კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

გამოსაფხიზლებლები

ანუ სულ ძველები, სულ კარგები

ისე მოხდა, რომ აქეთ – თურქეთმა გაანათა სტამბოლის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში, იქით – საუდელმა არაბებმა – თავიანთი ყველაზე მაღლივი შენობა, ამასობაში კი საქმეში ირანიც ჩაერთო (მოტივით – უჩემოდ ვით იმღერითაო) და, თქვენ წარმოიდგინეთ, თეირანი ახალი კომბინირებული სატრანზიტო მარშრუტის ამოქმედებაზე მუშაობს, რომელიც ირანის სამხრეთით მდებარე პორტ ბანდერ-აბასს, ასე განსაჯეთ, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ევროპასთან  დააკავშირებს.
ისიც შევიტყვეთ, რომ სამი ქვეყნის მთავრობებს ამ საკითხზე შეთანხმებისთვის უკვე მიუღწევიათ. მომავალში ამ მარშრუტს ჩინეთიც მიუერთდებაო და საქართველოს გზები – საავტომობილო ტრასებიც და სარკინიგზოც, ამ ჩვენი შავი ზღვის ხათრით, ირანული და ჩინური ტვირთებით გაიძეძგება.
და თუმცა ამ დერეფნით ირანული ტვირთები ევროპაში ორჯერ ნაკლებ დროში ჩავა, კონკურენტი მაინც გვყავს. ან კი როგორ არ გვეყოლება, როდესაც ირანსა და თურქეთს უშუალო საზღვარი აქვთ, თავისი თავისუფალი ეკონომიკური ზონითვე, აზერბაიჯან-თურქეთის საზღვარი კი სულ ახლახან ამოქმედდა?!
ასეა თუ ისე, რაკი ირანი და აზერბაიჯანი პოლიტიკურად დაძმობილებულან, სავარაუდოდ, ირანულ ენერგომატარებლებსაც აენთება მწვანე შუქი აზერბაიჯანის გავლით ევროპისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენც გავკეთდებით შავი დედლებივით, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ კლასს, აქეთაც და იქითაც, სახელმწიფოებრივი აზროვნება ეყოფა და სკამების გარდა სხვა რამესაც მიაპყრობენ გულისყურს. –

скачать dle 11.3