კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მომრავლდნენ დღეს სახარებისეულ ფარისევლებზე საშიში ქრისტიანები

„მრწამსში“, ანუ სარწმუნოების სიმბოლოში, მაცხოვრის ამაღლების შესახებ წერია: „და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა“. წმიდა ეკლესიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა უწყვეტი მოგონება იმ წმიდა მოვლენებისა, რა მოვლენებიც განვითარდა ქვეყნიერებაზე მოსული განკაცებული ღმერთის ხორციელი ცხოვრების ჟამს: შობა, აღდგომა, ამაღლება. მაცხოვრის ამაღლება არის დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს გვაუწყებს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ნებისმიერი საქციელი მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. თუკი მას ნამდვილად გონიერი, სათნო და სიკეთისმოყვარე სული აქვს, ეს მის ყოველ ნაბიჯში გამოჩნდება: გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, ღიმილში, საუბარსა და სხვებისადმი დამოკიდებულებაში. ასეთ სულში ყველაფერს კეთილსახიერი შეხედულება აქვს და ის გონებას კეტავს ბოროტი და სამარცხვინო ზრახვებისთვის. ჩვენი ცხოვრება წინ, უკეთესობისკენ რომ მიდიოდეს, უნდა ვიზრუნოთ გულის კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას. ის არა მხოლოდ სიკეთისა და სილამაზის მქონეა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ, ამ მარადიული ღირებულებების მთესველიც არის. თუ ადამიანი სხვისგან სამაგიეროს მოელის, ესე იგი, ის პატივმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით არის შეპყრობილი. დღეს ძალიან ბევრი საერთოდ არ ითხოვს შენდობას – მიაჩნია, რომ არაფერი დაუშავებია და ის ამ დროს ხიბლის მდგომარეობაში იმყოფება. ისინი იმ ფარისევლებივით თეთრად შეფეთქილ საფლავებს მოგვაგონებენ, გარედან ლამაზად რომ გამოიყურებიან, მაგრამ შიგნიდან ყარან თავიანთი ცოდვებით.
– ასეთები ხშირად სწორედ ეკლესიური, რელიგიური ადამიანები არიან?
– ხედავ, მოდის ადამიანი, ჯვარი ჰკიდია, ხელზე ფსკვნილი უკეთია. იფიქრებ, რა კარგი ქრისტიანიაო, მაგრამ, ის შინაგანად შეიძლება იმ ფარისეველზე მეტი ფარისეველი იყოს, რომელიც მაცხოვარმა ამხილა და, შეიძლება, ორი კი არა, სამი გულიც ჰქონდეს. ჩვენ დიდი ხანია, სახარების უარყოფით პერსონაჟებს გავასწარით, ფარისევლებზე უარესები ვართ – ვფიქრობთ: ყველა მარხულობს და, მოდი, მეც ვიმარხულებ; ყველას მოძღვარი ჰყავს, მოდი, მეც ავიყვან მოძღვარს. თუ ოდესმე ქრისტიანობის, ეკლესიის დევნა დაიწყება, ბევრი იტყვის: მე იმიტომ ვიყავი ქრისტიანი და დავდიოდი ეკლესიაში, რომ ყველა დადიოდა და სხვანაირად არ შეიძლებოდაო. ღმერთმა დაიფაროს ყველა ის ადამიანი, რომელიც მოჩვენებითად შეინახავს მარხვას, მოჩვენებითად დადის ეკლესიაში; რომელიც ფარისევლურ, მოხიბლულ მდგომარეობაშია. ნუ შეჰპირდებით სხვებს რამეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ. ნურც უფალს შეჰპირდებით რამეს, რადგან, არ იცით, ხვალ რა მოგელით. თითოეული ადამიანი ნათლობის დროს უფალს აღუთქვამს, რომ ის განეშორება შურს, განკითხვას, სიძულვილს, ანგარებას, მკითხაობას, უსაქმურობას, ყოველივე ბოროტებას და იცხოვრებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ქვეყნის შემოქმედს ადამიანის მხრიდან სხვა პირობა არ სჭირდება, ამ ყველაფრის დაცვა და მიღწევა კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, წირვა-ლოცვებზე დასწრებით, ეკლესიური წესების სწორი დაცვითა და შესრულებით არის შესაძლებელი.
– აღდგომიდან მეორმოცე დღეს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. რისთვის ამაღლდა მაცხოვრი ზეცად, რატომ არის ეს დღე ასეთი მნიშვნელოვანი?
– აღდგომიდან მეორმოცე დღეს არის ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოველ დილით, სარწმუნოების სიმბოლოში მართლმადიდებელი ქრისტიანი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა“. ამას გვაუწყებს მარკოზის სახარებაც. როდესაც მაცხოვარმა მოციქულები აიყვანა ელეონის მთაზე, დაასხა ხელი, მიჰბერა მათ სულიწმიდა, ანუ სამღვდელო მადლი და უთხრა: ვისაც მიუტევებთ ცოდვებს – მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ – არ მიეტევებათო. ცოდვების მიტევება-არმიტევება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში. სხვა ეკლესიები ამ ძალაუფლებას არ ფლობენ, რადგან ისინი გამოეყვნენ, განუდგნენ მართლმადიდებელ დედაეკლესიას. მაცხოვრის ამაღლება არის დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს გვაუწყებს.  მაცხოვარი აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამაღლდა – ეს არის მისტიკური ციფრი. 40 წლის განმავლობაში მოგზაურობდა ებრაელი ერი უდაბნოში, 40 დღე იმარხულა მაცხოვარმა, 40 დღე იმარხულა მოსემ. ეს არის ჩვენი სულიერი გამოცდისა და განსწავლის ციფრი. აღდგომიდან 40 დღის შემდეგ გაიყვანა მაცხოვარმა მოციქულები ზეთისხილის მთაზე. მისი ამაღლება მაინცდამაინც ელეონის მთიდან ხდება, იმ მთიდან, სადაც მაცხოვარმა ჯვარცმის წინ ილოცა მთელი კაცობრიობისთვის და, ასევე, საკუთარი თავისთვისაც – ის შესთხოვს უფალს, თუკი შესაძლებელია‚ მას ეს სასმისი ააცილოს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ მაცხოვარს ეშინია – ის ხომ ბუნებითი ღმერთი იყო, წმიდა სამების მეორე პირი, განკაცებული. როდესაც მაცხოვარი ამაღლდა ზეცად, ის ნელ-ნელა ავიდა მიწიდან ზეცაში, მამის წიაღისკენ და ამით მთელ კაცობრიობას აჩვენა მთავარი მაგალითი: ადამიანის ზეაღსვლა, ანუ სწრაფვა ზეცისკენ, მისი გარდაქმნა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი საშუალებით. მაცხოვარი ამაღლებამდე ლოცულობს, აკურთხებს მოციქულებს, დალოცავს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ამაღლებას. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ მაშინ მაღლდება, ანუ, სულიერი ცხოვრებით განიცდის ამაღლებას, ფერისცვალებას, როდესაც ის სულიერ მოღვაწეობას იწყებს ლოცვითა და კურთხევით. ამის გარეშე არაფერი ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მაცხოვარმა აღდგომით გამოიხსნა ადამიანები, მაგრამ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, უფალთან ბოლომდე შერიგება, კაცობრიობის სულიერი განვითარება მხოლოდ ამაღლების შედეგად გახდა შესაძლებელი. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორედ მოსვლის წინ მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი მოვა ქრისტესმტყუვრის სახით. ისინი იტყვიან: „მე ვარ იესო ქრისტე“; გამოვლენ ტელევიზიით, პრესით, საჯარო თავშეყრის ადგილებში და მრავალ ადამიანს აცდუნებენ. ამიტომ გაგვაფრთხილა ეკლესიამ, რომ, როგორც მოციქულებმა იხილეს ხილული ქვეყნიდან ზეცად აღმავალი მაცხოვარი, ასევე, ყველა ადამიანი იხილავს ზეციდან მის დაბრუნებას.

скачать dle 11.3