კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისელი ქმრიანი ქალები იოსებ გრიშაშვილს შვილებს უჩენდნენ

„გარეთ  ყინვა სუფევდა,  გულში – დავიდარაბა. შემიყვანე ოთახში, ჩამიკეტე დარაბა. მოიმარჯვე ალერსის მოჭედილი სიათა და ამბორი ტუჩებზე დამაყარე ტყვიადა... რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე! როცა მოვკვდე, გენაცვალე, ძეგლად გადამეფარე”... ჩვენ ახლა იოსებ გრიშაშვილის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გესაუბრებით, რომელიც ძალიან საინტერესო ეპიზოდებითაა სავსე. 14 წლისას მამა გარდაეცვალა, შემდეგ დედა გაუთხოვდა. თავის გადასარჩენად იძულებული შეიქნა, სწავლა მიეტოვებინა და მუშაობა დაეწყო. ერთი პერიოდი რუსთაველის თეატრშიც მუშაობდა სუფლიორად. სწორედ მაშინ  შეუყვარდა მსახიობი ოლღა ლეჟავა, თუმცა გრძნობა ცალმხრივი იყო. მას მიუძღვნა ოცდაათზე მეტი ლექსი. იგივე მოხდა სხვა ქალბატონის შემთხვევაშიც – ვინმე სოფო ჩიჯავაძე, მას თავდავიწყებით შეუყვარდა და უამრავი ლექსი მიუძღვნა. ის კი სხვაზე გათხოვდა და საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა. ამის შემდეგ იყვნენ ფოთის თეატრის მსახიობი ნინო ჩიხლაძე, მარიჯანი და სხვანი. გრიშაშვილის ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც  ქალს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მეტიც, 30-იან წლებში მისი პოეზია ეროტიულადაც კი მიიჩნიეს. მიუხედავად იმისა, რომ ის თბილისის მოტრფიალე პოეტი იყო, ასე გახდა „კოცნის პოეტი“. თუ შეადარებდა – მისთვის წიგნი და ქალი ერთნაირი იყო. თურმე ამბობდა, ქალისა და წიგნის  სახეტიალოდ გაშვება არ შეიძლება, თორემ უკან ორივე გაცვეთილი დაბრუნდებაო. მას  სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა ქალები, რომლებიც სხვადასხვა დროს უყვარდა. ზოგიერთ მათგანთან თურმე დიდი ვნებაც აკავშირებდა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ იმდროინდელი ცნობილი ადამიანისგან,  მათგან რამდენიმე მანდილოსანი მისი შვილის დედაც კი გამხდარა. მისი  ერთადერთი ოფიციალური ცოლი მსახიობი ქეთო ჯაფარიძე გახლდათ, რომელთანაც 61 წლის ასაკში დაქორწინდა. 
ნოდარ გრიგალაშვილი (იოსებ გრიშაშვილის დისშვილი და მუზეუმის ხელმძღვანელი): „გრიშაშვილის ცხოვრების ქალებმა“ დიდი ადგილი დაიკავეს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. სხვადასხვა დროს პოეტის ლექსების მუზებად ქცეულან ოლღა ლეჟავა, სოფიო ჩიჯავაძე, მარიჯანი (მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე), ქეთო ჯაფარიძე. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ზემოჩამოთვლილთა გარდა, პოეტის ცხოვრებაში არსებობდნენ სხვა მანდილოსნებიც, რომლებმაც არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მის ცხოვრებაში... იყო ასეთი ქალი – ხარფუხელი მაშო, რომლის შესახებაც პოეტი თავის უბის წიგნაკში წერდა: „15-16 წლის ვიყავი, როცა მაშო შემიყვარდა, თუმცა რატომ არ შემიყვარდებოდა, ისეთი ლამაზი იყო“. ამ ხარფუხელ მაშოს გრიშაშვილმა ოთხ ენაზე მიუძღვნა ლექსი. ოლღა ლეჟავას, სოფიო ჩიჯავაძისა და მარიჯანის შესახებ ყველასთვის ცნობილია. მაგრამ, ნაკლებად არის ცნობილი მარუსია ყანდიმოვის შესახებ, რომელსაც გრიშაშვილმა  უძღვნა „სად შენა და სად მარუსიას თვალები“.
ამის მერე იყო  მარუსია წერეთელი, თამარ ელიაძე, ოლია ნემსაძე, ნინო თარიშვილი, რომელსაც გრიშაშვილმა „ჩემი აღმართი“ მიუძღვნა. „რა კარგი ხარ, რა კარგი“ მერი ნაკაშიძეს ეძღვნება.
ასე რომ, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქალბატონებიც პოეტის სრულფასოვანი მუზები და ბევრი კლასიკური ლექსის ადრესატები იყვნენ... მარუსია წერეთელი გათხოვილი იყო. მისი ქმარი საჩხერეში ცნობილი ქველმოქმედი გახლდათ, რომელიც ხშირად მართავდა პოეტურ საღამოებს. წერილებიდან ჩანს, რომ გრიშაშვილს მარუსია წერეთელთან  ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მარუსიას წერს, ჩემს წერილს რომ მიიღებ, დახიეო. თვითონ კი ყველაფერს ინახავდა და რაღაც დღიურის მსგავსს აწარმოებდა, სადაც ამ ქალების შესახებ ყველაფერს წერდა. იმასაც აკონკრეტებდა, რომელი ქალი ვის გაჰყვა ცოლად... ინტიმური სიახლოვე ყველასთან არ ჰქონია. მაგალითად, ცნობილი ქველმოქმედის ს.ე-ძის მეუღლესთან თ.ე-ძესთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ დღიურებიდან ჩანს, რომ მათი ურთიერთობა ხვევნა-კოცნაზე შორს არ წასულა. იოსებ გრიშაშვილი მექალთანე არ იყო. უბრალოდ, პოეტური სული ჰქონდა და ქალები შემოქმედებითი მუზისთვის სჭირდებოდა... 61 წლის იყო, როცა დაოჯახდა. ქეთო ჯაფარიძე ცნობილი მომღერალი გახლდათ, რომელიც თამარ წერეთელთან ერთად ლენინგრადში რუსულ რომანსებს მღეროდა. მისი პირველი ქმარი შუა აზიაში გადაასახლეს. მეორე ქმარი – სერგო ბაბოვი იყო, პროფესორ არშალ ბაბოვის შვილი. როგორც მახსოვს, კიდევ ვიღაც გენერალი ჰყავდა და ბოლოს, მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის მცდელობით, იოსებ გრიშაშვილზე დაქორწინდა. ჭიაურელი და ვერიკო ქორწილში მეჯვარეები იყვნენ. ქეთოს გრიშაშვილზე არასოდეს უეჭვიანია. ერთად 15 წელი იცხოვრეს და ქეთო ჯაფარიძეც უამრავი სასიყვარულო ლექსის ადრესატი გახდა... მარიჯანს ქმრისგან ორი შვილი ჰყავდა და მესამე გრიშაშვილისგან ეყოლა. პოეტს მარიჯანიც და მისი შვილიც ძალიან უყვარდა. ბუნებრივია, როცა ქალი გიყვარს, შვილიც გიყვარს, რომელიც მისგან გყავს... იყო ქალი, რომელმაც პოეტის გამოყენება გადაწყვიტა და ბავშვი გაუჩინა. რა თქმა უნდა, იმ ბავშვს არაფერი დაუშავებია, მაგრამ გრიშაშვილს არც ის უყვარდა და არც – დედამისი. სამწუხაროდ, მისი ცხოვრებაც უკუღმართად აეწყო. ფსიქიკურად დაავადდა და გრიშაშვილის გარდაცვალების შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. დეიდასგან გამიგია, რომ იოსებს კიდევ ჰყავდა შვილი, მაგრამ მის შესახებ არაფერი ვიცი.“
გრიშაშვილის ბევრი წერილი დაკარგული და განადგურებულია. ოჯახში რომ არავის ენახა, ქალები მიმოწერას ანადგურებდნენ, თუმცა იოსები მათ ყველა წერილს ინახავდა... (ავტორი – ნელი თორდია).
აღმოსავლეთის პარალელურად, პოეტს, დასავლეთიც იზიდავდა და „ევროპაში გაჭრას” ცდილობდა. ამის მაგალითია ბარათი, რომელიც იოსებ გრიშაშვილს 1923 წლის 24 მაისს დაუწერია. ეს წერილი ერთ დროს ინახებოდა თამარ და აკაკი პაპავების არქივში, რომელიც 1997 წელს პაატა ნაცვლიშვილმა არგენტინიდან ჩამოიტანა და დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული (ავტორი – თამარ კიკნაველიძე). აი, რას წერს იოსებ გრიშაშვილი: ,,ძვირფასო აკაკი! როგორა ხარ? მე კი ძაან ქესატად ვარ ორივმხრივ. მოკლედ: მინდა, გერმანეთში მოვიდე – თვალს გავაღებ და ამასთანავე, ჩემს პოეზიას უფრო მეტი კიდეგანობა ექმნება. აქ ვერცერთ გაზეთში ლექსი ვერ მივიტანე. ხომ იცი, ჩემი ლექსი უფრო ქალებს დასტრიალებს, ზექვეყნიურია და შეკვეთით ვერ დავწერე ვერაფერი... მომწერე საჩქაროდ: 1. შეიძლება თუ არა ჩამოვიდე შენთან (ბინას დავიდებ სამსონთან ან ჭიაურელთან)? 2. საგზაო ფულს თან წამოვიღებ. 3. ხოლო ერთ ლუკმა პურს ნუ დამაყვედრებ და დროებით დამაოკე. 4. ვიზა, არ ვიცი, საიდან სჯობია… აქ ძალიან ძნელია ვიზის მიღება – ისევ მანდედან მომიხერხე – რომ როგორც სტუდენტი, ენები მინდა ვისწავლო სრ. საქ. მწერალთა კავშირის დადგენილებით.  5. თამარი ისე წავიდა, ისე ქაფურივით გაჰქრა მისი ბრგემოსილობა, რომ ვერაფერი ვერ გამოვატანე: ახალი წიგნები კი (მაგ. აბაშელისა, სანდრო ეულისა და სხვ.) ბევრი გამოვიდა. 6. აკაკი!.. იცოდე ჩემი მომავალი შენზეა დამოკიდებული: მართალია, ბევრს გაწუხებ მაგრამ მე უფრო მინდა განვითარება: მწყურია ჰორიზონტი. თუ უარს მეტყვი, მერე ინანებთ, მაგრამ გვიან იქნება. ველი წერილს, მარშრუტის ავანჩავანს (დარიგებას) და ვიზას უსათუოდ. მოელაპარაკე სხვებსაც. შენი სოსო”… იოსებ გრიშაშვილი ევროპაში ვერ წავიდა, მაგრამ პოპულარული გახდა სამშობლოში. „სხვათა შორის, ეს ლექსი („რომანსი”) აკაკი წერეთელს საკუთარი ხელით გადაუწერია და იოსებ გრიშაშვილის საღამოზე წაკითხულ თავის მოხსენებაში ჩაურთავს 1914 წლის 23 აპრილს. თავისთავად მრავალმნიშვნელოვანი ჟესტია პოპულარობის ზენიტში მყოფი მხცოვანი პოეტისგან 25 წლის ყმაწვილის საიუბილეო საღამოზე მოხსენებით გამოსვლა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აკაკის ამის შემდეგ ერთი წელიც აღარ უცოცხლია, შეიძლება ვთქვათ, რომ მან ერთგვარად ესტაფეტა გადასცა გრიშაშვილს – პოპულარობის ესტაფეტა. თუმცა, გრიშაშვილი აკაკის სიცოცხლეშიც საკმაოდ პოპულარული იყო. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1910 წელს ქუთაისში გამართულ ილიას ხსოვნის საღამოზე თბილისიდან მხოლოდ ვაჟა-ფშაველა და 21 წლის გრიშაშვილი მიუწვევიათ. აკაკის სიკვდილის შემდეგ კი არცერთ პოეტს არ ღირსებია საქართველოში ისეთი პოპულარობა, როგორიც იოსებ გრიშაშვილმა მოიხვეჭა. იყო პერიოდი, როცა მას კვირაში ორ-სამ საღამოს უმართავდნენ, რომელთაც უამრავი ხალხი ესწრებოდა”, – წერს პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც საუბრობს მის წარმომავლობაზე, აღმოსავლურ პოეზიასა და ქალაქურ ფოლკლორზე ამოზრდილ პოეტზე; კრიტიკოსებზე, რომლებმაც მისი შემოქმედება განიხილეს და კიდევ იმაზე, რაც, თითქოსდა, დავიწყებას მიეცა. … „ბევრმა როდი იცის, რომ ძველი თბილისის ფენომენი და თავად ეს სიტყვაშეთანხმება „ძველი თბილისი” სწორედ იოსებ გრიშაშვილმა შემოიტანა და დაამკვიდრა ქართულ აზროვნებაში. შემთხვევითი არ არის, რომ მისი გაუხუნარი წიგნი „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გამოიცა – ქართულად თბილისში და ერთხელ – გერმანულად ბერლინში. ბევრმა არ იცის, რომ გრიშაშვილმა შეადგინა „ქალაქური ლექსიკონი”, რომელშიც მრავალი ისეთი სიტყვაა, თითქმის ყოველდღე რომ ვხმარობთ და სხვა არც ერთ ლექსიკონში არ არის. ბევრმა უკვე არ იცის, რომ გრიშაშვილის ლექსიდანაა დღეს ასე ხშირად ციტირებული ფრაზა: საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი – შიგ ჩასმული ბადახში...“

скачать dle 11.3