაობების აღზრდას სჭირდება საკმაო დრო და თუ ამ საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა არ დაიწყო, რამდენიმე წელში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. საქართველო დაკარგავს  ისეთ იშვიათ და პრესტიჟულ  პროფესიას, როგორიც თვითმფრინავმშენებლობაა.
 მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. ¹191, 0144 თბილისი, საქართველო;
საკონტაქტო ტელეფონი:
(+995 32) 270 00 57;
ელ ფოსტა: info@tam.ge

скачать dle 11.3