კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იპოვე მკვლელი

დოქტორი დარნელი დიდხანს მუშაობდა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად. როცა პენსიაზე გავიდა, ლექციებს კითხულობდა იურისპრუდენციის კურსებზე. სტუდენტებს უყვარდათ, როცა ის, უკვე გამოძიებული საქმეებიდან, რებუს-გამოცანებს აკეთებდა და მათ სთხოვდა, მკვლელი ეპოვათ. იმ დღეს დარნელიმ პრიზიც კი დააწესა იმ სტუდენტისთვის, რომელიც გამოცანა-მკვლელობის სწორ პასუხს იტყოდა... დარნელიმ თავიდანვე გააფრთხილა სტუდენტები, რომ ამ ისტორიაში მონაწილეთა გვარები შეცვლილი იქნებოდა, ფაქტები კი – რეალური. დარნელი მოხერხებულად მოეწყო სავარძელში და დაიწყო:
ვალიეტა ვან ბურენი ნიუ-იორკში თავისი ახალი ფილმის პრემიერაზე ჩამოვიდა. ის ერთ-ერთი თვალსაჩინო ვარსკვლავი იყო ჰოლივუდში. ყველაფერი ჰქონდა, წარმატებისთვის რომ მიეღწია: ბრწყინვალე გარეგნობა, ნიჭი, მდიდარი და ცნობილი თაყვანისმცემლები... ვერავინ წარმოიდგენდა, მის თავზე ასეთი საშინელება თუ დატრიალდებოდა... თავად ვალიეტამ წერილი მომწერა, რაშიც მოახლოებული საფრთხის შესახებ მაფრთხილებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრაგედია მანამდე დატრიალდა, სანამ მე რეაგირებას მოვასწრებდი. საქმე გამოძიებულია და მკვლელი ნაპოვნია. მისი ვინაობა თქვენ თავად უნდა ამოიცნოთ. საქმე ისაა, რომ ეჭვმიტანილი იყო ოთხი მამაკაცი – სწორედ ამ ოთხი თაყვანისმცემლის თანხლებით ჩამოვიდა ვალიეტა ნიუ-იორკში.
– დაგვისახელებთ, ვინ იყვნენ ისინი? – იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
– რა თქმა უნდა. ყურადღებით იყავით, არცერთი დეტალი არ უნდა გამოგრჩეთ. მაშ, ასე: ერთი ამ ოთხთაგანი, სკანდალურად ცნობილი, უსაქმური და მექალთანე ჯონ ტრაშბოტომ ტეილორ მესამე გახლდათ. ბევრი ფულითა და თავისი კავშირებით მას გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა, რომ ქალის გული დაეპყრო; მეორე – უოლსტრიტის „მგელი,“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – პალმერ ჰარისონი. მიხვდით, რომ ფულისა და გავლენის მხრივ არც ეს ვაჟბატონი მოიკოჭლებდა; მესამე – პოპულარული და მოდური მხატვარი-პორტრეტისტი ლეონარდო პრაისი. ვალიეტას მეოთხე თაყვანისმცემელი კი ბიფ ვილსონი იყო, პროფესიოანლი ფეხბურთელი. დანარჩენ სამ თაყვანისმცემელს ბიფი გარეგნობით სჯაბნიდა – ის ისეთივე თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, როგორც კინოვარსკვლავი.
– ჯერჯერობით ყველაფერი საკმაოდ სკანდალურად ჟღერს, – წამოიძახა ენ ჰეტჩმა, თვალებბრიალა და ხუჭუჭთმიანმა ქალიშვილმა, რომელიც ლექციებზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.
– განვაგრძობ, – ხმამაღლა წარმოთქვა დარნელიმ და სტუდენტებიც გაისუსნენ, – როცა ამ ოთხის ვინაობა დამისახელა, ვალიეტამ მითხრა, რომ მათგან ერთს არასდროს გაჰყვებოდა ცოლად და უთხრა კიდეც ამის შესახებ. მართალია, დანარჩენების მიმართ ჰქონდა თბილი გრძნობები, მაგრამ მხოლოდ ამ ერთს უთხრა კატეგორიული უარი, რომელიც კაცმა პირად შეურაცხყოფად მიიღო, ქალს მოკვლით დაემუქრა და ეს მუქარა მეორე დღესვე აასრულა... ვალიეტას სიკვდილი მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ჰოლივუდის ბომონდური სამყაროსთვის, თუმცა, ეს ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. არ არის საინტერესო არც მკვლელობის საშუალება და ამიტომ ამ დეტალებზე არ დავწვრილმანდები.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია ოთხი კაციდან მკვლელი? – წამოიძახა რამდენიმემ.
– მინიშნებას მოგცემთ. ამ ოთხიდან სამს და ვალიეტას რაღაც ჰქონდათ საერთო, ანუ, რაღაცით ერთნაირები იყვნენ, რასაც ვერ ვიტყოდი მეოთხე თაყვანისმცემელზე. იფიქრეთ, მეგობრებო, იფიქრეთ... მასალები უკვე მოგეცით. მეტი ყურადღებით გააანალიზეთ ვალიეტას წერილი, რომელშიც თავისი თაყვანისმცემლების შესახებ ინფორმაცია მომაწოდა... ჰო, გეტყვით იმასაც, რომ მკვლელი, ის მეოთხე – განსხვავებულია. შეუდექით, მეგობრებო!
– მივხვდი, მკვლელი ფეხბურთელია, – თქვა ერთმა, სათვალიანმა ყმაწვილმა.
– რატომ? არგუმენტები მჭირდება, – გაეღიმა დარნელის.
– იმიტომ, რომ ის განსხვავებულია, ჰოლივუდის ვარსკვლავი, უოლსტრიტის „მგელი“, მხატვარი და მექალთანე არისტოკრატი – ეს ერთი წრეა, ერთი საზრდოთი მოსაზრდოე ადამიანები არიან, რასაც ვერ ვიტყვით ფეხბურთელზე. მგონი, სიმართლეს მივაგენი.
– არა, – თავი გააქნია დარნელიმ, – ეს ვერსია მცდარია. სხვა ვერსია მჭირდება.
– მოდი, ვიფიქროთ, – თქვა ენმა, – რა აერთიანებთ ადამიანებს? საზოგადოებაში მათი მდგომარეობა, საქმიანობის სფერო, ჰობი და პოლიტიკური შეხედულებები. იქნებ, პოლიტიკურ შეხედულებაზე გვეფიქრა? შეიძლება, დამატებითი კითხვები დაგისვათ, სერ?
დარნელიმ მხრები აიჩეჩა.
– რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. მაგრამ, გეტყვით, რომ ეს დიდად არ გჭირდებათ – ვალიეტა თავგამოდებული დემოკრატი იყო... უოლსტრიტზე მოთამაშე „მგლებს“ ჩამოყალიბებული შეხედულებები არ გააჩნდათ... რაც შეეხება მხატვარსა და არისტოკრატს, როგორ ფიქრობთ, მათი პოლიტიკური მრწამსი გამოკვეთილი იქნებოდა?
– რატომაც არა? – შეეკამათა დარნელის სათვალეებიანი სტუდენტი, – მგონი, ჩვენ გასაღებთან ახლოს ვართ. თქვენ ცდილობთ, ჭეშმარიტების გზას აგვაცდინოთ.
– არა, მეგობრებო, ჩემი მიზანი ეს ნამდვილად არ არის... თუმცა, გეტყვით, რომ პოლიტიკა ახლოს არის გამოცანის გასაღებთან. ალბათ, გიკვირთ, რომ არ დაგიხასიათეთ უფრო კონკრეტულად ოთხი ეჭვმიტანილი და არაფერი ვთქვი მათი ხასიათის ნიუანსების შესახებ. დამიჯერეთ, ასე რომ მოვიქცე, უფრო გაგირთულებთ საქმეს; შეეცადეთ, ძალიან არ ჩაუღრმავდეთ ამოცანას. გამოიყენეთ ის მონაცემები, რაც უკვე გაქვთ და ჩართეთ ლოგიკა...
– მოიცა, – ენმა კალმის ბოლო პირში ჩაიდო და გაიცინა, – მგონი, მივხვდი.. პოლიტიკასთან ახლოს და ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც გვაქვს. მგონი, მე ვიცი, ვინ არის მკვლელი. შეიძლება, ვთქვა?
– რა თქმა უნდა, ენი... მაგრამ, ხომ არ ჩქარობ?
– არა... – აღელვებული ენი ფეხზე წამოხტა, – მკვლელი მხატვარია. ხომ მართალი ვარ?
– ვერაფრით დაგიდასტურებ, თუკი არგუმენტებს არ მომიყვან.
– არგუმენტები? ახლავე: გვარი... გასაღები ჩვენი გამოცანის მოქმედი გმირების გვარებშია. თავიდანვე უცნაურად მომეჩვენა, რომ ხუთი დასახელებული გვარიდან ოთხი პრეზიდენტების გვარებს დაემთხვა; ვიფიქრე, რომ ეს უბრალო შემთხვევითობა იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, საგანგებოდ შეარჩიეთ. მოკლედ, ჩამოვთვლი: ვან ბურენი, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მაინც იყო პრეზიდენტი; ტეილორი – ასევე გვყავდა პრეზიდენტად; ჰარისონი – ყველამ იცით, რომ ორი მოწვევის პრეზიდენტი იყო და, ასევე, ვილსონიც... დარჩა მხატვარი. რაღაც, არ მახსენდება, რომ ამერიკის თეთრ სახლში ვინმე პრაისს ეცხოვროს. მითხარით, რომ მართალი ვარ და ეს რაუნდი მოვიგე!.. – ადგილს ვეღარ პოულობდა ენი და აღტაცებისგან ხტოდა.
დარნელიმ ტაში შემოჰკრა:
– ყოჩაღ, ენი! შენ მართალი ხარ, მკვლელობა მხატვარმა ჩაიდინა. შენ დიდი მომავალი გაქვს!

скачать dle 11.3