კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა გავლენა მოახდინა ქურდულმა სამყარომ ქართველ ახალგაზრდებზე და რა ხერხს მიმართეს კორნელის უნივერსიტეტში „შპარგალკის” წინააღმდეგ

თანამედროვე საზოგადოებისა და მით უფრო ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი, აქტუალური თემა არის „ჩაშვება“. ზოგისთვის მისაღებია მსგავსი ქმედება, ზოგისთვის – არა. უფრო მეტიც, ამორალურადაც მიაჩნიათ მსგავსი საქციელი და ზოგჯერ ფიზიკურადაც უსწორდებიან ეგრეთ წოდებულ „ჩამშვებს“. განსხვავებული სახელმწიფო მმართველობის ქვეყნებში მსგავს მოვლენას სხვადასხვა ახსნა აქვს. თემაზე – რას ნიშნავს იყო „ჩამშვები“ საქართველოში და რა ხდება ამ მხრივ დემოკრატიულ ქვეყნებში, რა ტიპის კავშირი არსებობს „ჩაშვებასა“ და დემოკრატიას შორის, საუბრობს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურის ფსიქოლოგიის მკვლევარი, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე.
– ჩაშვება არის სრულიად გააზრებული და მოტივირებული ქმედება, როდესაც ერთი ადამიანის ან ჯგუფის ქცევას ამჟღავნებს მეორე ადამიანი ან ჯგუფი, მაშინ, როდესაც ამის გამჟღავნება პირველს არ სურს. რაც შეეხება დემოკრატიას, დაკავშირებულია  ხალხის მიერ სოციალური წესრიგის უზრუნველყოფასთან. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩაშვებისადმი ავადმყოფური მიდრეკილება აქვთ – ანონიმურ წერილებს წერენ, სასამართლოში ჩივიან. ძალიან რთულია ასეთ ხალხთან ურთიერთობა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ანონიმურები არიან. მაგალითად, უმაღლეს საატესტაციო კომისიაში, მოსკოვში, თავის დროზე ყოველ დისერტაციას მოჰყვებოდა 30-მდე ანონიმური წერილი, რომ მოპარულია და ასე შემდეგ.  ჩაშვებამ ფაქიზად უნდა გაიაროს სოციალურად და მორალურად დასაშვებს შორის. ადამიანებს მუდმივად გვიწევს კონფლიქტში ყოფნა, მაგალითად, მეზობელთან ღრეობაა და არ მაძინებენ. შეიძლება, ჩავუშვა, რის შედეგადაც, მოვა პოლიცია და დააჯარიმებს. ამის შემდეგ კი, უმეტესად, მე ვხდები გარიყული უბნიდან და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – მიღირს კი ეს ყველაფერი ამად?!
– დემოკრატიული ქვეყნების მიმართება როგორია ჩაშვებასთან. დასაშვებია თუ არა კავშირის ძიება დემოკრატიასა და ჩაშვებას შორის? ტრადიციების მიმდევარ ქვეყნებში მსგავსი საქციელი უმეტეს შემთხვევაში მიუღებელია...
– ყოველ საზოგადოებას აქვს თავისი რეგულირების წესები: კანონი, დაუწერელი კანონები, ზნეობა, ხშირად სამივე წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. წინააღმდეგობის აღმოფხვრა სრული იდეალია, რომელსაც, ალბათ, ვერცერთი საზოგადოება ვერ მიაღწევს. არსებობს კანონები, ტრადიციები, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რაც უფრო ტრადიციების მიმდევარია ქვეყანა, მით მეტ როლს თამაშობს დაუწერელი კანონები. ყველაზე მეტად ვინც დემოკრატიისა და ტრადიციების შეთავსება შეძლო, არის იაპონია და ალბათ, დიდი ბრიტანეთი, რომელიც თავად არის დემოკრატიის ტრადიცია. რაც შეეხება საქართველოს, კონსტიტუცია და კანონიერება საკმარისად დემოკრატიული გვაქვს, თუმცა ტრადიციები და დაუწერელი ნორმები დიდ როლს თამაშობს და ხშირად ეწინააღმდეგება კანონს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დიდი ხნის ტრადიცია არ აქვს. ასევე, დემოკრატიულ ქვეყნად ყოფნის გამოცდილებაც ძალიან ცოტა გვაქვს – არ არის შეგნება, რომ ეს ქვეყანა არის შენი. სახელმწიფო ძალიან ხშირად წარმოდგენილია, როგორც მტრული ძალა. რაც შეეხება ცალკეულ ადამიანებს, საქართველოში ყოველთვის შეიძლება საერთო კავშირების ნახვა: მეზობელი, ნათესავი, ნაცნობი და ასე შემდეგ. კაცზე იმის თქმა, რომ ცუდია, იწვევს მისი ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების განაწყენებას და შეიძლება, ეს ყველაფერი ფიზიკურ ანგარიშსწორებამდეც მივიდეს. მაგალითად, თუ ჩემი მეზობლის სახლიდან ყოველდღე გამოდის წივილ-კივილის, ცემისა და ტირილის ხმა, ქართველი დიდხანს დაფიქრდება, სანამ პოლიციაში იტყვის, რომ რაღაც ცუდი ხდება. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი საქციელი ბუნებრივი მოვლენაა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც ამერიკაში მოხდა, კორნელის უნივერსიტეტში, მე-19 საუკუნის ბოლოს, სადაც ეგრეთწოდებული „შპარგალკების” გამოყენებამ ყველა ზღვარს გადააჭარბა, გამოცდის დროს აუდიტორიაში შეყავდათ პოლიცია, რამაც შეურაცხყო სტუდენტები. მათ ადმინისტრაციას უთხრეს, რომ არ გინდათ პოლიცია და საკუთარი ძალებით უზრუნველვყოფთ წესრიგსო. შექმნეს ანონიმური კომიტეტი, სადაც ყველა სტუდენტი ვალდებული იყო, მიეტანა ენა, თუ „შპარგალკის” გამოყენების შემთხვევას დაინახავდა და საბოლოოდ, პრობლემა მოიხსნა. ამას უდევს სრულიად ცხადი და რაციონალური აზრი იმისა, რომ „შპარგალკით” დაწერილი გამოცდის მეშვეობით, ვერ გამოხვალ კარგი სპეციალისტი, რაც ქართველი სტუდენტებისთვის სასაცილოა. მათთვის „შპარგალკის” გამოყენება იმდენად ბუნებრივია, რომ ასეთი საქციელი, რაც კორნელის უნივერსიტეტმა თავის სტუდენტებს დაავალა, იქნება უკიდურესად მიუღებელი. რაც შეეხება დემოკრატიასა და ჩაშვებას,  ხშირ შემთხვევაში, ჩაშვება ძალიან მძიმე რამეა. მაგალითად, პაპარაცი, პრინციპში, ჩაშვებაა.
– ჩაშვების ინსტიტუტის ისტორია საქართველოში გარკვეულ პერიოდებთანაა დაკავშირებული. დღევანდელი საზოგადოებისთვის, ხშირ შემთხვევაში, ტერმინი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის დაბეზღებას და არა დროულ მხილებას...
– სამართლის ფილოსოფიაში არსებობს ასეთი ცნება – დაკანონებული უსამართლობა. სტალინის პერიოდიდან მოყოლებული და მერეც, თუ არ დაასმენდი, ექვემდებარებოდი რეპრესიებს. დასმენის შედეგი კი ფატალური იყო. აქ ჯარიმასა და მსუბუქ დასჯაზე არ არის საუბარი, იყო გადასახლება 25 წლით ან დახვრეტა. რაც ეს პრაქტიკა გადავარდა და დაიმსხვრა კომუნისტური კავშირი, საქართველოში, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში, შემოვიდა ქურდულ სამყაროში არსებული ნორმები, სადაც ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმა იყო. დემოკრატიის დროს ასეთი რამ არ ხდება. ტერმინი – „ჩაშვება” – უარყოფით დატვირთვას იძენს, უმჯობესია, თუ ამ მოვლენას დემოკრატიასთან ვაკავშირებთ, სხვა ტერმინით ჩავანაცვლოთ, მაგალითად: მხილება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოტანა.
– ქართულ რეალობაზე დაყრდნობით, რეალურია ახლო მომავალში „ჩაშვების“ ინსტიტუტი, თუნდაც მხილება რომ ვუწოდოთ, იყოს მისაღები და დასაშვები?
– იმ შემთხვევაში იქნება წინსვლა, თუ საზოგადოება მეტად მიიღებს ამას. ამერიკელებმა შეძლეს სიგარეტის მოწევის შემცირება, მათში მწეველი ადამიანი გადაიქცა ცუდ ტონად, დაბალი კლასის წარმომადგენლად. როცა საქართველოში ჩათვლიან, რომ ნამდვილად არ არის არაქართველობა ცუდის მხილება და კანონთან თანამშრომლობა, სიტუაცია, რა თქმა უნდა, დადებითად შეიცვლება. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც სამართალდამცავებთან ურთიერთობა და მათი მუშაობის წესრიგი.

скачать dle 11.3