კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მშობელი ხართ ან იქნებით

ეს ტესტი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით. ყოველი პასუხისთვის „ა“ დაიწერეთ 1 ქულა; პასუხისთვის „ბ“ – 2 ქულა; ხოლო პასუხისთვის „გ“ – 3 ქულა. შეეცადეთ, იყოთ გულახდილი.
1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პატარა გთხოვთ, მისცეთ საბავშვო მოედანზე, მაღალ ღობეზე ცოცვის უფლება. როგორ მოიქცევით?
ა) არავითარ შემთხვევაში – ეს ძალიან საშიშია;
ბ) მივცემ ნებას და მეც იქ ვიქნები;
გ) რა პრობლემაა. აცოცდეს. მე რამეს წავიკითხავ.
2. როგორ ფიქრობთ, შვილებს მშობლებისგან დაფარული საიდუმლოებები უნდა ჰქონდეთ?
ა) არა. მშობლებმა შვილებზე ყველაფერი უნდა იცოდნენ;
ბ) გონივრულ ფარგლებში ეს დასაშვებია;
გ) ბავშვიც ადამიანია და შეიძლება, ჰქონდეს საიდუმლო.
3. როგორ გგონიათ, რა ასაკიდან შეიძლება, ბავშვმა მარტო იაროს სკოლაში?
ა) ათი-თორმეტი წლიდან. უფრო ადრე – არა;
ბ) როცა თავად მოინდომებს;
გ) რაც ადრე, მით უკეთესი.
4. ქუჩაში გამვლელი თქვენს შვილს შენიშვნას აძლევს. თქვენი რეაქცია...
ა) ვეჩხუბები იმ არამკითხეს და მეტიჩარას;
ბ) ვეტყვი, რომ შენიშვნით უნდა მოემართა ჩემთვის და არა ბავშვისთვის;
გ) ყურადღებას არ მივაქცევ და ბავშვსაც ვეტყვი, რომ ასეთი გამოხდომები წვრილმანია, თუნდაც, უმნიშვნელო.
5. შვილი გეუბნებათ, რომ თავისი თანატოლი მოსწონს პარალელური კლასიდან...
ა) დავინტერესდები იმ ბავშვით და მისი ოჯახით;
ბ) ბავშვს გავიცნობ ჩუმად. გავიგებ, რას წარმოადგენს;
გ) დიდ ყურადღებას არ მივაქცევ.
6. ბავშვი სკოლიდან (ბაღიდან) ჩალურჯებული ადგილებით ბრუნდება. ამბობს, რომ წაიქცა... როგორ მოიქცევით?
ა) წავალ სკოლაში (ბაღში) და ყველაფერს გავარკვევ;
ბ) მივხედავ მის ჩალურჯებულ ადგილებს. დავრწმუნდები, რომ ყველაფერი ნორმაშია;
გ) რა მოხდა, ვინ არ წაქცეულა.
დაითვალეთ ქულები და ნახეთ შედეგები:
6-9 ქულა: მზად ხართ, თქვენი შვილი ყველასგან და ყველაფრისგან დაიცვათ. წინ გადაეღობოთ პრობლემებს. არ „მიუშვათ“ ის თქვენს შვილამდე. მიეცით შანსი, დაუშვას შეცდომა და რაღაც ისწავლოს. სულ ასე არ იქნება და მოზრდილი გაწვალდება, რადგან არ ეცოდინება თავდაცვა.
10-14 ქულა: თქვენი შვილი საკმარისად დამოუკიდებელი იქნება. ზომიერი მშობელი ხართ. ზუსტად იცით, სად გადის ზღვარი მზრუნველობასა და გადამეტებულ ყურადღებას შორის. ძალიან კარგი – „ოქროს“ შუალედი გიჭირავთ.
15-18 ქულა: საერთოდ გაქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს გყავდეს შვილი? მას თქვენი ყურადღება, მზრუნველობა ძალიან სჭირდება. მიხედეთ.

скачать dle 11.3