კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამსეტყვე, ცაო

„ლოგიკური და არგუმენტირებული“

 თითქოს მეხი დაგვეცაო, ისე მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ახალი განათლების მინისტრი გვყავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა გასული კვირის ბოლო სამუშაო დღეს  მოქმედი მინისტრი ქ-ნი სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად უკვე ახალი მინისტრი – ბ-ნი ჯეჯელავა დანიშნა.
აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა შენიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეფასდეს რეფორმების ოთხი წელი და მომავალი ოთხიც დაიგეგმოს. ამიტომაც მიაჩნია, რომ ახალი მინისტრის დანიშვნა ჰაერივით იყო აუცილებელი: ახალმა თვალმა უნდა შეაფასოსო.
რაც მთავარია, მინისტრის პორტფელჩამორთმეულმა ქ-ნმა სანიკიძემ ამ საკადრო ცვლილებას, ანუ მის დათხოვნას, „ლოგიკური, მარტივი და არგუმენტირებული“ უწოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში თანამდებობასა და მაღალ პოლიტიკურ რანგთან გამომშვიდობება მარტივი საქმე არ არის (იმის მიუხედავად, რომ ამ უბრალო ჭეშმარიტებას ხმამაღლა არავინ აღიარებს), ქ-ნ ნამინისტრალის შეფასება გვაფიქრებინებს, რომ ის ვაჟას მოტივებზეა აწყობილი: „დამსეტყვე, ცაო“…

скачать dle 11.3