კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეიძლება ქალში ეჭვი გააღვიძოს და როგორ მოექცევა ის ქმარს ამის შემდეგ

„არ ეჭვიანობს, ესე იგი, არ უყვარხარ“ – ასე ფიქრობენ ზოგიერთები. მაგრამ ფსიქოლოგებს ასე არ მიაჩნიათ. ისინი ამბობენ, რომ ეჭვი დაავადებაა, რომელიც, თუ ერთხელ შეგეყარათ, მერე მისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ეჭვი ნაცნობი არ არის, მაგრამ, მთავარია, მან დასაშვები ზღვარი არ გადაგვალახინოს.

 მარიამი (36 წლის): დედაჩემი ძალიან ეჭვიანი ქალი იყო – მამაჩემს სულ უკან დასდევდა, ერთ ნაბიჯზეც არ ენდობოდა. როცა მას ვუყურებდი, საკუთარ თავს პირობას ვაძლევდი, რომ ჩემი ცხოვრება ასეთი არ იქნებოდა.
– ალბათ, დედათქვენს უყვარდა მეუღლე, ის კი ეჭვიანობის საბაბს აძლევდა...
– ვერ ვიტყვი, რომ მამაჩემი ქალისკენ არ იხედებოდა, მაგრამ, ისეც არ ყოფილა საქმე, რომ ყველა აფრიალებულ კაბას გამოჰკიდებოდა,  თანაც, დედაჩემი ისეთ დღეში აგდებდა... მამაჩემს კი სიმშვიდე უყვარდა. ამიტომ, ნელ-ნელა ჭკუა ისწავლა და აღარ აჰყვებოდა ხოლმე. იმასაც ცდილობდა, მაქსიმალურად თავდაჭერილად მოქცეულიყო. დედაჩემთან ერთად რომ იყო, გვერდზე საერთოდ არ იხედებოდა, სხვა ქალზე კომპლიმენტს არ იტყოდა...
– თქვენ ფიქრობდით, რომ ეს ცუდია?
– აბა, კარგია?! მთელი ცხოვრება ორივე მუდმივად დაძაბული იყო. მე კი ვფიქრობდი, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობა ურთიერთგაგებასა და ნდობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული... ერთხელ მამაჩემმა იხუმრა: თუ სიკვდილი მდედრობითი სქესისაა და ლამაზია, შეიძლება, არც კი მოკვდე, რადგან დედაშენი ჩემამდე არ მოუშვებსო. მოგვიანებით მასაც გავუგე – უყვარდა თავისი ქმარი, ძალიან უყვარდა და ამიტომ მუდმივ შიშში იყო,  მას არ ეღალატა, რადგან იცოდა, რომ არ აპატიებდა. ზოგჯერ მამაჩემი მეცოდებოდა, ზოგჯერ – დედაჩემი... ასეთი ცხოვრება არ მინდოდა საკუთარი თავისთვის და, როცა მომავალი ქმარი გავიცანი, თავიდანვე ვუთხარი, ჩვენი ურთიერთობის მთავარი პირობა გულახდილობა უნდა იყოს-მეთქი.
– არ დაიბნა და არ გაიქცა?
– თქვენ გეღიმებათ, მაგრამ, საკმაოდ  კარგად გაიგო, რა მინდოდა. დავქორწინდით და პრობლემები არ გვქონია, ძალიან კარგად შევეწყვეთ: ერთმანეთს ვენდობოდით, გულწრფელები ვიყავით და ეს მოგვწონდა, რადგან კომფორტულად ვგრძნობდით თავს.
– იმის თქმა გინდათ, რომ საერთოდ არ ეჭვიანობდით? რამდენი წელია, რაც ერთად ხართ?
– ანუ, რამდენი წელი ვიცხოვრეთ ასეთ რაჟიმში? რამდენ ხანს გავქაჩე?! საკმაოდ დიდხანს – შვიდი წელი და საოცრად ბედნიერი ვიყავი. სიმშვიდე ურთიერთობაში დიდი ფუფუნებაა. მე უკვე ვიცი, რა არის ეჭვიანობა და არავის ვუსურვებ – ეს საშინელებაა.
– ანუ, მაინც დადგა თქვენს ურთიერთობაში კრიზისული ეტაპი?
–  დიახ, რაშიც მე ვიყავი დამნაშავე. რომ იტყვიან, თავად შევქმენი პრობლემა, ხელოვნურად. ამბობენ, რომ არ არსებობს ქალი, რომელიც არ ეჭვიანობსო, რასაც ვერ დავეთანხმები – მე ვიყავი ასეთი ქალი, თუმცა, არ გამოვიდა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ქალი ეჭვიანია. გამონაკლისები აუცილებლად იარსებებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემშიც ხომ სრულიად მოულოდნელად იფეთქა ეჭვმა, საერთოდ რომ არ ველოდი, ისე...
– ასეც ხდება? ეჭვმა უსაფუძვლოდ შეიძლება იფეთქოს?
– მთლად უსაფუძვლოდაც არ ყოფილა ეს ამბავი – მოწმენდილი ციდან წვიმა არ მოდის. ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ მანამდე ერთხელაც არ მიეჭვიანია. ბუნებრივია, რომ ჩემი ქმარი ვერაფრით წარმოიდგენდა ჩემგან ასეთ შოკის მომგვრელ საქციელს. მოხდა ის, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, დავიწყე ჩემი ცხოვრების ანალიზი და ესეც არ ყოფილა შემთხვევითი. ყველაფერი დაიწყო  სამსახურში, ერთი შეხედვით უწყინარი დისკუსიიდან ღალატისა და კაცების ორგულობის შესახებ. ზოგადად, არ მიყვარს ხოლმე ასეთ საუბრებში ჩარევა, მაგრამ, რატომღაც, ავყევი. არ ვიცი, რა მრჯიდა – მშვენიერ, ჰარმონიულ ურთიერთობაში ვიყავი საკუთარ ცხოვრებასთან. ჩემმა თანამშრომლებმა დაიწყეს მტკიცება, რომ აბსოლუტურად ყველა მამაკაცი მოღალატეა. მე შევეწინააღმდეგე: ყველა ასეთი არ არის. დარწმუნებული ვარ,  ჩემი ქმარი, არ მღალატობს. ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ და ვაზროვნებთ, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და, მივხვდებოდი, რამე ასეთი რომ ჩაედინა-მეთქი. დამცინეს – უბრალოდ, გულუბრყვილო ხარ და წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევ, თანაც, საკმაოდ მნიშვნელოვან წვრილმანებს. დაჯექი, კარგად დაფიქრდი და იმდენ საეჭვო მომენტს იპოვი, გაგიჟდებიო... ჩემდა გასაოცრად, ეჭვმა ჩემს გულშიც გაიდგა ფესვი: ყველაფერი გამახსენდა – როდის დაუგვიანია, როდის არ უპასუხია მობილურის ზარისთვის, როდის სხვა ოთახში გასულა და ისე უპასუხია... მოკლედ, ვიფიქრე, ვიფიქრე და მაგრად დავიგრუზე. ამას ჩემი ქმრის სამსახურიც დაემატა...
– ანუ, საეჭვიანო გქონიათ და ვერ ხვდებოდით?
– მეც ზუსტად ეს ვიფიქრე და, რა გავაკეთე?! – იმ მომენტიდან ქმარზე მუდმივი თვალთვალის რეჟიმზე გადავედი.
– როგორ?
– არ მკითხოთ, საშინელი რაღაცეები მოვიმოქმედე: მობილურს ვუკონტროლებდი... ამოვქექე ყველაფერი და ლამის ზეპირად ვისწავლე მისი ტელეფონის მესიჯები.  საეჭვო ნომრებზე ვრეკავდი და, როცა რამდენჯერმე ქალის ხმამ მიპასუხა, გამოძიება ჩავატარე, რათა გამეგო, ვინ იყო ის ქალი... არ იყო ადვილი ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ, ლამის მანიაკად ვიქეცი... ჩასაფრებებს ვუწყობდი; სამსახურში მოულოდნელად დავადგებოდი ხოლმე თავზე... ასეთ რეჟიმში ცხოვრებამ ჩემს ხასიათზეც იქონია გავლენა – გაღიზიანებული, აღგზნებული და განერვიულებული ვიყავი. მალე ჩემმა ქმარმა გაოცებით დამიწყო ყურება – ვერ იგებდა, რა მჭირდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ქმარმა „ფაქტზე“ არ გამომიჭირა: მის ახალ თანამშრომელ ქალს, საკმაოდ ეფექტურ გოგოს, დაკითხვას ვუწყობდი.
– გაგიბრაზდათ?
– უფრო განცვიფრდა, რადგან ჩემგან ასეთ რამეებს არ ელოდა. სახლში რომ მივედით, მშვიდად მკითხა – რა ხდებაო. ვეღარ გავუძელი, ავტირდი და ისე მოვუყევი ყველაფერი... მეშინოდა, რომ მეჩხუბებოდა, მაგრამ სიცილი დაიწყო... ახლა სხვანაირად იქცევა – გაცილებით მეტ ყურადღებას მითმობს და, მითხრა, არ ვიცოდი, ოტელოსავით ეჭვიანი ცოლი ასეთი სექსუალური თუ იქნებოდაო.
– ანუ, ეჭვიანობამ პოზიტივი მოგიტანათ?
– ასე გამოვიდა... ვნახოთ, ამის მერე რა იქნება.

скачать dle 11.3