კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფორმით განაგრძობს ვახუშტი კოტეტიშვილი სიკვდილის შემდეგ ცოლთან ურთიერთობას და რა იმქვეყნიურ საიდუმლოებებს უყვება ის მზეო გოგოჭურს

ამბობენ, ორი ადამიანის ბედი ზეცაში წყდება, სიყვარულს არც ასაკი, არც დრო და სივრცე გააჩნიაო. თავის დროზე, ვახუშტი კოტეტიშვილის და მზეო გოგოჭურის სიყვარულს, ბევრი მითქმა-მოთქმა ახლდა თან. მათ შორის ასაკობრივმა სხვაობამ, ბევრი ჭორი გააჩინა. თუმცა, მათმა სიყვარულმა დაამტკიცა, რომ ეს გრძნობა გაცილებით დიდი, მისტიკური და ამოუცნობია, ვიდრე სხვა ადამიანების დასანახად ჩანს.
მზეო გოგოჭური: ცხოვრებაში ბევრი სასიხარულო წამიც მქონდა და ბევრი განსაცდელიც გამოვიარე. ეს ჩემი ბედისწერა იყო. მჯერა, რომ დაბადების მომენტში, ჩემი ბედისწერა გაწერილი, წინასწარ გათვლილი, ღვთის ნება იყო და მე ეს გზა უნდა გამევლო – თავისი ტკივილით, სიხარულითა და განცდებით. ცხოვრება თეატრია, სადაც ადამიანი თავის როლებს ირგებს და მე ამ როლების თამაში, ვირტუალურ სცენაზე, რეალობაში, გარკვეული ეტაპების გავლით მომიწია.
– ცხოვრება რომ თავიდან დაიწყოთ, შეცვლიდით რამეს?
– რაღაცეებს შევცვლიდი, რაღაცეებს უფრო ჭკვიანურად დავგეგმავდი, მაგრამ სიყვარულის ისტორიას – არავითარ შემთხვევაში. არაფერს ვნანობ. რადგან ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება, ესე იგი, ეს იყო ჩემი ბედისწერა.
– ანუ, თქვენი სიყვარული, რომელიც ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილს უკავშირდება, ესეც ბედისწერაა და ის წინასწარ ზეცაში დაიწერა?
– რასაკვირველია. ჩემი და ვახუშტის სიყვარულის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო და ამას ხალხის გარკვეული რეაქციაც მოჰყვა, ბედისწერა იყო. 15 წელი ვიყავით ერთად და ჩვენი ურთიერთობა იყო სამოთხე დედამიწაზე. სამწუხაროდ, 8 წელია, ვახუშტი ამქვეყნად აღარ არის, მაგრამ იმქვეყნიდან მეხმარება. მის არსებობას, ჩემს გვერდით დღესაც ვგრძნობ. ეს ინტიმური, მისტიკური კავშირია. მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ვახუშტისა და ჩემ შორის ამქვეყნიური და იმქვეყნიური გაყრა, არ არსებობს. ის იმქვეყნიდან ყოველთვის მიგზავნის შეტყობინებას, მაძლევს რჩევას, მამხნევებს, მიწერს ლექსებს და ამ ყველაფერს სიზმრის თუ ხილვის სახით მაწვდის. ასე მეხმარება. ისე არაფრის მეშინოდა, როგორც მისი დაკარგვის და ქვეცნობიერად, ორივე ვგრძნობდით, რომ დიდხანს არ გვეწერა ერთად ყოფნა ამქვეყნად. ვახუშტი, 73 წლის გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო, მე – 29, როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება. თუმცა, ეს ჩვენს ურთიერთობაზე არასდროს ასახულა. იმ მეგობრობას, ურთიერთობას და განცდებს ვერაფერს შევადარებ. არასდროს მიმიქცევია ყურადღება, ვინ რას ამბობდა. ვახუშტის ჩემდამი დაწეილი ერთი ლექსი გადაწონის იმ ჭორებს, რასაც ჩვენზე ვიგებდით. ამ სიყვარულის ფასი, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით და ესეც საკმარისი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ვუყვარდი და მაფასებდა, დანარჩენი არ მაინტერესებდა. ის ჩემთვის მთელი სამყარო, დასაყრდენი და ბედნიერება იყო. დღესაც ასეა და, ამას ვერც ვერანაირი ჭორი და ვერც ვერანაირი ნეგატიური ძალა ვერ დაანგრევს. სიზმარში ხშირად ჩამესმის მისი ხმა, ცოცხლად ვხედავ, ვეკითხები რაზეც მაინტერესებს პასუხი და ისიც მპასუხობს. ეს ძალიან საკრალურია და ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ ასე ხდება. ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და ზუსტად ვიცი, სიკვდილის მერე, სიცოცხლე იმქვეყნად გრძელდება. გარდაცვალებიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, რომ დამესიზმრა და მითხრა, გრძელი რიგია და ჯერ არ მიშვებენ, ჩემს რიგს ველოდები, ალბათ მალე გამიღებენ კარს და შევალო. თითქოს იმქვეყნიური საიდუმლო გამიმხილა. დამამშვიდა, დამაწყნარა, ნუ გეშინიაო, ამით მითხრა. სხვათა შორის, ვახუშტი ხშირად მიწერს და მიკითხავს ლექსებს სიზმარში და ამით მიმტკიცებს, რომ ჩვენი სიყვარულის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ის რეალურ ცხოვრებაში აღარ არის, მაინც გრძელდება.
– გამიგია, რომ, ვისზეც ხშირად ვფიქრობთ, ის სიზმრად გვეცხადება. იქნებ ეს ლექსები, რომელსაც თქვენ გიკითხავთ სიზმარში, გონებაში ჩაგრჩათ, როგორც საყვარელი მამაკაცის ყველაზე სასიამოვნო და ემოციური სახსოვარი?
– საოცარი იცით, რა არის? ის ლექსები, რომელსაც სიზმრად მიკითხავს, სიცოცხლეში არ დაუწერია, სიკვდილის მერე მიწერს და მიკითხავს. ამაში ჩემი ახლობლებიც დამეთანხმებიან, რადგან მათაც ესიზმრებათ. თან, ეუბნება მათ, ეს მზეოს მივუძღვენიო და უკითხავთ. მერე ისინი მე მიყვებიან. ჩემს დისშვილს ეძინა გვერდით ოთახში. ღამე, სამ საათზე შემოვიდა და გამაღვიძა. ვახუშტი დამესიზმრა და შენზე ლექსი მითხრა. სანამ დამავიწყდება მოგიყვებიო და მომიყვა. ვახუშტის ხელწერა ვიცანი. მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ იმქვეყნად სიცოცხლე არსებობს და გარდაცვლილი, საყვარელი ადამიანები ჩვენზე განიცდიან, ფიქრობენ და ზრუნავენ. ჩემმა მეგობარმა მიამბო, ვახუშტი დამესიზმრა, რვეული ჰქონდა ლექსებით სავსე. მითხრა, ეს მზეოს მივუძღვენი და წაგიკითხავო. გაოგნებული იყო და ამბობდა, სასწაული ლექსები იყო, ახლაც მახსოვსო. ერთ-ერთ სიზმარში, ცნობილი უცხოელი პოეტის ლექსები მითარგმნა. მისი ხმა რეალურად მესმის, ვუსმენ, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ. ეს მისტიკა, რაზეც ახლა ვყები, ჩემს ლექსებში იგრძნობა, რომელიც რელიგიურ ფსალმუნებს დაემსგავსა.
– ამბობთ, სიზმარში ხშირად მიკითხავს გარდაცვლილი ქმარი ლექსებს, მესაუბრება და რჩევას მაძლევსო. ყოფილა შემთხვევა, როცა გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალი გაპოვნინათ?
– ძალიან პირადული თემაა, თუმცა გეტყვით რომ, მატერიალური პრობლემები მქონდა, ჩიხში ვიყავი მოქცეული და არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. ვახუშტი სიზმარში მესტუმრა. შევჩივლე, მირჩიე, რა ვქნა, რა გავაკეთო-მეთქი და მითხრა: მზეო, ხატე! მიმითითა ადგილი, სადაც უნდა დავმჯდარიყავი და მეხატა. მივხვდი უნდა დამეწყო ხატვა და ეს იყო გამოსავალი, შემოსავლის წყარო, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი. მინდა, ხშირად მესტუმროს იმქვეყნიდან, თუმცა გადის თვეები და ვერ ვხედავ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ემოციებში ვარ, პრობლემები მაქვს, რაღაცას ვერ ვხვდები. ძალიან მამშვიდებს მისი ხილვა და მასთან საუბარი. ერთხელ, დიდი ხანი ვეძებდი მის ნაწერს და ვერსად ვიპოვე. ერთ დღესაც, ჩვენმა მეგობარმა, ეთერ თათარაიძემ დამირეკა და მითხრა, დამესიზმრა, რაღაცას ეძებდი და ვახუშტიმ გითხრა,  რა ფურცელსაც ეძებ, მაგიდის შუა უჯრაშიაო. ვუთხარი, ალბათ, მეასეჯერ მაქვს ის უჯრა გამოწეული და კიდევ ერთხელ ვნახავ-მეთქი. გამოვაღე და გაზეთებს შორის იყო შეცურებული ის ფურცელი.
– მზეო, არასდროს გიფიქრიათ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ბედი სხვა მამაკაცთან დაგეკავშირებინათ და ოჯახი შეგექმნათ?
– როგორ არა, ორი წლის წინ ვცადე. ოჯახის ახლობელი იყო, ძალიან დიდ პატივს ვცემდით ერთმანეთს და გარკვეული გრძნობა გაუჩნდა. თან, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმაც მითხრეს, მარტო რატომ უნდა იყო, გვერდით მამაკაცი და პატრონი გეყოლებაო. დავფიქრდი და დავთანხმდი, აღარ მინდოდა მარტოობა, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე მივხვდი, რომ მასთან ისეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, როგორც ვახუშტისთან. თან, ამ ჩემი გათხოვების ამბავში ვახუშტიც ჩაერია იმქვეყნიდან. ბევრჯერ დამესიზმრა. თუმცა, არ ბრაზობდა, განიცდიდა. იმქვეყნად განიცდიდა ჩემს გათხოვებას და ამიტომაც, ვთქვი უარი გათხოვებაზე. მივხვდი, საშინელებად გადამექცეოდა ცხოვრება, თავიდან დავიწყებდი და ბოლოს დავიტანჯებოდი, შევეჯახებოდი იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრება არ მომინდებოდა ვახუშტის გარეშე. ასე რომ, ჯერ საზოგადოებაში გამოვაცხადე, ვთხოვდები-მეთქი და მერე მივიღე გადაწყვეტილება და მივხვდი, რომ ეს იქნებოდა წარუმატებელი მცდელობა და სასწრაფოდ დავასრულე. ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ კვლავ დამესიზმრა და ბედნიერი იყო. ამით კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, როგორ ვუყვარვარ მას და როგორ არის გამჯდარი ჩემში. ვახუშტი სულ მეუბნებოდა, მთელი ცხოვრება შენ გელოდებოდი და გული მწყდება, ასე გვიან რომ შეგხვდიო. მამაჩემის თანაკურსელი იყო და ამბობდა, მამაშენმა შენი თავი მანამდე რატომ არ გამაცნოო. მთელი ცხოვრება ის მე მელოდა და ახლა მთელი ცხოვრება მასთან მისვლას უნდა ველოდო. მე მასთან ვარ დაკავშირებული და სხვის გვერდით ვერ ვიცხოვრებ. როცა ცოცხალი იყო, ადარდებდა ჩემი ბედი. იცოდა, რომ ნაადრევად დავრჩებოდი მარტო და სულ ადარდებდა, განიცდიდა და წუხდა ჩვენს მომავალზე. ის არ იყო ჩვეულებრივი ქმარი, ყველაფერზე ღრმად ფიქრობდა. ისიც უთქვამს, მე რომ არ ვიქნები, ბედი სხვას დაუკავშირეო და მე ამაზე არც კი ვესაუბრებოდი. ეს მისტიკური სიყვარული ჩემი სიცოცლის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ერთმანეთს იმქვეყნად შევხვდებით და ძალიან ბედნიერები ვიქნებით. დღეს კი იმქვეყნიდან მეხმარება და ვგრძნობ მის სიახლოვეს.

скачать dle 11.3