კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ თავიდან შარდსასქესო დაავადებები და რას ურჩევს პაციენტებს ექიმი აკაკი ნადარეიშვილი

აკაკი ნადარეიშვილი – პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ურორადიოლოგი, ჩვენი მკითხველების გამოკითხვების თანახმად თავისი სფეროს გამორჩეული და პროფესიონალი სპეციალისტია.

 დოსიე: აკაკი  ნადარეიშვილმა უმაღლესი სამედიცინო განათლება 1962-1968 წლებში მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. სპეციალიზაცია უროლოგიაში 1971 წელს გაიარა კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1968-1971 წლებში განაწილებით მუშაობდა საქართველოს შსს სანიტარულ ნაწილში. 1972-1974 წლებში  მოსკოვის  ი. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედარზე გაიარა ორდინატურის სრული კურსი. 1981 წლიდან ამავე კლინიკის ონკოუროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მოსკოვში ნაყოფიერი მუშაობისა და  უდიდესი გამოცდილების შემდეგ, 1990 წელს აკაკი ნადარეიშვილი სამშობლოში დაბრუნდა  და დაინიშნა ახლად დაარსებულ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. პარალელურად კი, ხელმძღვანელობდა  ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილებას. 1997 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაცია. 2000 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს სამედიცინო აკადემიის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილებაში. აკაკი ნადარეიშვილი ნაყოფიერად მოღვაწეობს სამეცნიერო სფეროშიც – გახლავთ 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 10-ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი და საპატიო სიგელის მფლობელი სასარგებლო მოდელზე. ამავე დროს საქართველოს რადიოლოგთა გამგეობის, ევროპის რადიოლოგთა და უროლოგთა ასოციაციების და ECR და RSNA-ს წევრია.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999). არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში (2004).
– ბატონო აკაკი, როგორია თქვენი სამუშაო პროფილი  ამჟამად  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში?
– ამჟამად ვმუშაობ უროლოგად, თან საშარდე სისტემისა და სხვა შინაგანი ორგანოების ულტრაბგერით გამოკვლევას  ვაკეთებ. შესაბამისად, ვმკურნალობ უროლოგიურ დაავადებებს. ესენია: შარდ-კენჭოვანი დაავადებები, თირკმელებისა და პროსტატის ანთებადი დაავადებები, პროსტატის ადენომა თუ პროსტატის კიბო და სხვა. ჩვენს განყოფილებაში წარმოებს ულტრაბგერითი გამოკვლევა ტრანსაბდომინალური და რექტალური გადამწოდებებით, ასევე დიაგნოზის დასადასტურებლად. ტარდება პროსტატის ბიოფსია.   
– ბატონო აკაკი, თქვენი საექიმო პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორია სტატისტიკა – მოიმატა თუ არა შარდკენჭოვანი დაავადებების რიცხვმა?
–  ზოგადად, მსოფლიოში ნოზოლოგიების მიხედვით, ასეთი დაავადებების რიცხვი მაღალია. თუმცა, პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის გაუმჯობესებამ  და პროსტატის კიბოს ონკოლოგიური ტესტის, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის  დანერგვამ, განაპირობა პროსტატის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შესაბამისად, მკურნალობა. საქართველოში სტატისტიკა საკმაოდ სუსტია, თუმცა ჩვენი დაკვირვებებით და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო წლებში არა მარტო პროსტატის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი იმატებს, არამედ მატებაა აგრეთვე, ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობისაც (ევროპაში 2012 წელს დაფიქსირებულია 345 000 ახალი შემთხვევა, ხოლო 2015 წელს – 365 000, შესაბამისად, სიკვდილიანობა 2012 წელს 20% იყო, ხოლო 2015 წელს – 22%). ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ ჩვენთან ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კულტურის პრობლემაა. მამაკაცებმა ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები; პროსტატის ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევები და სისხლისა და ანტიგენის ანალიზები.  თუკი არსებობს რაიმე პრობლემა, საწყის ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოგვარება და განკურნება რეალურია და ფატალური შედეგები, როგორც წესი, ნაკლები არის. სწორედ ამიტომაც ვურჩევ მამაკაცებს, რომ  ხშირად  მიმართონ ექიმს პროფილაქტიკური კვლევებისთვის,  რათა  განკურნების პერსპექტივა მაღალი იყოს. რაც შეეხება  მკურნალობის მეთოდებს, დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ზუსტად განისაზღვრება  მკურნალობის ტაქტიკა თუ რა ტიპის მიზანმიმართული მკურნალობა შეირჩევა:  იქნება ეს ჰორმონალური, ქიმიო, სხივური თუ კომბინირებული თერაპია ან რადიკალური პროსტატექტომია, რომელიც ინდივიდუალური მიდგომით წყდება. დღეს ძალიან ეფექტურია ამ დაავადების დიაგნოსტიკა და სტადიის დადგენა ჩვენს ინსტიტუტში, სადაც ყველა უახლესი მეთოდია დანერგილი.  
– ექიმის უმთავრეს ღირსებად რა მიგაჩნიათ?
– ექიმი თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. უყვარდეს თავისი პროფესია და პაციენტი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში მთავარია ადამიანებს შორის სიყვარული – ყველა საქმეს სიყვარულით უნდა ემსახურებოდე.

скачать dle 11.3