კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რატომ არის საზიანო საქართველოსთვის ჩრდილოეთისკენ ან დასავლეთისკენ გადახრა და რატომ გადის ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქცია ამ ორთან თანაბარ თანამშრომლობაზე

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგის მქონე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე არის ავტორი კონცეფციისა „სამხრეთ კავკასია – გეოპოლიტიკური სივრცე (თანამშრომლობის ახალი ფორმატი)“, რომელიც, ავტორის აზრით, საქართველოს გადარჩენის საშუალებაა და დღეს ჩვენ სწორედ ამ კონცეფციის მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ.

 – რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს სახელმწიფოს საერთოდ არ აქვს რეგიონული პოლიტიკა, როგორც ასეთი. როგორ ხედავთ სამხრეთ კავკასიის როლსა და ფუნქციას თანამედროვე გეოპოლიტიკური დაპირისპირების პროცესში?
– ქართულ პოლიტიკაში სხვა მავნე ჩვევებთან ერთად დამკვიდრდა სიმართლის თქმის შიში და ურჩევნიათ, ილაპარაკონ ის, რაც მორგებულია დღევანდელ იდეოლოგიას. არადა, დღეს მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი გვიბიძგებს რეგიონალიზაციისკენ. ჩემი მიზანი, სულაც არ ყოფილა სამხრეთ კავკასიური პროექტის შექმნა, მე უბრალოდ, მივედი აქამდე. თუმცა ჩემი მიზანი იყო, სამხრეთ კავკასიას შეეძინა ის ფუნქცია, რაც მას შესძენდა საერთაშორისო ავტორიტეტსა და ფუნქციას. ნებისმიერი ქვეყნის სიძლიერე დამოკიდებულია მის ჩართულობაზე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. დღეს საქართველო არ არის ამ სისტემის ნაწილი, თუმცა გარეგნულად ასე ჩანს, რეალურად, ჩვენ ვართ დანამატი და დამოუკიდებლად, მხოლოდ ჩვენი სივრცით, ვერც მოვახდენთ ინტეგრირებას.
– მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ერთიანი სივრცის შექმნას ხელს არ უშლის აქ არსებული კონფლიქტები?
– სწორედ კონფლიქტები და სამხრეთ კავკასიაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა გვიბიძგებს ამისკენ, იმ ინტერესის გათვალისწინებით, რაც არსებობს სამხრეთ კავკასიისადმი. სამხრეთ კავკასია არ არის ამ სამი ქვეყნის მექანიკური ჯამი. ეს არის თვისებრიობა: სამხრეთ კავკასია, საქართველოდან გამომდინარე, არის დამაკავშირებელი ცივილიზაციების, ისტორიების, კულტურების, რელიგიების, ტრადიციების. ამდენად, დიდია ინტერესი სამხრეთ კავკასიისადმი, რომელიც დღეს არ ფუნციონირებს. მეტიც, ის იქცა ქრონიკული დაპირისპირების არენად და საქართველოში დევს ამ ერთიანი უსაფრთხო სისტემის შექმნის გასაღები. სისტემა ფორმირდება მაშინ, როდესაც ის იქცევა საერთაშორისო უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ნაწილად. ამის ფუფუნების საშუალება კი აქვს მხოლოდ სივრცეს. მსოფლიოს მართავს ერთი ფაქტორი –  ინტერესი.
– რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს დასავლეთს, რუსეთს, აღმოსავლეთს, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას უსაფრთხო სივრცე?
– ჩვენ რომ გვინდა, ეს არაფერს ნიშნავს, უნდა გამოვიდეთ მათი ინტერესებიდან. მათ უნდათ, რომ ეს ერთიანი სივრცე დაიტვირთოს და მოიტანოს მოგება. ყველაფერს აქვს თავისი ფასი, სამივე ქვეყანას ცალ-ცალკე აქვს ფასი, ერთიან სივრცეს  –  50-ჯერ დიდი ფასი და რატომ: დღეს ეს სივრცე, არსებული რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებს 4-5 პროცენტის ფარგლებში. სამხრეთ კავკასიის ტერიტორია არის 250 000 კვადრატული კილომეტრი. აქ არის სამი სუვერენული სახელმწიფო და სამი ეთნოკონფლიქტი. არადა, იარაღის იმ რაოდენობას, რაც თავმოყრილია სამხრეთ კავკასიაში, ვერ ნახავთ დედამიწის ვერცერთ სხვა სივრცეში.
– ფართობთან მიმართებაში?
– დიახ… ამ სივრცის ერთიანობაში ფლობის სურვილი მუდმივად არსებობდა, ჯერ კიდევ ხეთებიდან მოყოლებული, მაგრამ ვერავინ მოახერხა. დღეს ჩვენი თავისუფლების ხარისხი არის პირდაპირპროპორციული რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის ხარისხის. ეს არ არის ქვეყნები, ეს არის სისტემები, გეოპოლიტიკური ცენტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ამოვიდეთ ამ ორის ინტერესებიდან. დღეს მიდის მსოფლიოს გადანაწილება და გადანაწილების ძირითადი პრინციპია რესურსი: დაწყებული ამ რესურსის ფლობიდან, დამთავრებული მის გადაადგილებაზე კონტროლითა და გლობალური ბაზრით. მსოფლიო ბუნებრივი რესურსის 84 პროცენტი არის ერთი მილიარდის ხელში. საქართველოს აქვს რესურსი, მაგრამ არ ვიცით, რამდენი და არც ვიყენებთ. ზოგადად, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ქვეყანასაც აქვს თავისი ბედი, ანუ გეოპოლიტიკა. ჩვენი მიზანი არ არის სხვების ინტერესების თანხვედრა. ჩვენი  მიზანია, მათი ინტერესები თანხვდეს საქართველოს ინტერესებს. ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რამ, ამოცანა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ამოხსნილია, მაგრამ ჩვენთვის პასუხია მიუღებელი. და ჩვენ გვინდა, რომ ამ მოცემულობით ეს ამოცანა წავიღოთ ბრიუსელში, ვაშინგტონში, ფარულად –  მოსკოვში, რათა მივიღოთ სხვა პასუხი, არადა, სხვა პასუხი ვერ იქნება.
ამოცანის პასუხი იცვლება ერთადერთი გზით, როდესაც იცვლება ამოცანის მოცემულობა. მოცემულობის შეცვლა კი არის სივრცის გაფართოება. როდესაც ვამბობთ, რომ პარტნიორები გვეხმარებიან, ეს არ არის სწორი, რადგან ყველა ქვეყანა შემოდის საკუთარი ინტერესის რეალიზაციისთვის. ჩვენი და მათი ინტერესების თანხვედრისთვის კი მხოლოდ საქართველოს სივრცე არ არის საკმარისი. ამიტომ გაფართოებაზე უნდა ვიფიქროთ, რომ შევცვალოთ ამოცანის მოცემულობა, მაგრამ ვართ კი დარწმუნებული, რომ ახალი პასუხი არსებულზე უარესი არ იქნება?! ამიტომ გამოსავალია, ჩვენ თავად შევადგინოთ ახალი მოცემულობა და პასუხი მისაღები იყოს მათთვისაც.
– მათთვის რა პასუხი იქნება მისაღები, ისევე, როგორც ჩვენთვის?
– სამხრეთ კავკასია, როგორც ახალი მშვიდობიანი გეოპოლიტიკური სივრცე. სამხრეთ კავკასიაზე ბევრადაა დამოკიდებული კონტინენტების, ცივილიზაციების, რელიგიების თანამშრომლობა. ის იყო და არის გასაღები, რომელიც კეტავს და აღებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური, მენტალური და სხვა თანამშრომლობის კარს. ამ გასაღების დატვირთვა და როლი იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ შეუძლებელია, მას რომელიმე ცალკე აღებული სახელმწიფო ფლობდეს. საქართველო არის ჩრდილოეთის სამხრეთთან და დასავლეთის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი სივრცე, ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ჩვენ ვიცით, რა არის ისლამური სამყარო, მაგრამ აუცილებელია, ისლამური სამყაროს ნაწილი იყოს ამ სივრცეში და ასეთი არის აზერბაიჯანი. დავუშვათ, ვართ ერთიან სივრცეში საქართველო და აზერბაიჯანი, მაგრამ რომ არ გვყავდეს საპირწონე, რომელიც მას გააწონასწორებდა, აზერბაიჯანი შეგვჭამს და ასეთია სომხეთი, აზერბაიჯანთან დაპირისპირებული. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია სომხეთის გავლენა ამერიკაში, ევროპაში, მისი ურთიერთობა რუსეთთან, ირანთან. ყველა ეს ფაქტორი გვაიძულებს, სომხეთი შემოვიყვანოთ ჩვენს სივრცეში. ანუ არ უნდა გადავიხაროთ არცერთ მხარეს, რადგან ვართ დამაკავშირებელი, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ასევე, ჩვენ არ უნდა გადავიხაროთ არც რუსეთისკენ და არც ამერიკისკენ: მათ შორის უნდა დავიკავოთ ადგილი. რა ფუნქციაც აქვს საქართველოს სამხრეთ კავკასიის შიგნით, ის ფუნქცია აქვს სამხრეთ კავკასიას რუსეთსა და ამერიკას შორის. ჩვენ ვართ სამხრეთ კავკასიის გასაღები და ისევე, როგორც, ვისიცაა საქართველო, ის ფლობს სამხრეთ კავკასიას; ვისიცაა სამხრეთ კავკასია, ის ფლობს კასპიის აუზის სივრცეს და ვისიცაა კასპიის აუზის სივრცე, მისია აღმოსავლეთი, სადაც თავმოყრილია დედამიწის რესურსის სამი მეოთხედი. დღეს აღმოსვლეთი არის 5 მილიარდი, ევროპა –  ნახევარი მილიარდი და ამ ფონზე სასაცილოა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენი მიზანია ევროატლანტიკურ ან ევრაზიულ სივრცეში ინტეგრირება. საგარეო ორიენტირი არ შეიძლება, იყოს თვითმიზანი. საგარეო ორიენტირი არის მიზნის რეალიზაციის საშუალება. ჩვენ კი მიზანი არ გვაქვს. ქართული სახელმწიფო თავის ფუნქციას შეასრულებს ერთადერთ შემთხვევაში: ამ ორ სუბიექტთან ურთიერთობის შემთხვევაში. იმიტომ რომ მათ აქვთ შეთანხმება, კონფლიქტი უნდა არსებობდეს გაყინული, ქაოსის შემთხვევაში უნდა იყოს მართვადი და მართვაზე პასუხისმგებელია რუსეთი, იმიტომ რომ, ეს მისი გავლენის სფეროა. ამ ფორმულის შეცვლა შეგვიძლია მხოლოდ ორივესთან თანამშრომლობით. განგებამ საქართველოს ევრაზიის კარიბჭის ადგილი მიუჩინა. ამ გასაღების ფუნქციამ ძირეულად განსაზღვრა ჩვენი ბედი. ქვეყნის გზაჯვარედინზე იკვეთება გლობალური კორპორაციული, ტრანსნაციონალური, დასავლური, ევროატლანტიკური, რუსული, ახლო აღმოსავლური, თურქული, ირანული, ჩინური, აზიური  სამყაროს ინტერესები, რამაც საქართველო მათი დაპირისპირებისა და, აქედან გამომდინარე, დიდი პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად აქცია.

скачать dle 11.3