კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

გარანტირებული მზე, რუჯი, ლურჯი ზღვა და ჭიქა კოქტეილით პლაჟზე ნებივრობა „პეგას ტურისტიკთან“ ერთად – 2016 წლის საუკეთესო შეთავაზება

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი წლევანდელი ბიუჯეტი ძალიან მწირია, ჩაიკითხეთ ეს ინტერვიუ ბოლომდე და, ვინ იცის, იქნებ აღმოაჩინოთ, რომ საზაფხულოდ გათვლილი ბიუჯეტით ურეკში ან ქობულეთში დასვენების ნაცვლად, თქვენც შეგიძლიათ უცხოეთში გამგზავრება, სადაც გარანტირებული გექნებათ მზე, რუჯი, ლურჯი ზღვა და ჭიქა კოქტეილით პლაჟზე ნებივრობა.
ბოლო წლებია საქართველოში ტურ-ოპერატორების დონე საგრძნობლად შეიცვალა, რადგან მომხმარებელთა მოთხოვნა ხარისხზე თანდათან იზრდება. ჩემთვის, როგორც მოგზაურობის მოყვარულისთვის, ალბათ, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს კონკრეტული, სახელობითი ტურ-ოპერატორების არსებობის ცოდნა; მთავარია, იყოს მისაღები ფასი, კომფორტი და იმ დაპირების ზედმიწევნით შესრულება, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ. წლების წინ ხშირი იყო შემთხვევები, როცა გვთავაზობდნენ მომხიბლავ ტურისტულ პაკეტებს, ადგილზე ჩასულებს კი რადიკალურად სხვა გარემო გვხვდებოდა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ყველამ ვიცოდეთ, ვის პროდუქტს გვთავაზობენ ქართული ტურისტული სააგენტოები. დაიმახსოვრეთ, რომ, თუ „პეგას ტურისტიკის“ სამოგზაურო პაკეტს შემოგთავაზებენ, შეგიძლიათ, თვალდახუჭული ენდოთ, ვინაიდან, ეს ის გამორჩეული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც, ოფიციალური შეთავაზების გარდა, დამატებით სიურპრიზებს სთავაზობს დამსვენებელს, ვინაიდან მათი მენეჯმენტი მთლიანად ევროპული ბაზრის საერთაშორისო კანონის პრინციპებზეა დამყარებული. ასე რომ, „პეგას ტურისტიკი“ თქვენი უსაფრთხო და კომფორტული დასვენების 100-პროცენტიანი გარანტია.
სალომე ბერაია („პეგას ტურისტიკის” გაყიდვების სამსახურის უფროსი): „პეგას ტურისტიკის” მეშვეობით, უკვე უამრავმა ადამიანმა გამოსცადა, რა არის ნამდვილი დასვენება და სრული კომფორტი, რაც მოგზაურობის დროს აუცილებელია.  კომპანია „პეგას ტურისტიკი“ 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ტურისტულ ბაზარზე და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს სამოგზაურო ტურ-პაკეტებს თურქეთის, ეგვიპტის, დუბაისა და ინდოეთის მიმართულებით.
– როგორც ვიცი, თქვენ არ ყიდით ტურებს ინდივიდუალურ მომხმარებელზე. უფრო კონკრეტულად რომ მითხრათ, რა უნდა ვიცოდეთ ამ კომპანიის შესახებ?
– „პეგას ტურისტიკი“ არის ტურ-ოპერატორი, რომელიც ქმნის პროდუქტს და შემდეგ საქართველოში არსებულ ყველა სააგენტოს აწვდის. ტურისტულ სააგენტოში მისულ ტურისტს უკვე სააგენტო აწვდის გამზადებულ პაკეტს, სადაც შედის: პირდაპირი ავიაბილეთი, იმ სასტუმროში განთავსება, რომელსაც თვითონ მგზავრი ირჩევს; პაკეტში, ასევე, შესულია სამოგზაურო დაზღვევა და ტრანსფერი – აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით – სასტუმროდან აეროპორტამდე. ეს არის მთლიანი, სრულიად შეკრული პაკეტი. ფასები ბალანსირდება სეზონის მიხედვით და სასტუმროებიდან გამომდინარე. გვაქვს გაყიდვების ძალიან გამარტივებული ონლაინ-სისტემა, სადაც თავად ტურისტს შეუძლია, დაათვალიეროს სასურველი სასტუმრო, გაეცნოს ფასებს და უკვე მომზადებული ინფორმაციით მიმართოს ტურისტულ სააგენტოს. ჩვენი აუცილებელი პირობაა, ტურები ტურისტულმა სააგენტოებმა იმავე ფასში გაყიდონ, რაც ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
– რა თანხით შეუძლია დამსვენებელს, მიმართოს ჩვენთან არსებულ სააგენტოებს და მოითხოვოს თქვენი პაკეტის შეძენა?
–  2016 წლის ზაფხულის სეზონი 22 მაისს გაიხსნა და პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა ანტალიის მიმართულებით, „თურქეთის ავიახაზების “ ბორტით. მინიმალური ფასი ერთ ადამიანზე იწყება 350 დოლარიდან.
წელს ანტალიაში მოსალოდნელზე მეტი დამსვენებელია, განსაკუთრებით ტურისტთა დიდი ნაკადი არის უკრაინიდან და ევროპის ქვეყნებიდან, კონკრეტულად – გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ბრიტანეთიდან. გასულ წელთან შედარებით, სერვისი გაუმჯობესებულია  და მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.
– უსაფრთხოება ახსენეთ და, რამდენად უსაფრთხოა წელს თუნდაც ანტალიაში დასვენება?
– ჩვენმა კომპანიამ სეზონის გახსნამდე ბევრი იმუშავა და, წლევანდელი ტურები, რაც ჩვენ მიერ არის შეთავაზებული, სწორედ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით შეირჩა და დაიგეგმა. ანტალია ყველანაირი გემოვნების ადამიანის მოთხოვნას აკმაყოფილებს. ასე რომ, ვისაც გსურთ, სასიამოვნოდ გაატაროთ ზაფხულის  დასვენების დღეები, დრო აღარ დაკარგოთ და ისარგებლეთ ,,პეგას ტურისტიკის”  ტურ-პაკეტებით.
– ვთქვათ, მე არ ვიცი ინგლისური, არ მაქვს უცხოეთში დასვენების გამოცდილება და არც თანმხლები პირი მყავს, ვისაც დავეყრდნობი, მაგრამ, მოვაგროვე 350 დოლარი და მინდა დავისვენო თუნდაც ანტალიაში. რას სთავაზობს „პეგას ტურისტიკი“ ასეთ დამსვენებელს?
– „პეგას ტურისტიკის“ მომხმარებელს ყველა ქვეყანაში ხვდება კომპანიის წარმომადგენელი მეგზური, რომელიც მთელი დასვენების განმავლობაში ეხმარება მას, თავისუფლად იმოძრაოს უცხო ქვეყანაში ან იყიდოს ექსკურსიები. ყველა ქვეყანაში, როდესაც ასეთ მომსახურებას ყიდულობთ, ტრანსპორტიც და ექსკურსიაც ლიცენზირებული უნდა იყოს. ასე რომ, თუ თქვენი მოგზაურობის სიმშვიდეს „პეგას ტურისტიკს“ ანდობთ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და გარკვეული საფრთხისგან გარანტირებულად დაცული იქნებით. გარდა ამისა,  გვაქვს გაყიდვების ძალიან გამარტივებული ონლაინ-სისტემა, სადაც თვითონ ტურისტს  შეუძლია, დაათვალიეროს სასურველი სასტუმრო, გაეცნოს ფასებს და უკვე მომზადებული ინფორმაციით მიმართოს ტურისტულ სააგენტოს. სისტემაში მუშაობა საკმაოდ იოლია.  სრულიად დილეტანტი ტურისტიც კი, რომელსაც არასდროს არსად უმოგზაურია, მარტივად გაართმევს თავს ჯავშნის მოდულს.
– საერთაშორისო ბაზარზე წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, ყოველთვის ფასდაკლებას იღებს ტურისტი, თქვენთანაც თუ მოქმედებს ეს პრინციპი?
– ცხადია, მოქმედებს. ადრეული ჯავშნის განხორციელების შემთხვევაში, ტურისტი სარგებლობს, სულ მცირე, 30-პროცენტიანი ფასდაკლებით.  დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. რაც უფრო ადრე დაჯავშნით, მით უფრო დაბალ ფასად შეიძენთ ტურ-პაკეტს. ადრეული დაჯავშნის წესები შემდეგნაირია: სასტუმროდან დასტურის მოსვლის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, ვიხდით მთლიანი ღირებულების  50 პროცენტს, გაფრენამდე ათი დღით ადრე კი – თანხის მეორე ნახევარს.
– საინტერესოა, VIP ტურები თუ გაქვთ?
– ჩვენთვის ყველა დამსვენებელი „ვიპ პერსონ“ არის, თუმცა ვთანამშრომლობთ ისეთი მაღალი კლასის სასტუმროებთანაც, სადაც ერთი ღამის საფასური 500 დოლარიდან იწყება.
P.S. ვფიქრობ, საინტერესო ტურ-ოპერატორი აღმოვაჩინე და თქვენც გაგიზიარეთ ამის შესახებ. თუ ვერ მოვახერხე და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვა ვერ დავსვი, დამატებითი ინფორმაციის მისღებად შეგიძლიათ ეწვიოთ „პეგას ტურისტიკის“ ვებ-გვერდს: www.pegast.ge. გისურვებთ ულამაზესი ზაფხულის გატარებას და „სელფების“ საუკეთესო ხედებით გადაღებას!

скачать dle 11.3