კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ერთხელაც ვეღარ მოვითმენ
ერთი ახლობელი ოჯახი მყავს (თუკი შეიძლება, ოჯახი ვუწოდო). აღარც კი მახსოვს, რამდენი წლის დაქორწინებულები არიან ოჯახის უფროსები, მაგრამ ოთხი ზრდასრული შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავთ. შვილებიდან ზოგი ცალკე ცხოვრობს, ზოგი – მათთან, მაგრამ სულ სხვა რამეშია საქმე: ერთი ქალიშვილი, ქმრითა და ორი შვილით და ერთი ვაჟი, ცოლითა და ასევე ორი შვილით, მშობლებთან ცხოვრობენ და მათგან არცერთი არ მუშაობს. მუშაობს მხოლოდ ოჯახის უფროსი, ალექსი (ყველას სახელს შევცვლი), ოღონდ, ცოლმაც კი არ იცის, თუნდაც დაახლოებით რამდენს იღებს ხელფასს. თან, ისეთი სამსახური აქვს, რასაც ხელფასს იღებს, ათ იმდენს „უტეხავს“ ყველა პარტნიორს, მაგრამ ოჯახში ამბობს, ვითომ ყოველთვე ხელფასსაც ვერ იღებს და, რადგან ოჯახს სჭირდება, ამიტომ ცოლი გაუშვა სამუშაოდ – ხან ლოგინად ჩავარდნილ მოხუცებს უვლის კაპიკებად, ხან სახლებს ულაგებს ვიღაც-ვიღაცეებს და ასე სიმწრით აღებულ ფულს უკანასკნელ კაპიკამდე აძლევს ქმარს, თან უხარია, რომ ოჯახის რჩენაში ეხმარება. ეს საცოდავი ქალი თავის სამსახურებში ფეხით დადის, ავტობუსის ფულსაც კი იშვიათად იტოვებს და, იმ ოჯახში თუ არ აჭამეს, სადაც მუშაობს, მთელი დღის განმავლობაში ცარიელი პურის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს. სამაგიეროდ, ბედნიერია, ქმარს რომ აფინანსებს. ის კი არწმუნებს, ოჯახს მე ვინახავო. შეიძლება, საჭმლის დონეზე ინახავს კიდეც, მაგრამ სულ ვალებით; ამ ვალების გადახდის დრო რომ დგება, ისევ ცოლს ასესხებინებს და, თუ არ ეყო, ისევ „საპახაოდ“ უშვებს იმ მოტივით, რომ მარტო ვერ აუდის შვილებისა და მათი ოჯახების რჩენას; სინამდვილეში კი, სრულიად შემთხვევით გაირკვა, რომ ცოლის მოტანილი ფულებით ვალებს კი არ ისტუმრებს, შვილების ტოლ ბოზანდარა გოგოებთან (უწმაწურობისთვის ბოდიშს გიხდით) ერთად რესტორნებში, ღამის ბარებში და კაზინოებში დაეთრევა (ალბათ თავის ფულსაც ამატებს), მაშინ, როცა მის ცოლს საკუთარი გამომუშავებული ფულით თმის საღებავი და ერთი წყვილი ლარიანი გეტრი ვერ უყიდია. სამაგიეროდ, იმ მეძავებთან არის ალექსი ვაჟკაცი, დარდიმანდი და ხელგაშლილი. მათ უსაქმურ და უსინდისო შვილებსაც ფეხებზე ჰკიდიათ, დედა ასე მონასავით რომ მუშაობს. ყველა შვილმა იცის, ალექსი ცოლს რომ ღალატობს ყოველ ნაბიჯზე და იმასაც ხვდებიან, ცოლის ნაჯაფი ფულებით რომ აგულავებს ქუჩის ქალებს, მაგრამ, მამას „უსწორებენ“, დედას კი ფეხებზე იკიდებენ, რადგან, ეს საწყალი ქალი, ისევ თავისი „ძვირფასი“ ქმარ-შვილის გადამკიდე, ბებერი მათხოვარივით დადის და ერთი საყვედურიც კი არ წამოსცდება რომელიმეზე.
ამას წინათ თანაკურსელების შეხვედრა გვქონდა რესტორანში და იქ დავინახე ალექსი თავის მორიგ მეძავთან ერთად. ისეთ სუფრასთან ისხდნენ, ჩიტის რძე რომ არ აკლდა. მეყვავილისგან ერთი კალათა წითელი ვარდები უყიდა ჩემ თვალწინ, მერე კი მუსიკოსებს დაუძახა და სერენადა ამღერა თავისი ტურფასთვის. ამ დროს კი მისი საწყალი ცოლი ვიღაც გადაყრუებულ ბებერს უკანალს უწმენდდა, ორი კაპიკი რომ აეღო და ქმრისთვის მიეცა.
ისეთი გაცოფებული ვარ, ერთხელაც თუ დავინახე ის ნაძირალა კაცი სხვა ქალთან, ვეღარ მოვითმენ, მთელ ოჯახს ერთად შევკრებ და ყველას თავის საკადრისს მოვახსენებ.
ნანული, 53 წლის.

скачать dle 11.3