კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდება დღეს ოჯახების ხშირი დანგრევის მიზეზი და როდის არის ქმარი ცოლის მიმართ კერპთაყვანისმცემელი

„დღეს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ როგორ იქმნება და როგორ მალევე ირღვევა ოჯახები – ნადგურდება. თუ გინდათ, ქვეყანა გადარჩეს, იყოს აღმავლობა, სიხარული, სიკეთე – ოჯახები აუცილებლად უნდა შეიქმნას. თუ ოჯახები აღარ შეიქმნება, ერიც გადაჯიშდება და გადაგვარდება. ყველაფერი ოჯახზეა დაფუძნებული. დღეს კი ბევრი ოჯახი ინგრევა ან დანგრევის პროცესშია. ამ ყველაფრის მიზეზი კი, ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, რა საფუძვლებს ეფუძნება ოჯახი, რა მოვალეობა აკისრიათ ცოლს და ქმარს,“ – ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 –  ჯვრისწერის დროს ცოლ-ქმარი კამერების წინ პოზიორობს, იმის მაგივრად, რომ მოძღვარს უყურონ, ერთმანეთს უსმენენ. მათ კი მოძღვარს უნდა უსმინონ, რომ საიდუმლოს თანამონაწილეები გახდნენ. როდესაც მოძღვარი ლოცულობს, სიძე და პატარძალიც უნდა ლოცულობდეს და დამსწრე ხალხიც: ღმერთო, ეს ოჯახი დალოცე, მიეც ნეფეს ნეფობა, დედოფალს – დედოფლობა. შენ თუ გინდა, იყო ნეფე, შენი ცოლი დედოფლად უნდა აქციო. რამხელა ღირსებებია ნეფობასა და პატარძლობაში. ნეფე, რომელიც ადის ამბიონზე, ემთხვევა მაცხოვრის ხატს, ის არის სახე ქრისტესი, ხოლო დედოფალი – ეკლესიის. ყველა ქართველ მამაკაცს უნდა, რომ მისი ცოლი პატიოსანი იყოს, რადგან ეს უნდა ქრისტეს. თუ ეკლესია ქალწული, პატიოსანი არ იქნება, ვერ ცხონდება მისი ვერცერთი წევრი. ამიტომ ითხოვს ეკლესია და ქართველი კაცი, რომ მისი ცოლი იყოს პატიოსანი. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ არავისთვის არ უნდა ჰქონდეს ნაკოცნი და არავინ არ უნდა ყვარებოდა.
– დღეს ადამიანები ერიდებიან, გაურბიან ოჯახის შექმნას, ამისთვის კი ბევრი მიზეზი არსებობს.
– ღმერთმა ჯერ კიდევ სამოთხეში ინება ადამიანის დაქორწინება. მისთვის შექმნა ყველაფერი და თან, ამბობდა: კარგი იყო, მაგრამ როდესაც შექმნა ადამიანი, თქვა: ფრიად კარგი იყო. შემდეგ შეხედა მას და თქვა: არ არის კარგი ადამიანის მარტო ყოფნა. ადამი სამოთხეშია, ღმერთთან არის, ყველაფერი აქვს და ღმერთი მაინც ამბობს: არ არის მისი მარტო ყოფნა კარგი. და მოჰგვარა ძილი, გამოიღო მისი სხეულიდან ნეკნი და შეუქმნა მას ევა. როცა ადამიანი ძილბურანიდან გამოვიდა, დაინახა თავისი მსგავსი ქმნილება და თქვა: ეს არის ჩემი ძვალი-ძვალთაგანი, ეს არის ჩემი ხორცი-ხორცთაგანი – ეს სიტყვები ყველა მამაკაცმა უნდა დაიმახსოვროს. ღმერთმა ერთი მასალისგან შექმნა კაციც და ქალიც. პავლე მოციქული დასძენს: პირველად ქალმა შესცოდა, მისგან შემოვიდა ცოდვა და მას უნდა ჰქონდეს ლტოლვა მამაკაცისკენ. როგორც ქორწინების საიდუმლოში და ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წერია: მამაკაცს უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა. ალბათ, ამაზე ბევრს გაეცინება: რას ჰქვია, მეშინოდეს, რომელი საუკუნეა? თუ უნდა გეშინოდეს ღმრთისა, ეს ნიშნავს იმას, რომ სიყვარულით უნდა გეშინოდეს და ცუდი არაფერი ჩაიდინო. ასეთივე სიყვარულით უნდა გეშინოდეს ქმრისა, რომ ცუდი არაფერი ჩაიდინო. მამაკაცი არის დედაკაცის თავი, მამაკაცის თავი არის ქრისტე, ხოლო ეკლესიის თავი არის ღმერთი. მე არ ვცდილობ, ქალის დაკნინებას, პირიქით, ეკლესიამ მაღალ დონეზე აიყვანა ქალი, რამეთუ ქალწულისგან იშვა ღმერთი. ზეციურ იერარქიაში არა მამაკაცია ყველაზე აღმატებული, არამედ დედაკაცი – ქალწულ-ღვთისმშობლის სახით, რომელიც დედაა ყველა ადამიანისა. პირველი სასწაული სწორედ ქორწილში აღასრულა ქრისტემ. რა ექორწინებოდა ქრისტეს, რომელიც გავერანებულ, გაჩანაგებულ ქვეყანაში მოვიდა, სადაც ადამიანებს ეშმაკები ჰყავთ დახვეული, უამრავი ავადმყოფია. რა თქმა უნდა, ქრისტე ისე არ იჯდა ქორწილში, როგორც თანამედროვე მოძღვრები, დღეს რომ ქორწილებში ქეიფობენ. მაგრამ, ბუნებრივია, მას უხაროდა პირველი ქორწილი. როდესაც მას უთხრეს: ღვინო შემოაკლდათ, კი არ თქვა: წადით სახლებში, დაიშალეთ, პირიქით, ღვთისმშობლის თხოვნა შეასრულა და წყალი ღვინოდ გადააქცია. როცა ოჯახი იქმნება, ყველაფერი იწყება ფოიერვერკით, ლამაზი კაბებით, სუფრით. სახარებისეული ქორწილიც სწორედ ამას არის შედარებული. თავიდან ღვინო ჩვეულებრივი ღვინოა, ხორციელი სიყვარული, რომელიც ქორწილშივე დასრულდა, ქორწილშივე გამოელიათ ხორციელი სიყვარული, სილამაზე. და ქრისტემ წყალი გადააქცია ღვინოდ, გაწყალებული ურთიერთობა სულიწმიდის მადლით ღვინოდ გადააქცია. თუ სულიწმიდის მადლი არ შეეშველა ცოლ-ქმრის ფიზიკურ ურთიერთობას, მერე მოვლენ ისინი საპატრიარქოში და ჯვრის აყრას ითხოვენ. იოანე ოქროპირი გირჩევთ: თუ შენს ლამაზ ცოლს რამდენიმე კვირაში ან ერთ-ორ თვეში შინაგანი სილამაზე არ შეესაფეხურა, კერპთაყვანისმცემელი ხდები. გეშინია, ნერვიულობ, ეჭვიანობ – შენს ლამაზ ცოლს სვამ სახლში, გარეთ არ უშვებ. მართლმადიდებლური ანთროპოლოგია გვირჩევს: დაოჯახების მსურველი ოჯახდება იმისთვის, რომ მეორე ადამიანი ჰყავდეს შესაფერისი, რომელიც მას  ცხონებაში დაეხმარება.
– რატომ ინგრევა დღეს ასე ხშირად ოჯახები?
– გოგონები, ბიჭები დადიან ეკლესიაში, მაგრამ როგორც კი დაქორწინდებიან, აღარ მოდიან ეკლესიაში. რა ჩავიცვა, რა დავიხურო, სად წავიდე, რა ვიყიდო – მხოლოდ ამაზე ფიქრობენ და წარმართულ ცხოვრებაში გადადიან. ავიწყდებათ, რისთვის შექმნეს ოჯახი, რომ მეორე ნახევარი მათ ცხონებაში უნდა დაეხმაროს. ოჯახის შექმნის მიზეზი ერთმანეთის დახმარებაა, ოჯახის ცხონებაა. ზოგჯერ, რადგან შვილები არ უჩნდებათ, ადამიანები ანგრევენ ოჯახებს, ან სხვასთან მიდიან და აჩენინებენ, ანდა, სხვა ცოლი მოჰყავთ. შვილები აუცილებელია, მაგრამ არა – მთავარი. მთავარია ის, რომ კაცმა აღარ იუფლოს თავის სხეულზე, არამედ ქალმა, ისევე როგორც კაცმა – ქალის სხეულზე. რომ მოგინდება საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, იმისთვის გყავს მეუღლე, რომ მასთან დაიკმაყოფილო ქალური თუ მამაკაცური მოთხოვნილებები და არ ჩავარდე ცოდვაში. ორი ხდება ერთი, რომ ერთმანეთს დაეხმარონ ცხონებაში. ბერი ერმოლაოს (ჭეჟია) თანამედროვე ბერია, რომელიც ათონზე მოღვაწეობს. მან დაწერა ათი რჩევა მეუღლეების მიმართ: 1. ნუ გახდებით თქვენი მეუღლის მასწავლებელი. თუ გინდათ, მას რაიმე ასწავლოთ, აჩვენეთ პირადი მაგალითი. ოჯახი ორივე პარტნიორისთვის ერთმანეთისგან სწავლის საშუალებაა. 2. მეუღლე მიიღე ისეთი, როგორიც არის, მისი განსაკუთრებული თვისებებითა და სისუსტეებით. 3. ოჯახური ცხოვრება თითქოს ერთფეროვანია, მაგრამ ის საინტერესო ხდება, როცა ორივე ცდილობს მასში მრავალფეროვნების შეტანას. 4. ყოველთვის ეცადეთ, გაიგოთ მეუღლის საქციელის მოტივაცია. 5. ნუ ეცდებით ნებისმიერი გზით თქვენი აზრის გატანას, ნუ უსწორებთ მეუღლეს აზრს. ეცადეთ, საკუთარი აზრები გახადოთ მისი აზრების შესაბამისი. 6. სიყვარული იქაა, სადაც ორივე მხარე ცდილობს, წინააღმდეგობები ჰარმონიაში მოიყვანოს. 7. თუ ურთიერთობას ეკლესიური ცხოვრებით გააბრწყინებთ, მისი სიმტკიცის გარანტი უფალი გახდება. 8. ოჯახური ცხოვრების ყველაზე დიდი მტერი ეგოიზმია. 9. შვილების სწორად გაზრდის საუკეთესო საშუალებაა მეუღლეების მიერ ერთმანეთის სიყვარულის მაგალითის ჩვენება. როცა ცოლს ეჩხუბები, შვილი ისმენს, ცუდ მაგალითს აძლევს შვილს. შენი შვილიც შენნაირი მრისხანე და თავხედი გაიზრდება. 10. ოჯახური ცხოვრების იდილიის საიდუმლო პატიების უნარშია. თუ გინდათ, რომ ტკბილი ცხოვრება გქონდეთ, ყველაფერი დაივიწყეთ და ერთმანეთს აპატიეთ. მუდამ გახსოვდეთ, თქვენი მეუღლე თქვენი ხორცშესხმული მფარველი ანგელოზია.

скачать dle 11.3