კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იმატა სიმსივნისა და უშვილობის პრობლემებმა და რომელი პროდუქტები იწვევს მამაკაცებში სასქესო ფუნქციის გადაგვარებას

ადამიანი ჯანსაღად რომ უნდა იკვებებოდეს და ამით საკუთარ ორგანიზმს იცავდეს, ამაზე ბევრს საუბრობენ. თუმცა ხშირად მას, რაც ჩვენ საკვებად მიგვაჩნია, არავითარი კავშირი ჩვენს ბუნებასთან არ აქვს. შედეგიც სახეზეა. ბევრი ადამიანი იღუპება იმ დაავადებებით, რომელთა თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. როგორც ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ გახოკიძე ამბობს, ჩვენ ყოველდღიურად ვიწამლავთ თავს კვების პროდუქტებით, ვიმოკლებთ სიცოცხლეს და ამაზე არც კი ვფიქრობთ.
რამაზ გახოკიძე: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მომწამლავ ნივთიერებათა მთელი საცავია. ადამიანი ყოველწლიურად, საკვებთან ერთად იღებს 3 კილოგრამ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას – პესტიციდებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოს და სუნის გამაძლიერებლებს. მხოლოდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 40 ათასი ადამიანი კვდება ფასტ-ფუდისა და სხვა მაწყინარი საკვების მოხმარების შედეგად.
– ბოლო დროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგი დაავადებების დროს, რძის პროდუქტები ადამიანისთვის საკმაოდ საშიში ხდება და შესაძლოა ის, ნაადრევად გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს. ამაზე რას იტყვით?
– რძისა და რძის პროდუქტების თითქმის 80 პროცენტი შეიცავს ბუნებრივი კარაქის იაფ შემცვლელს – პალმის ზეთს, რასაც დიდი მოგება მოაქვს მწარმოებლებისთვის. ის არ იშლება ორგანიზმში და მოსახლეობის ჯანმრთელობის მორიგ გამანადგურებელს წარმოადგენს. დღეს ბევრს წერენ, რომ მარგარინი, კარაქისგან განსხვავებით, ქოლესტერინს ნაკლები რაოდენობით შეიცავს, თუმცა ქოლესტერინზე ბევრად საშიშია. საწყის პროდუქტად იღებენ რაფინირებულ მცენარეულ ზეთს, რომელშიც ნიკელის კატალიზატორის თანდასწრებით ატარებენ წყალბადს. მიღებულ მასას უმატებენ საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს და „დიეტური პროდუქტი” მარგარინი მზად არის. ასეთი პროდუქტი სრულიადაც არ არის უვნებელი. ტრანსცხიმები ტოქსიკურია, გააჩნია ორგანიზმში დაგროვების უნარი. მისმა ხშირმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, ათეროსკლეროზი, კიბო, სიმსუქნე, დიაბეტი, მამაკაცთა უნაყოფობა და ასე შემდეგ. ის იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას, რაც ზრდის ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. მარგარინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს – ბუტილოქსიტოლუოლს და ბუტილოქსიანიზოლს, რომელთაც ახასიათებს კანცეროგენური ანუ კიბოს წარმომქმნელი თვისება. მარგარინში შემავალი ემულგატორები შლის სისხლის წითელ ბურთულებს. ყოველდღიურად 40 გრამი მარგარინის მიღებით ინფარქტის რისკი 50 პროცენტით იზრდება, ხოლო მკერდის კიბო ქალებში 40 პროცენტით უფრო ხშირია. მარგარინის მოყვარელ მეძუძურ დედებს რძის ხარისხი უუარესდებათ, უჩნდებათ მცირეწონიანი ბავშვები დიაბეტის გაზრდილი რისკით.
– მსგავსი ჰორმონების დამატება ხორცის პროდუქტებშიც ხდება?
– სტეროიდულ ჰორმონებს ფართოდ იყენებენ საქონლის კუნთოვანი მასის გასადიდებლად და, შესაბამისად, ხორცი იაფი ჯდება. სტეროიდული ჰორმონებია ყველაზე საშიში ჯანმრთელობისთვის, რადგან ცხოველთა ორგანიზმში არ იშლება და უძლებს დუღილს, ხანგრძლივ შენახვას. ჰორმონები გროვდება ორგანიზმში და შემდგომში არღვევს ნივთიერებათა ცვლას. მამალი ორი-სამი კვირა რომ ვკვებოთ მარცვლით, რომელსაც დამატებული აქვს ქალის სასქესო ჰორმონები, დედლად გადაიქცევა. მართალია, კვერცხს ვერ დადებს, მაგრამ ბიბილო დაუმოკლდება და ბუმბული გაუხუნდება. ხორცთან და რძესთან ერთად ადამიანები იღებენ ჭარბ ჰორმონებს, ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს ონკოლოგიურ დაავადებათა ზრდა, სექსუალური ფუნქციების დასუსტება, ქალთა უნაყოფობა და მამაკაცთა ფემინიზაცია. კვლევებმა აშკარად აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები იწვევს უჯრედების პოტენციურ სიმსივნურ ზრდას, ტვინის, ღვიძლის მოცულობის შემცირებას, მამაკაცთა სასქესო ჯირკვლების ნაწილობრივ ატროფიას, იმუნიტეტის დასუსტებას, ცრუ ორსულობას და სხვა ანომალიებს, შესაბამისად, სიკვდილიანობის ზრდას.
– მიუხედავად იმისა, რომ კვლევების საფუძველზე, მსგავსი პროდუქტის მავნებლობა, აშკარად გამოიკვეთა და დადასტურდა გახშირებულ დაავადებებთან კავშირი, ქვეყნებში მათი შეტანა და მოხმარება არ აკრძალულა.
– მას შემდეგ, რაც გენმოდიფიცირებული სოია შეიტანეს დიდ ბრიტანეთში, მის მიმართ ალერგიის შემთხვევების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდა. აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, გენმოდიფიცირებული პროდუქტების ფართოდ გამოყენება მასობრივ დაავადებათა მიზეზი გახდა. მხოლოდ გენმოდიფიცირებული სოიისგან მთელ მსოფლიოში აწარმოებენ 400-ზე მეტ კვების პროდუქტს. გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ინგრედიენტებად იყენებენ მაიონეზების, ლუდის, სოუსების, კეტჩუპების, იოგურტების, სწრაფად მოსამზადებელი სუპების, კანფეტების, შოკოლადის, სასმელებისა და სხვა პროდუქტების წარმოებაში. ასევე, ფართოდ იყენებენ ტრანსგენური სიმინდის, ლობიოს, პომიდვრის, კარტოფილის, ვაშლის, ბანანისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის ნაწარმს. მაგალითად, ტარაკანები ახლოსაც არ ეკარებიან და არც თაგვები ჭამენ გენეტიკურად შეცვლილ პროდუქტებს.  ყველაზე მაღალი რისკის კვების პროდუქტებად მოიაზრება, ასევე, ჩიფსები და გაზიანი წყალი. ჩიფსები შეიცავს მრავალ კანცეროგენს, ხოლო, ყოველდღიურად რამდენიმე ქილა გაზიანი სასმლის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ის იწვევს ძვლების დაშლას, თავის ტვინის პათოლოგიურ ცვლილებებს, სიმსუქნეს და ზრდის დიაბეტის რისკს. ფასტფუდის მუდმივ მომხმარებლებს კი, სხვებთან შედარებით, ხშირად აღენიშნებათ შეშუპება, მარილების დაგროვება, თირკმელების პრობლემები, მაღალი წნევა. დიდ საშიშროებას წარმოადგენს ანტიბიოტიკების შემცველი ქათმის ხორცი, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. ასეთი ხორცი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლებას. მეფრინველეობაში ანტიბიოტიკების უზომო გამოყენებაა იმის მიზეზი, რომ ძირითადი სამკურნალო პრეპარატები არაეფექტური ან ნაკლებად ეფექტურია ადამიანის დაავადებათა სამკურნალოდ. ბევრი შხამის დასახელებას ეტიკეტზეც ამოიკითხავთ: ნატრიუმის ნიტრატი, პროპილენგლიკოლი, საქარინი, ასპარტამი, ფოსფორმჟავა, ჰიდროგენიზებული ცხიმი და ასე შემდეგ. პროდუქტებს მიმზიდველი ფერის მისაცემად უმატებენ საღებავებს, რომელთა უმრავლესობა საკმაოდ მავნეა. მაგალითად, გემური თვისებების გასაუმჯობესებლად იყენებენ ნატრიუმის გლუტამინატს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას სისხლის საშუალებით ადვილად იჭრება ტვინში და იწვევს საკვებით გამოწვეულ ტკბობას, მისი კვლავ მიღების სურვილს. ნატრიუმის გლუტამინატი, რომელსაც ხშირად შეხვდებით კვების პროდუქტებში, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოზარდის ტვინს. ნატრიუმის გლუტამინატი ნარკოტიკივით მოქმედებს. ბავშვი ასეთ საკვებზე დამოკიდებული ხდება და ხშირად უარს ამბობს სახლში მომზადებულ კერძებზე. ნატრიუმის გლუტამინატი ზიანს აყენებს მხედველობასაც, რაც ერთჯერადი მიღებითაც კი შეიძლება გამომჟღავნდეს. მისი ხანგრძლივი ხმარება იწვევს თვალის ბადურის დაშლას. ნატრიუმის გლუტამინატს დიდი რაოდენობით შეიცავს სწრაფი კვების პროდუქტები, თუმცა, მიუხედავად მავნე გავლენისა, მისი გამოყენება დღესდღეობით მაინც არ არის აკრძალული.

скачать dle 11.3