კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თქვა ნინო ოძელაშვილის სადედამთილომ, როცა გაიგო, რომ მისი სარძლო მოჭიდავე იყო და რა პირობა წაუყენა ნინომ ქმარს დაქორწინებამდე

ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამბოში პირველობა ნინო ოძელაშვილმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში სპორტის ამ სახეობაში ევროპის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა ქართველმა. მან რუსი ხალხის წინაშე გამარჯვება ქართული ცეკვით აღნიშნა. ჩემპიონატზე და თავის პირად ცხოვრებაზე ის მეუღლესთან, გიორგი გურგენიძესთან ერთად გვესაუბრა.
ნინო:  ძლიერ ნაკრებში მოვხვდი და რთული იყო მოგება. ყველაზე მატად იმიტომ გამიჭირდა, რომ ტრავმა მქონდა ფეხზე – უბრალო ვარჯიშის დროს ფეხი ჩამიტრიალდა და ნახევრად გამიწყდა მყესი. ერთ კვირაზე მეტი ნორმალურად ვერ ვივარჯიშე. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ექიმები მეუბნებოდნენ, ისეთი მომზადებული ხარ, ჩემპიონი გახდებო, მეც წინათგრძნობა მქონდა, რომ მოვიგებდი. სულ ოთხი შეხვედრა მქონდა და ყველა მოვიგე. პირველად გერმანელი დავამარცხე, ფიზიკურად ჩემზე მაღალი გოგო იყო. საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
– ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდა. გამარჯვება ქართული ცეკვით აღნიშნე და ამ ფაქტმა მთელი საქართველო აალაპარაკა. ეს სპონტანურად მოხდა?
– დიახ, ჩემპიონატი რუსეთში იყო. ორმაგად იმოქმედა ამ სიხარულმა, თან, ძალიან ემოციური გოგო ვარ. ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი: რუსი ხალხი ფეხზე ავაყენე და ტაში დავაკვრევინე; ასევე, ვისაც მოვუგე, შარშან მასთან მქონდა ევროპა წაგებული. ძალიან მინდოდა მოგება და ღმერთმა არ გამწირა. ცეკვა მიყვარს და ჩემდა უნებურად მოჰყვა ამ სიხარულს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეუღლის სურვილი იყო, მეცეკვა. მუსიკა ჩაირთო თუ არა, ისე ვიცეკვე, ნატკენი ფეხი სულ დამავიწყდა (იცინის). ასეთი რამ ისტორიაში ერთხელ ხდება და ყველას დავამახსოვრე თავი.
გიორგი: ცეცხლოვანი ცეკვით აღნიშნა გამარჯვება (იცინის). „იუთუბიზე” ხომ დევს ვიდეოები, სადაც სპორტსმენები გამარჯვების მერე ცეკვავენ. მეც ვეუბნებოდი, ვისზე ნაკლები ხარ, მოდი, შენც იცეკვე-მეთქი. 100 წლის სიცოცხლე მომაკლდა, ფინალს რომ ვუყურებდი და უფრო მეტის მომემატა, საოცარი განცდა იყო.
– გიორგი, დაოჯახების შემდეგ, გოგონები, ქმრების დაჟინებული თხოვნით, აქტიურ სპორტს თავს ანებებენ. შენ, როგორც ვატყობ, შეეგუე ამ ყოველივეს.
ნინო: ეს ჩემი დამსახურებაა. თავიდან გიორგიც პრეტენზიული იყო. ვიდრე ცოლად გავყვებოდი, მანამდე შვეუთანხმდი, რომ, თუ ჭიდაობას თავს დამანებებინებდა, ოჯახს არ შევქმნიდით. ვუთხარი, ოთხი წელი მომეცი, რომ მივაღწიო იმას, რაც მინდა და რისთვისაც ამდენი ვიშრომე-მეთქი. ნამდვილად არ იყო ეს ყოველივე გიორგისთვის მარტივი. ყველაფერს რომ შეეჩვია, მერე კიმონო მაჩუქა, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელმაც ბევრი წარმატება მომიტანა.
გიორგი: იყო მომენტები, როცა ვერ ვეგუებოდი. შეკრებებზე თვეობით უწევს წასვლა და ეს მამაკაცისთვის მარტივი არაა, მაგრამ, თავიდანვე პირობა მივეცი, რომ ხელს არ შევუშლიდი. ქართველი კაცისთვის ეს ცოტა რთული საკითხია. სულ მეკითხებიან, როგორ ეგუები ნინოს სპორტულ ცხოვრებასო, რაზეც ყოველთვის ვპასუხობ: ქალი ღირსეული იყოს და რა მნიშვნელობა აქვს, სპორტსმენი იქნება თუ არა-მეთქი. ნინო ძალიან მეამაყება. შეძლებისდაგვარად ვეხმარები და კიდევ იმდენს ვერ ვაკეთებ, რაც საჭიროა. მინდა, ბოლომდე გავყვეთ ამ სპორტს და ჩვენ ჩვენი სიტყვა დავტოვოთ ისტორიაში.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ინტერნეტით გავიცანი და თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ მოჭიდავე იყო. „სკაიპში” ვიდრე დავინახავდი, ვეუბნებოდი, ამ ლამაზი გოგოს უკან ვიღაც მახინჯი ზიახარ-მეთქი (იცინის). უფლის ნებაა ყველაფერი და უცებ ამოციმციმდა ნინო საიტზე. თან, სახელი ნინო ძალიან მომწონდა, გოგოც მომეწონა. მივწერე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ  და უპასუხოდ დატოვა. მერე კიდევ შევეხმიანე. ბოლოს, ერთი თვის შემდეგ მიპასუხა. ურთიერთობა ახალი დაწყებული რომ გვქონდა, მაშინ თავდაცვაში ვმსახურობდი და აზერბაიჯანის საზღვარზე ვიდექი. ნინოს გარეშე ძალიან მიჭირდა, ამიტომ, როგორც კი ვახერხებდი ხან ტაქსის მოვყვებოდი, ხან სამხედრო მანქანას და ვნახულობდი. მთავარი იყო, ნახევარი საათით მენახა, მეტი არ მინდოდა. რაც მე ტაქსებში 50 და 80 ლარი მაქვს გადახდილი, რამდენიმე წუთით ნახვის გამო...
ნინო: ბევრი ბიჭი მწერდა, 150 გაუხსნელი წერილი მქონდა,  მაგრამ არავის ვაქცევდი ყურადღებას. გიორგიმ ძალიან ბევრჯერ მომწერა და, ვიფიქრე, ვინაა, ვნახავ-მეთქი. სპორტის თემაზე დამიწყო საუბარი, რაც ჩემი სუსტი წერტილია და ამით შემიყოლია. ის რომ მითხრა, ამ ფოტოს უკან ვიღაც მახინჯი ზისო, შენ განახვებ სეირს-მეთქი. გადავწყვიტე, „სკაიპშიც” დავენახვები, შეხვედრითაც შევხვდები და ბოლოს ვეტყვი – კარგად იყავი-მეთქი (იცინის). დაახლოებით ერთი თვე ტელეფონის ნომერს არ ვაძლევდი. პირველი შეხვედრა გვქონდა ვაკის პარკში და ადრე მივედი, რომ გამეშიფრა.  დავინახე – მოდის კოსტიუმით, კლასიკურად ჩაცმული. სიცილი ვერ შევიკავე. გიორგისთან რომ დავახლოვდი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, 9-გზის მსოფლიოს ჩემპიონს ერთით ნულს ვუგებდი და ბოლოს წავაგე, რასაც გიორგის ვაბრალებ (იცინის) – ასპარეზობის დრო უცებ წავედი ოცნებებში და იმ გოგომაც მომიგო.
– მალევე დაქორწინდით?
გიორგი: ორ წელიწადში. ავღანეთში მიწევდა წასვლა და, ვიდრე წავიდოდი მანამდე მინდოდა დამენიშნა, მაგრამ ნინო უარზე იყო. როცა ადამიანი გიყვარს, შვიდი თვით დატოვება ძალიან რთულია. იქიდან ყოველდღე ვეხმიანებოდი.
ნინო: ასე უცებ გათხოვება არ მინდოდა, თან, ჩემი მიზნები მქონდა. ოთხი წელი მომეცი-მეთქი და, ოთხი წლისთვის ბებერი ვარო. ერთხელ ავღანეთში ყოფნის დროს, ინტერნეტკავშირი გაწყდა და ხუთი დღე ვერ დამიკავშირდა. გიჟს ჰგავდა გიორგი. მე კიდევ, ბავშვებთან ერთად დავდიოდი, ზაფხული იყო. ბოლოს, როგორც იქნა, დამირეკა, ველაპარაკები და ამ დროს დამიძახეს უბნის გოგოებმა წრეში ბურთის სათამაშოდ. ეს როგორ უნდა გამოვტოვო-მეთქი და გიორგის ვეუბნები: აღარ მცალია, სათამაშოდ გავდივარ და გავთიშე „სკაიპი“, ტელეფონიც სახლში დავტოვე. რომ მოვედი, ერთი 50-ჯერ მაინც ხომ ჰქონდა დანარეკი და, მერე რამდენსაათიანი ლექცია წამიკითხა, აღარ მახსოვს (იცინის). რომ დამირეკავდა ხოლმე, საათობოთ მელაპარაკებოდა და მე მეძინებოდა.
გიორგი: ახლაც, ტელეფონზე ათჯერ რომ დაურეკო, ერთხელ არ გიპასუხებს. მერე ვეუბნები, იქნებ ვკვდები და შველა მჭირდება, აიღე ყურმილი-მეთქი. მაშინ ეს თამაშობდა, მე კი დაწყვეტაზე მქონდა ნერვები.
– ანუ, ნინოს არ უნდოდა ცოლად რომ გამოგყოლოდა?
– ვუგებდი ნინოს ამ საკითხში, საქართველოში დაოჯახების შემდეგ მთელი ყურადღება ოჯახზე გადაგაქვს, მას კი წინ დიდი მომავალი ჰქონდა. ბევრ შეტაკებასა და სირთულეს გავუძელი მის გამო.  ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ფიზიკური ჩარევაც კი დამჭირდა, ბოლოს ყველა ჩამოვაშორე (იცინის).
ნინო: მართლა ძალიან ბევრი ბრძოლა გადაიტანა და ბევრჯერ დამიმტკიცა, რომ ვუყვარდი. ისე ცოლად არც გავყვებოდი. მერე ნელ-ნელა ჩემს სპორტულ ცხოვრებასაც შევაჩვიე. შეკრებებზე რომ მივდიოდი ხოლმე, ეჭვიანობდასავით.
– სადედამთილომ რომ გაიგო, მოჭიდავე იყავი, რა რეაქცია ჰქონდა?
გიორგი: დედაჩემსაც არ სჯეროდა. პირდაპირ ვუთხარი, მოჭიდავე არის-მეთქი. ცოტა ხანს დაჯდა და ფიქრობდა, მსუქანი და რაღაც დაკუნთული წარმოედგინა. სურათი რომ ვაჩვენე, არ დამიჯერა – არ იქნება ეს მოჭიდავეო. მერე გავაცანი და მოეწონა.

скачать dle 11.3