კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა ქონება აქვს პრეზიდენტის მრჩეველ კახა კოჟორიძეს და სად არის დასაქმებული მისი მეუღლე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე 1982 წლის 2 იანვარსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო, რომელიც 2005 წელს დაამთავრა, თუმცა 2005-2006 წლებში „ჯიპას“  სამართლის პროგრამაზეც სწავლობდა. მანამდე კი –  2004-2005 წლებში სტაჟირება გაიარა  საქართველოს პარლამენტში.
მისი შრომითი საქმიანობა 2005 წელს დაწყებულა „ადვოკატთა ჯგუფ უსუფაშვილისა და ზედელაშვილის“ ადვოკატურაში, სადაც ადვოკატად 2007 წლამდე იმუშავა. 2007-2009 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატად მუშაობდა. 2009 წელს „საიას” იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორადაც დაინიშნა და გამგეობის წევრადაც აირჩიეს. 2012 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა (2014 წლამდე), ხოლო 2015 წლის 13 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.
ამას გარდა, 2006-2015 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ამჟამადაც არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი და, ასევე, ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დამფუძნებელი და წევრი.
შესაბამისად, ბ-ნი კოჟორიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, შეავსო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე,  1989 წელს დაბადებული თინათინ ჩანადირი და 2012 წელს დაბადებული ვაჟი ალექსანდრე. ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელია ბ-ნი კოჟორიძე. კერძოდ, მისი საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიღმის მასივში (42 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი ქობულეთის ქუჩაზე (54 კვ. მ.); ასევე, ავტომანქანა „მიცუბიში აირტრეკი“. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 2 800 აშშ დოლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში კახა კოჟორიძემ, როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, 42 420 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, 20 850 ლარი. შემოსავალი ჰქონია ალექსანდრესაც – ბებია-პაპას მისთვის 1 000 ლარი უჩუქებია.
2011 წელს ბ-ნ კოჟორიძეს სესხი აუღია (22 000 აშშ დოლარის ოდენობის) და 2014-ში მისი მომსახურება 5 286 აშშ დოლარი დასჯდომია. ჩვენ არ ვიცით, რა ანაზღაურება აიღო ბ-ნმა კოჟორიძემ, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა 2015 წლის განმავლობაში (რაკი ჯერჯერობით არ შეუვსია 2016 წლის დეკლარაცია), თუმცა, სავარაუდოდ, „საიას” თავმჯდომარის შემოსავალზე გაცილებით მეტი.

скачать dle 11.3