კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თიხა – საჩუქარი ქალებისთვის

თიხა საოცარი ბუნებრივი პროდუქტია. თუ არ გჯერათ, მარტივი ცდა ჩაატარეთ: 1 ლიტრ რძეში ჩაყარეთ ნებისმიერი სახის თიხა (1-2 კოვზი) და ჭურჭელი თბილ ადგილას დადგით – რამდენიმე დღის განმავლობაში რძე არ ამჟავდება, რადგან თიხა ბუნებრივი ადსორბენტი და ანტისეპტიკია. გასათვალისწინებელია, რომ თიხის შემადგენლობაში შედის რადიაქტიური ელემენტი – რადიუმი, ოღონდ, ჯანმრთელობისთვის უვნებელი დოზით. სწორედ რადიუმი ანიჭებს თიხას ანტიბაქტერიულ თვისებას და ეხმარება ორგანიზმიდან ყველაფერ ზედმეტის გამოდევნაში.
კოსმეტიკური და სამკურნალო მიზნით იყენებენ სხვადასხვა ფერის თიხას: ცისფერს, თეთრს, წითელს და ასე შემდეგ; მაგრამ, მთავარი მნიშვნელობა აქვს არა ფერს, არამედ სტრუქტურის ერთგვაროვნებას.
ეკოლოგიურად სუფთა თიხა იყიდება აფთიაქებში. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ, თვითონ მოაგროვოთ თიხა, მით უფრო – ქალაქის შემოგარენში, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს მავნე მინარევებსა და ქვიშას. ასეთი თიხა მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. ზოგადად კი, თიხით მკურნალობას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი თიხა რა დანიშნულებით გამოიყენება. გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს:
წითელი თიხა უხდება მშრალ და მგრძნობიარე კანს. ხსნის გაღიზიანებასა და სიწითლეს, კურნავს სებორეას.
ცისფერი თიხა აღადგენს კანის სიმკვრივეს, ახდენს კანის უჯრედების განახლებას. გამოიყენება ფერიმჭამელელბის სამკურნალოდ. ეფექტურია ცელულიტის წინააღმდეგ.
ყვითელი თიხა აახალგაზრდავებს კანს და აჯერებს მას ჟანგბადით. უხდება ცხიმიან, კომბინირებულ და მოდუნებულ კანს.
შავი თიხა ავიწროებს ფორებს. კარგია ნორმალური და კომბინირებული კანისთვის. შავი თიხით შეფუთვა ხელს უწყობს ცხიმების წვას და, შესაბამისად, წონაში დაკლებას.
ფორების გასაწმენდად და კანის გასაახალგაზრდავებლად მოამზადეთ შემდეგი სახის ნიღაბი: თიხა გახსენით გვირილის ნახარშში, ახალგამოწურული კიტრის ან ალოეს წვენში ისე, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა (გამოიყენეთ მინის, ხის ან თიხის ჭურჭელი). მიღებული ნარევი წაისვით სახეზე (გარდა თვალებისა), შეშრობის შემდეგ კი ჩამოიბანეთ დოლბანდის ტამპონით, ნელთბილი წყლით.
კანზე ანთებითი პროცესის საწინააღმდეგოდ კარგია თიხის აბაზანები: 5-7 სადილის კოვზი თეთრი ან ცისფერი თიხა გახსენით ცოტა წყალში, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ ეს ნარევი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში. შეგიძლიათ, ჩაუმატოთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთის 2-3 წვეთი. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 38-40 გრადუსი, აბაზანის მიღების ხანგრძლივობა – 10-20 წუთი. ასეთი აბაზანა, ასევე, ხსნის დაღლილობას, არის მატონიზებელი, აჩქარებს უჯრედების განახლებას და თავიდან აგაცილებთ კანის აქერცვლას.
ერთი სიტყვით, თიხა ნამდვილი საჩუქარია ქალებისთვის: ის აახალგაზრდავებს და წმენდს კანს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას და აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ოღონდ, უნდა ვიცოდეთ მისი სწორად გამოყენება.

скачать dle 11.3