კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

წმიდა სწავლებანი

საუკეთესო ნუგეშისცემა
ქრისტიანულ ცხოვრებაში გამობრძმედილი მოღვაწენი სულიერი სიხარულის შენარჩუნების კიდევ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ, – ესაა თანაგრძნობა, თანალმობა და გულმოწყალება უპოვართა, გაჭირვებულთა და ურვეულთა მიმართ. რამდენი ადამიანია, ვისთვისაც არც კი დამდგარა ბრწყინვალე დღესასწაული, რომელთა თვალებიც მწარე ცრემლით ინამებოდა მაშინ, როცა თითქმის ყველა ქმნილება მკვდრეთით აღმდგარ უფალს შეჰხაროდა. ჩვენ ვიცით, რომ მრავალთა ჩვენთა ნაცნობთა მწუხარებანი, ნაკლულოვანებანი, სნეულებანი, ათასგვარი უსიამოვნება არა მხოლოდ არ აძლევდა მათ საშუალებას, ნათელი დღესასწაულის მნიშვნელობა სრულად შეეგრძნოთ, არამედ, შეიძლება, ითქვას, კიდევ უფრო აღრმავებდა მათ სევდას. ყველასთვის ცნობილია, რომ მით უფრო მატულობს ადამიანის სულში ვაება, რაც მეტ სიხარულსა და ლხენაში ხედავს სხვებს. ვისაც ძმურად და მეგობრულად მოუნახულებია ხელმოკლეთა საცხოვრებლები, ვისაც გათოშილ-მოშიებული უსახლკარო ქვრივ-ობლები უნახავს, მან იცის, ამ დღეებში განსაკუთრებით, როგორ გმირავს და ღრღნის მათ გულებს უნებლიე კაეშანი! ჩვენი დანი და ძმანი, რომლებიც ბედნიერებისაგან შორს არიან, გავახაროთ ძალისაებრ კეთილგონივრული, ფარული შეწევნით, სხვებისთვის უხილველი ქველმოქმედებით – აი, ჩემი აზრით, ქრისტიანისთვის საუკეთესო ნუგეშინისცემა.
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი

არავინ დარჩება დაუსჯელი...
თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად?
თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?
ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას.
არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია?
წაუსწრებენ და შვიდწილ ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.
ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას.
ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს.
არ პატიობს, არ იღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი.
იგავნი სოლომონისა, თ. 6-7

ცხონების გზა
რაოდენ ვერაგია ეშმაკი!.. ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს: „გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მონასტერში წასულიყავი და ზეციურ სულიერებაში გეპოვა ნუგეში, გეცხოვრა ოჯახური საზრუნავისგან შორს, რაც ყურადღებას გიფანტავს და გთრგუნავს!“
ხოლო ჩემს სულიერ შვილებს, რომლებიც ისწრაფოდნენ, დაემარხათ ქალწულება ქრისტესთვის და მონასტერში წავიდნენ, ცდილობს, ჩააგონოს: „ჯობდა, ცოლი მოგეყვანა, სახლშივე შეგექმნა ეკლესია და ოჯახური ბედნიერებით გეცხოვრა, ასკეტურ ღვაწლსა და მარტოობას განშორებოდი, რაც განადგურებს“.
დაოჯახებული რომ ქცეულიყო მონაზვნად, მონაზონს კი ექორწინა, ბოროტი ახლა საპირისპიროს ჩააგონებდა მათ. ყოველივე ამას ის აკეთებს იმისთვის, რომ სასოება წარუკვეთოს, ცხოვნების გზიდან გადააცდინოს ადამიანი. კურთხეული ქორწინებაც და ქრისტესთვის ქალწულებაც – გზაა ცხონებისა!
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

წარმატების სურვილი
ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა. ამ თვისების გამოძახილია მისი მარად წინსვლისკენ ლტოლვა. ვინმე ადამიანი მიწევნილია იმ გულსავსების საზომზე, რომ კიდევ არ ნდომოდეს უმჯობესობა და წინ ხედვა უფრო უკეთესობისა გაუქმებულ იყოს მის შორის და ერთ წერტილზე ბედნიერების განსასვენებელში სუფევით დამყარებულ იყოს? ყველა დამეთანხმება, რომ არ იქნება ისეთი კაცი ქვეყანაზე, არც მეუფებით, არც სიმდიდრით, რომელსაც კიდევ რაღაც უმჯობესისკენ, წინსვლისკენ ხედვა არ ჰქონდეს. ადამიანს, რამდენიც უნდა დიდების ხარისხთა კიბეები აღვიდეს, რაც უნდა საქვეყნო პატივ-დიდება შეიძინოს, მაინც კიდევ აქვს სურვილი წარმატებისკენ, ხედავს, რომ რაღაც აკლია მას და სრული კმაყოფილების დროშა ჯერ კიდევ ვერ აღუმართვს. ეძებს და მიილტვის სადღაც უმაღლესისკენ. ეს აღუვსებელი ნდობის უფსკრული, დაუშრეტელი წყურვილი წარმატებულებისა და ლტოლვა განდიდებისადმი არ ეკუთვნის მარტო ხორციელ ანგარების ანგარიშს, არამედ ეს ბრწყინვალე ნაპერწკალია დაუსრულებელი ღვთის ხატება ადამიანის უკვდავად სასრულისადმი მისწრაფებისა.
წმიდა ალექსი ბერი

скачать dle 11.3