კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

თბილისში მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმი გაიმართა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დიასპორის დღეების ფარგლებში მართავს მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმს – „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ფორუმი ოფიციალურად გახსნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ. მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კი ქართველი ხალხის ერთიანობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ფორუმზე მიწვეული ჩვენი თანამემამულეები დალოცა და განაცხადა, რომ ყველა ქართველი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი; ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი; მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი; მსოფლიო ბანკის KNOMAD ჯგუფის ხელმძღვანელი დიასპორის საკითხებში, სონია პლაზა.
ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყებრივი ჯილდო „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს გადასცა.
ფორუმის ოფიციალური გახსნის ნაწილის მიწურულს გაიმართა წიგნის პრეზენტაცია: „დიასპორელი ინვესტორის გზამკვლევი“, ასევე, უჩვენეს დოკუმენტური ფილმი: „დიასპორული ინვესტიციები“, რომელშიც საქართველოში დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეები მათ მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ საუბრობენ.

скачать dle 11.3