კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

მოხიბლულები

„მგლის შიშით ტანკი ვის გაუწყვეტია“?!

 ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკული წვრთნები შედგა – თვით ამერიკული ტანკების მონაწილეობით, რომლებიც ჩვენს სამშობლოში მანამდე ჩამოვიდა და რის ჯავრსაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იყრის რფ, ყოველ შემთხვევაში, ეცდება, მაგრამ მგლის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რფ-ის) შიშით ცხვარი, აბა, ვის ამოუწყვეტია (მით უმეტეს –  ტანკი)?!
სახელდობრ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა ბრძანა, რომ წვრთნებმა მასზე ფრიად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმ მიზეზით, რომ (მომყავს ციტატა): „ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავდი.“
განსხვავება კი იმიტომ ვერ დაინახა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების თავსებადობა მეტისმეტად გაზრდილა.
ხოლო, რაკი ვერ იხილა (განსხვავება), დაასკვნა (ჩვენც ასე დავასკვენით), რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები განვითარდა!
რა თქმა უნდა, სასიხარულო შეფასებაა, მით უფრო, რომ 26 მაისის საზეიმო დღესასწაულზე „ნატოს“ ქართული ასეულიც ვიხილეთ.
მაგრამ მე ისევ ბ-ნი იან კელის შეფასებას დავუბრუნდები (წვრთნებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინაო) და ვისურვებ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შთაბეჭდილება ჩვენს მტრებზეც მოეხდინა და, რაც მთავარია, ამ ჩვენი იავარქმნილი რუკისთვისაც დაემჩნია გამარჯვების კვალი. –

скачать dle 11.3