კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

როგორ მოვეპყრათ
უღმერთოებს

უღმრთონი უბრალოდ მავნებლები კი არ არიან, არამედ – ადამიანები და სხვათა შორის – ჭკუით გამორჩეულნიც სხვა ადამიანებს შორის: მათი სულები ურწმუნოების შხამით არის მოწამლული. ისინი ყველაზე ღარიბები არიან, რამეთუ სხვა უპოვარნი, რომელთაც არც პური, სამოსი, მიწა და ჯანმრთელობა არ აქვთ, საკუთარი გულით ღმერთს – ყველა ნიჭთა მომნიჭებელს დაატარებენ. ისინი ღვთის, შემოქმედის იმედით არიან. საცოდავ უღმერთოებს კი ეს ყოველივე არ აქვთ. ისინი არ ფლობენ იმ უძვირფასეს მამულს, რომელიც ღმერთისგან შექმნილ ყოველ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს კიდეც. მათ არ ჰყავთ ღმერთი, ამიტომაც უღმერთოებს სიბრალულით და არა სიძულვილით უნდა მოვეპყრათ: „რამეთუ ქრისტე, ვიდრე იგი ჩუენ უძლურღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათვის მოკუდა“ (რომ. 5,6). იმ მსხვერპლის გულისთვის, რაც ქრისტემ უღმერთოთათვის გაიღო, უნდა ვწუხდეთ მათთვის, როგორც მკვდართათვის და ვევედროთ მაცხოვარს მათი სულების რწმენაში აღდგინებისთვის.
წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ზნეობრივი მაგალითი
ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფიან სიმდიდრის მოხვეჭას – ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მეფობა. ხორციელ შვილთა ყოლას ადამიანები უდიდეს სიკეთედ მიიჩნევენ, მან კი უგულებელყო თავისთვის ქორწინება და ხორციელი შთამომავლობის დატოვება. ისინი უკიდურესი ზიზღით უფრთხიან თავის უპატიო ყოფასა და დამცირებას, იესო ქრისტემ კი მრავალი შეურაცხყოფა დაითმინა. ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ სიკვდილისა, ის კი საკუთარი ნებით დაექვემდებარა სიკვდილს თავისი ადამიანური ბუნებით... და ჩვენც, ნებისმიერი ცოდვის ჩადენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუკი იმას ვისურვებთ, რაც იესო ქრისტემ მოიძაგა, ანდა თუკი გავექცევით იმას, რაც მან დაითმინა, ამრიგად, მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება და საზოგადო მსახურება, ზნეობრივი მაგალითი და დამოძღვრა იყო. ხოლო მისმა მკვდრეთით აღდგომამ ცხადზე უცხადესად დაგვანახვა, რომ ყოველივე მასში მრთელი და ჯანსაღია ღმერთის მადლის შეწევნით.
ნეტარი ავგუსტინე

მოწყალების შესახებ
მოწყალე კაცის გული უხენეშოა, ანუ უზაკველი, რომელიც არ არჩევს მტერსა და მოყვარეს გაჭირვების დროზედ.
მოწყალება თვისებაა ღვთისა, ვითარცა თქმულ არს: „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ“.
მოწყალე კაცის გული მწუხარეა, როცა ტანჯული ძმისთვის არა აქვს ღონე საშველისა და ესე მწუხარება შეწირულ არს ღვთისა, ვითარცა საქმე.
მოწყალებისა მადლი ისეთი ძლიერია, რომ ავიწყებს კაცს თავის სიამოვნებას, რათა ჭირი მოყვასისა აღასუბუქოს.
მოწყალე კაცის მუცელი არ ივსება სხვადასხვაგვარი სანოვაგით. რადგან მშიერნი ძმანი ახსოვან მას.
მოწყალება მით არის ძლიერი, რომ თვით ქრისტე არის მიმღები მოწყალებისა.
მოწყალე კაცის საუნჯე მით არის მდიდარი, რომ ღმერთსა ავასხებს ასწილად.
მოწყალებამ არგო ბრძენთა ქალწულთა მოგებება ქრისტესი, ხოლო უწყალობამ დაუხშა კარი უგუნურთა ქალწულთა – რომლისგან გვიხსნა ჩვენ ყოველნი ღმერთმან წყალობითა მისითა. ამინ!

მართალი გული
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისთვის შენზედა წყალობით ღმერთისგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენისგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ მრავალთა შენთა ცოდვათათვის გერგოს ეს ცილისწამება, რათა ესრეთი უმართლო დასჯა გექმნას განსაკურნებელ შენთა შეცოდებათა და უფროსად დამაგვირგვინებელიცა. რამ დაგავიწყა სიტყვა მაცხოვრისა: „რომელთა განიკითხოთ, მითვე განიკითხნეს“. აი, მონაგები შენი სხვებზედ განკითხვისა, რომელიც სამართლად მოგვევლინა; ამისთვის ნუ სწუხხარ უგულისხმოდ, რამეთუ ნაშობი არს შენის სხვისადმი შეცოდებისა, ანუ არა მიხედავ მართალსა იესოს, თუ ვითარ თავს იდებს სმასა ნაღვლისასა ცილისწამებითა და ზიდავს ჯუარსა... რამ დაგავიწყა, საყვარელო ძმაო, სიტყვა ნეტარეული მაცხოვრისა: „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენზედა. გიხაროდენ და მხიარულ იყვნეთ, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა“.
შთაიხედე შენს გულში, სადაც ამ ცილისწამების შესახებ სიმართლე სუფევს და აღიხედენ გულთამხილველისკენ. ის მოფენს სიტკბოების ნათელს ამ ცილისწამებისთვის შენს მართალ გულში, თუ რომ შენ ღირსად შერაცხავ შენს თავს, ვითარცა ცოდვების შენის კანონად მოვლენილისა. რას მისდევ ხმასა უმეცართასა, ოდეს ხმასა ყოვლისა მეცნიერის მადლისასა უგულვების გამოცხადება ყოველთა დაფარულთა გულთასა და მაშინ იყოს დიდება სიმართლისა.
წმიდა ალექსი ბერი

скачать dle 11.3