კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორც თოვლის ზვავი


ეჭვიანობა საშინელებაა, მაგრამ უფრო დიდი საშინელებაა ამ ეჭვის გამომწვევი მიზეზი.  დიახ, ღალატი ისე გეცემა თავზე, როგორც თოვლის ზვავი, რომელიც მთის მწვერვალიდან პატარა გუნდის ფორმით გორდება და ნელ-ნელა თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს.
თუ ეჭვის პირველივე შემოტევისას არ გაარკვევთ და ნათელს არ გახდით სიტუაციას, ის უფრო გართულდება, კონტროლიდან გამოვა და გაგანადგურებთ.
ურთიერთობა აუცილებლად შევა ჩიხში. მუდმივი წყენა, იმედგაცრუება, ტკივილი – სერიოზული სტრესია. თავს ვეღარ გააკონტროლებთ და საქმე სკანდალებამდე მივა. ამ ყველაფრის მერე ერთმანეთი აღარ მოგინდებათ.
საყვედურები და ხშირი შენიშვნები, არცთუ იშვიათად ხდება ღალატის მაპროვოცირებელი ფაქტორი. მუშაობს ლოგიკა: მაინც სულ მეჩხუბებიან იმისთვის, რაც არ ჩამიდენია და მორალური უფლება მაქვს, ეს რეალობად ვაქციოო.
სკანდალები, მძიმე ატმოსფერო ოჯახში – თრგუნავს როგორც ზრდასრულ ადამიანებს, ისე ბავშვებს. თუ თქვენი შვილი ხშირად ხდება ავად, დაფიქრდით – როგორი სიტუაცია გაქვთ ოჯახში.  თოვლის ზვავი ყველაფერს მუსრავს და ანადგურებს. იცოდეთ, თუ თქვენმა პატარამ რაიმე ცუდი ან არაადეკვატური ჩაიდინა, მიზეზი შეიძლება თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობა იყოს. ბავშვები ამით პრობლემიდან თქვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ.

თქვენთვის
 დაბადებული

„მოუსმინეთ გულს,“ – ეს ძალიან პოპულარული რჩევაა. მაგრამ არავინ გეუბნებათ, ეს როგორ უნდა გააკეთოთ. როგორ უნდა მოუსმინო იმას, რაც „არ გელაპარაკება“?! „კარნახი“ გონებამ უფრო იცის. გრძნობების „გამორთვა“ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ცხოვრების თანამგზავრის არჩევა სერიოზული საქმეა. ბევრი ქალი შესაბამისი პარტნიორის მოძებნას წლებს ანდომებს და ამას შეცდომების ფასად ახერხებს. ერთი შეხვედრით იმის მიხვედრა, რომ ეს „შენი ადამიანია“, შენი მეორე ნახევარი და შენი ცხოვრების თანამგზავრი, თითქმის შეუძლებელია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, ხელი ჩაიქნიოთ. დაიწყეთ იმით, რომ ჯადოსნურ პრინცზე ოცნება შეწყვიტეთ. იდეალურ მამაკაცს ვერ იპოვით. იმიტომ რომ, ასეთი მამაკაცი არ არსებობს. თუ იდეალის დევნას თავს არ დაანებებთ, იმედგაცრუება და შოკი არ აგცდებათ. შეგიყვარდათ? ფიქრობთ, რომ ის თქვენთვისაა დაბადებული? მაშინ მიიღეთ ისეთი, როგორიც არის. შეეგუეთ იმას, რომ მას თავისი ხასიათი, გატაცებები და ჩვევები ექნება. ამ ყველაფერს არ შეეწინააღმდეგოთ და ბრძოლა არ წამოიწყოთ. ოჯახური ბედნიერების მისაღწევად ურთიერთობაში ჰარმონიაა საჭირო, რაც ერთად უნდა შექმნათ, ერთობლივი ძალისხმევით... და მაინც, როგორ უნდა მოუსმინო საკუთარ გულს? უბრალოდ, ყურადღებით უნდა იყო და მიხვდები, შეგეფერება თუ არა ეს მამაკაცი; არის თუ არა ის შენთვის დაბადებული.

სამი ნაბიჯი

გინდათ, იყოთ ბევრი ადამიანისთვის სასურველი? ჯერ ერთი, უნდა გინდოდეთ ეს და მეორე – არსებობს აუცილებელი პირობები, რაც უნდა დაიცვათ და მეტიც, თქვენს ყოველდღიურობად აქციოთ.
* გაიღიმეთ! – პირველი და უმთავრესი ნაბიჯი. ბუნებრივია, ყოველთვის სიცილ-ხარხარის განწყობაზე ვერ იქნებით. ამას არც არავინ ითხოვს თქვენგან, მაგრამ უწყინარ ღიმილს წინ არაფერი უდგას და ვერც ვერაფერი დაუდგება. მეტიც, თუ უგუნებოდ მყოფი გაიღიმებთ, გუნებაც გამოგისწორდებათ, განწყობაც და მხიარულების მიზეზიც აუცილებლად გაგიჩნდებათ.
* ისწავლეთ პატიება – როცა ვიღაცაზე დიდხანს ბრაზობთ, სულერთია, რა დოზით შეიძლება იყოს ის დამნაშავე, რეალურად, სჯით მხოლოდ საკუთარ თავს. იგროვებთ უზარმაზარ ნეგატივს, რაც დიდი ხნის განმავლობაში აღარ გადის თქვენგან. რა თქმა უნდა, ერთბაშად ვერ იტყვით, რომ არაფერი მომხდარა – ყველაფერმა ჩაიარა. მაგრამ, არც იმდენ ძალისხმევად ღირს, რასაც ნერვიულობასა და ბოღმის დაგროვებაში ხარჯავთ. უნდა მოინდომოთ და ისწავლოთ წყენისგან სწრაფად გათავისუფლება. შეგიძლიათ, მოიქცეთ ასე – წარმოიდგინეთ, რომ ელაპარაკებით იმას, ვინც გაწყენინათ. „უთხარით“ ყველაფერი, რასაც იმ წუთში მასზე ფიქრობთ,  „დაიცლებით“ და მოგეშვებათ.
ხშირად თქვით, „გმადლობ“ და დაეხმარეთ სხვებს – ეს ყველაზე მთავარი ნაბიჯია ცხოვრების პოზიტიურ ტალღაზე გადასაყვანად. შეიძლება, თავიდან ვერ იგრძნოთ, როგორ ივსებით დადებითი ენერგიით, მაგრამ განაგრძეთ ადამიანების დახმარება; მადლობის გადახდა ხშირად და ყველაფერზე... „მადლობა“ მეუღლესაც უთხარით ხოლმე. ის ამას დააფასებს.

ასაკი არაფერ
 შუაშია

ქალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება და უნდა იყოს სასურველი... ეს არ არის უბრალო სიტყვები. მოძველებული სტერეოტიპები წარსულს ჩაბარდა. თუ ქალს სურვილი აქვს, შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რათა შეინარჩუნოს მიმზიდველი იერი...
სექსუალური, მომხიბვლელი, ვნებიანი ქალი ვერ იქნება ნორჩი გოგონა. ეს ყველაფერი ბოლოს მაინც ასაკამდე და გამოცდილებამდე მიდის. მამაკაცების უმრავლესობა ამბობს, რომ მოვლილი, გემოვნებიანი ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა, კაცისთვის გაცილებით სასურველია. უკვე დიდი ხანია, აღარ მიიჩნევა, რომ არსებობს მკაცრად გამიჯნული და განსაზღვრული სტილი – ანუ, ახალგაზრდა გოგონასთვის რაც შეიძლება, ის არ შეიძლება ორმოცი წლის ქალბატონისთვის. რატომაც არა?! დღეს ჩვენ ისეთი თავისუფლები ვართ, როგორც არასდროს. მთავარია, არ დაკარგოთ აღმაფრენა და სიცოცხლის ხალისი. იზრუნეთ საკუთარ განწყობასა და გარეგნობაზე. მთავარია, გჯეროდეთ და გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების. ეს თავდაჯერებულობა აუცილებლად აისახება თქვენს გარეგნობაზეც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მოკლედ, ასაკი არაფერ შუაშია – თქვენ არ უნდა იგრძნოთ ის და მაშინ სხვებისთვისაც შეუმჩნეველი დარჩება.

скачать dle 11.3