კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რატომაა ცხვირის, ყურისა და ჭიპის არასწორად გახვრეტა სიცოცხლისთვის სახიფათო

დღეს, მოდაშია ყურის ბიბილოზე რამდენიმე ნახვრეტის გაკეთება. ამ დროს ყურადღება ნახვრეტების რაოდენობასაც უნდა მიაქციოთ, უნდა იცოდეთ, როგორია თქვენი ენერგია, ვიბრაციული რიცხვი. მაგალითად, თუ თქვენი ვიბრაციული რიცხვი დაბადების მომენტისთვის არის 3, კარგია, თუ ყურზე სამი ნახვრეტი გექნებათ. მაგრამ, თუ ასეთ შემთხვევაში, ოთხ ნახვრეტს იკეთებთ, თქვენ დისონანსი შეგაქვთ საკუთარ ორგანიზმში და იზიანებთ ჯანმრთელობას.
აუცილებელია, ჩვენი ენერგიის სწორად მართვა ვიცოდეთ და ჩვენს სხეულს უფრო გონივრულად მივუდგეთ, რომ ღრმა სიბერემდე ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ვიცხოვროთ. დღეს მოდაში შემოვიდა სხეულის კონკრეტულ ნაწილებზე საყურის გაკეთება და ბევრი ცდილობს, ყურის, ცხვირისა თუ ჭიპის გახვრეტით მოდას არ ჩამორჩეს, მაგრამ, არ ფიქრობენ იმ საფრთხეებზე, რაც ამ პროცედურის არასწორად ჩატარებას შეიძლება მოჰყვეს. თანაც, ამ დროს აუცილებელია ისეთ სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც ადამიანის მერიდიანებში კარგად ერკვევა და ზუსტად იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის დაზიანებას.
ადამიანს მართავს 12 ძირითადი მერიდიანი. არის კიდევ დამხმარე მერიდიანებიც, ანუ ენერგოვიბრაციული ველების მქონე არხებიც, რომლებსაც გადააქვთ ნათელი კოსმიური ენერგია ძირითად ენერგოცენტრებთან და ორგანოებთან. ამიტომ, ადამიანის ვიბრაციების ველები უნდა იყოს აუცილებლად სუფთა. მაგრამ, შესაძლოა, ეს ბიოველები და მერიდიანები დაბინძურდეს.
მერიდიანების დაბინძურება ხდება ნეგატიური სიტყვით, ქმედებით, აზრით, უკონტროლო მოქმედებით, თვალით, ჯადოთი და ასე შემდეგ. ასევე, არსებობს კიდევ ერთი დამაბინძურებელი ფაქტორი – როცა ადამიანი არასწორი მოქმედების შედეგად, თავის სხეულთან მიმართებაში „ჭედავს” ენერგიის მსვლელობას, ანუ, ენერგია არ გადის გარკვეულ მერიდიანში და შემდეგ ის სადღაც იჭედება. როგორც კი ენერგიის მოძრაობა შეყოვნდება ან შეჩერდება, ადამიანს პრობლემები ეწყება. ძირითადად, ამ დროს იტკიებს რომელიმე იმ ორგანოს, რომელთანაც მიდის ის ენერგომერიდიანი. მაგალითად, როცა ყურს იხვრეტენ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს ენერგომერიდიანების სპეციალისტს უნდა მიმართოთ, რადგან ყური, კონკრეტულად კი ბიბილო, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოცენტრი. თუ გსურთ, ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ, ეს უნდა გაითვალისწინოთ. თუ არ იცით, ყურის გახვრეტის დროს რა ენერგოცენტრზე ხდება ზეგავლენა, შესაძლოა, სერიოზული დაზიანება მიიღოთ.
თუ ჯანმრთელი ადამიანის ენერგიის ცირკულაცია საკმაოდ საღია და ნორმალური, ჯანმრთელობის ხარჯზე, შეიძლება, ეს დარღვევა თავდაპირველად ვერ აღიქვას, რადგან ერთი-ორი წლის განმავლობაში ის ცვლილებას ვერ ამჩნევს, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, ენერგიის მოძრაობა სუსტდება და ეს მეტად იგრძნობა. სწორედ აქ ხდება ენერგიის დაგროვება, მისი არასწორი გადანაწილება. ესე იგი, რომელიღაცა ორგანო ზიანდება და შემდეგ მისი მკურნალობა ვეღარ ხერხდება. იგივე ითქმის ცხვირის გახვრეტასთან დაკავშირებითაც.
ჩვენ გვაქვს აორტა, ვენური და კაპილარების სისტემები, რომლებიც გადის სხეულის თითოეულ უჯრედში. ელექტრომერიდიანებსაც დატოტვილი სისტემა აქვს, ანუ, მათ აქვთ უნარი, გადაიტანონ ენერგია და გადაანაწილონ ის მთელ სხეულზე. კაპილარებს შორის არის მცირეოდენი ადგილები, ამიტომ, ნებისმიერი ორგანოს გახვრეტის დროს, დააკვირდით, რომ ნახვრეტის ადგილას კაპილარი არ გადიოდეს და ნემსი მერიდიანის კაპილარს არ მოხვდეს. ნემსი კაპილარების შუაში უნდა გაატაროთ. თუ ის მოხვდა ენერგომერიდიანის გამტარ კაპილარზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად დაგუბდება ენერგია, რომელიც არ მისცემს საშუალებას, ასაზრდოოს ის ორგანო, საითაც მიდის ეს ენერგია და, ადრე თუ გვიან, ამ ადამიანს დაეწყება ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები.
ჭიპი კი არის ადამიანის ძირითადი ენერგოცენტრი, რომელიც სიკვდილისა და სიცოცხლის ცენტრად იწოდება. დღეს მოდაშია მისი გახვრეტა და ახალგაზრდები ვერც კი ხვდებიან, პატარა შეცდომამაც კი რა დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს მათ ჯანმრთელობას.

скачать dle 11.3