კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო

წყალტუბო მსოფლიოში ცნობილი თვითმყოფადი ბალნეოლოგიური კურორტია.  აქაური სასწაულმოქმედი წყაროების შესახებ ხალხმა უძველესი დროიდან იცოდა. კურორტ წყალტუბოს მინერალურ წყლებს დიდი ხნის ისტორია აქვს. წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში და უფრო ადრეც. XII-XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო ადგილი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით. შემდგომ საუკუნეებში ამ სამკურნალო პუნქტის ცხოვრება პერიოდულად ხან ჩაკვდებოდა, ხან კიდევ გამოცოცხლდებოდა. ის უშუალოდ იყო დამოკიდებული  ქვეყნის იმ პერიოდის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
კურორტი წყალტუბო  დასავლეთ საქართველოში მდებარეობს,  გამოირჩევა  ძალზე ორიგინალური ჰიდროგეოლოგიური აგებულებით. ქუთაისიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული, თბილისიდან – 250 კილომეტრით, შავი ზღვის სანაპიროდან – 70 კილომეტრით, ზღვის დონიდან კი 95-120 მეტრზე მდებარეობს.
კურორტს  სახელი გაუთქვა მისმა უნიკალურმა მინერალურმა წყლებმა, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით განუმეორებელია.  წყალი შეიცავს  კეთილშობილ  აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს, რის გამოც მას აიროვან-აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ, ანუ მისი მინერალური წყლები განეკუთვნება სუსტად რადონულ (1-2,7 ნკ/ლ ან 3; 7,5 მახეს ერთეული ან 40-100 ბეკერელი (ახლა ბეკერელით იზომება), ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის  ბუნებრივი ტემპერატურაა 33-35 გრადუსი ცელსიუსით, რაც საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობისა და გაგრილების  გარეშე.
წყალტუბოს მინერალური წყლის მაღალხარისხიანობის მაჩვენებელია:
1. ბუნებრივი ოპტიმალური ტემპერატურის მუდმივობა, რაც ხელს უწყობს აბაზანების ადვილად ამტანიანობას;
2. წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან შედის, ყოველგვარი გათბობისა და გაგრილების  გარეშე.
3. კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლად შემოედინება აბაზანაში და გაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკურ-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას. შედეგად, ადამიანი იმყოფება მუდმივად ახალ წყალში;
4. არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, შემადგენლობით არ არის აგრესიული და, შესაბამისად, დამსვენებელთა ასაკიც შეუზღუდავია (4 წლიდან  ხანდაზმულების ჩათვლით).
წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განაშენიანების პირველი გეგმის დამუშავება,  1925  წელს დაიწყო გერმანელი სპეციალისტების მონაწილეობით.
წყალტუბო მსოფლიოს იმ უიშვიათესი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა დაგეგმარება და განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული ორიგინალური გენერალური გეგმის  მიხედვით განხორციელდა. სააბაზანოები მინერალური წყაროების პარკში განლაგდა (რომლის ფართობიც 80 ჰექტარია), ბორცვიანი რელიეფი გამოყენებულ იქნა სანატორიუმების მშენებლობისთვის, ხოლო საცხოვრებელ უბნებს დაეთმო კურორტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია, ანუ კურორტი გაშენებულია ეგრეთ წოდებული ამფითეატრის მსგავსად. კურორტზე ფუნქციონირებდა 9 სააბაზანო შენობა, 2 ბიუვეტი,  21 სანატორიუმი და კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი, სადაც მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და დაცულია მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ადამიანის ორგანიზმზე წყალტუბოს მინერალური წყლების ზემოქმედების შესახებ.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, ერთი წლის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, კურორტზე მკურნალობას გადიოდა 120.000 დამსვენებელი, ხოლო სინამდვილეში, ფაქტობრივად, კურორტი ემსახურებოდა 150-160 ათას დამსვენებელს. ოფიციალურად, კურორტის გამტარუნარიანობა დღეში შეადგენდა დაახლოებით 10 000 ადამიანს, სინამდვილეში კი უფრო მეტიც იყო (იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი საგზურისა და საკურსეს გარეშე ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ და, შესაბამისად, არსად არ იყვნენ რეგისტრირებულები). სამკურნალო კურსის ხანგრძლივობა შეადგენდა 21 დღეს.
წყალტუბო წარმოადგენს არასეზონურ კურორტს და იგი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში, 365 დღე (დასვენების დღეების გარეშე).
მინერალური წყლის დებიტი, წლის პერიოდებიდან გამომდინარე, მერყეობს და შეადგენს 17-20 მილიონ ლიტრს 24 საათში (დღე-ღამეში). წყლის  ბუნებრივი ტემპერატურა (33-35 გრადუსი ცელსიუსით) საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობისა და გაგრილების გარეშე.
რადონი და მისი დაშლის პროდუქტები მაღლა სწევს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას (ჭრილობებისა და დამწვრობების შემდეგ), აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სედატიური (დამამშვიდებელი) ეფექტი, ააქტიურებს კოგნიტურ ფუნქციებს.
სს „ბალნეოსერვისის“  ¹6 და ¹1 წყაროების შენობები  უშუალოდ წყაროებზეა აგებული (მინერალური წყლის გრიფონებზე). ეს ორი წყარო  კეთილმოწყობილია, მათში მოთავსებულია ხუთი აუზი  სამკურნალო მინერალური წყლით, 50 ინდივიდუალური სამკურნალო წყლის აბაზანა, 16 ჰიდრომასაჟის კაბინეტი, სამი ჰორიზონტალური გაჭიმვის კაბინეტი და ასე შემდეგ.
წყალტუბოს მინერალურ-რადონული წყალი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
* საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ართროზები, ართრიტები, დისკოგენური რადიკულიტები და სხვა.);
* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (პოსტინფარქტული მდგომარეობა, შუნტირების შემდგომი პერიოდი, ჰიპერტენზია და სხვა);
* ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (ნევროზი, ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნევრიტი და ნეიროპათიები და სხვა);
* გინეკოლოგიური დაავადებები (ანთებითი პროცესები, უნაყოფობა და სხვა);
* უროლოგიური დაავადებები (ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია);
* კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა);
* ენდოკრინული სისტემის დაავადებები (დიფუზური ჩიყვი, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი ფორმა და სხვა).
აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ შემუშავებული გვაქვს შესაბამისი სამკურნალო პროგრამები, რომლებიც ინიშნება ინდივიდუალურად, პაციენტის საერთო მდგომარეობისა და დიაგნოზის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროგრამებში გამოიყენება ჩვენთან არსებული 17 სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურა: მინერალური წყლის აბაზანები, წყალქვეშა (ჰიდრომასაჟი), სამკურნალო ფიზკულტურა აუზში, კლასიკური სამკურნალო მასაჟი, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა მინერალურ წყალში, ფიზიოთერაპია,  პრესოთერაპია, გინეკოლოგიური ირიგაცია, შხაპი „შარკო“,  შხაპი  „ცირკულარული“, მექანოთერაპია წყალში, პელოიდოთერაპია, ჰიდროკოლონოთერაპია.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ დღეისათვის  წყალტუბოში ჩამოსულ დამსვენებელთა 80%-ს არა უბრალოდ გაჯანსაღება, არამედ, უშუალოდ მკურნალობა სურს.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ავადმყოფთა თანამედროვე რეაბილიტაციის პირობებში დიდი როლი ენიჭება არამედიკამენტური მკურნალობის მეთოდებს, ხოლო ამ მეთოდებში წამყვანი როლი უჭირავს ბალნეოლოგიას, კერძოდ კი – რადონოთერაპიას.
ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება მედიკამენტური პრეპარატების გვერდითი ეფექტების გამო და სწორედ რადონოთერაპია არის აღნიშნული პრობლემის ღირსეული ალტერნატივა.
იყო დრო, როცა ევროპული ელიტის წარმომადგენლებისთვის პრესტიჟულად ითვლებოდა „წყლით მკურნალობა“. დღეისათვის მთელ მსოფლიოში  აშკარაა ბუნებრივი ფაქტორებით მკურნალობისკენ დაბრუნების ტენდენცია.
შესაბამისად, კურორტი წყალტუბო საუკეთესო ბაზაა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით მაღალეფექტური მკურნალობისთვის, მინერალური წყლის მაღალი დებიტის, მუდმივი ტემპერატურისა და ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, რადონოთერაპია ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული კლინიკური მედიცინა.  
სს.„ბალნეოსერვისი,“
წყარო #6.
ტელ.: 599 499-112,
555 594-945, 599 986-802.

скачать dle 11.3