კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა გრძნობა ეუფლება მოძღვარს, როდესაც მასთან ძალიან მძიმე ცოდვებს აღიარებენ?
პასუხი: ამ კითხვაზე ძალიან მოკლედ შეიძლება პასუხის გაცემა: წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ექიმი, როდესაც მასთან მძიმე ავადმყოფი მიჰყავთ, – დაახლოებით ასეთი გრძნობა უჩნდება მოძღვარსაც.
კითხვა: რატომ არ შეიძლება, მართლმადიდებლურ ტაძრებში ვილოცოთ დამსხდრებმა, ისევე, როგორც ქრისტიანობის სხვა კონფესიებში ხდება?
პასუხი: მართლმადიდებლობა არ კრძალავს დამჯდარ მდგომარეობაში ლოცვას. ჩვენს ტაძრებში არის სკამები, რომლებზეც შეიძლება დაჯდომა ღვთისმსახურების დროს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უძლურებაშია. თუმცა, მართლმადიდებლური რელიგიისთვის მიუღებელია ისეთი კომფორტი, როგორიც მისაღებია დასავლური კონფესიებისთვის. მართლმადიდებლობა – ქრისტეს მოწაფეობა, მისი მიმდევრობა, მისი ცხოვრების მიბაძვაა. მარხვით, ხანგრძლივი საეკლესიო ღვთისმსახურებით, ლიტურგიაზე დგომითა და დაღლით საშუალება გვეძლევა, ქრისტესადმი ერთგულება და სიყვარული გამოვხატოთ. ხოლო ჯდომა და მუსიკის მოსმენა საკონცერტო დარბაზშია შესაძლებელი. ტაძარში ლოცვა ხომ ღმერთთან საუბარია და, რა არის გასაკვირი,  თუკი უფალს ფეხზე წამოვუდგებით?!
კითხვა: ხომ არ ითვლება მონადირეობა ცოდვად?
პასუხი:  საკვების მოსაპოვებლად ნადირობას უფალი არ კრძალავს, მაგრამ მონადირეობა არ უნდა იქცეს აზარტად, გართობად. ადამიანი გართობის მიზნით არ უნდა ხოცავდეს ღვთის ქმნილებებს.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ვეგეტარიანელებს?
პასუხი: ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მისი გადასაწყვეტია, რომელი საზრდო მიიღოს, მაგრამ, დაუშვებელია, ხორცი შეიზიზღოს ან მისი ჭამა რელიგიის დარღვევად მიიჩნიოს. ბიბლიაში კარგად ჩანს, რომ ხორცის ჭამა, ცხოველის დაკვლა ცოდვად არ ითვლება, რა თქმა უნდა, თუ არ არის მარხვის პერიოდი. თუმცა, სხვაა, თუ ადამიანი რამე აღთქმას დადებს უფლის წინაშე. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როდესაც დედას ავადმყოფი შვილის გამოჯანმრთელების სანაცვლოდ უფლისთვის აღთქმა დაუდევს, რომ ხორცს არასდროს შეჭამდა. ასეთ დროს აღთქმა უნდა შესრულდეს.

скачать dle 11.3