კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

გულმოქონილები

„ვა, სოფელო, რაშიგან ხარ“

 მოსკოვმა კიევს სავჩენკო გადასცა, ხოლო აზერბაიჯანში ციხიდან გამოუშვეს გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა: აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი განიხილა და ქ-ნ ისმაილოვას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა 3,5 წლით პირობითი პატიმრობით შეუცვალა.
მოარული ხმებით, ჟურნალისტი ციხეში ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციაში მამხილებელი რეპორტაჟებისთვის მოხვდა, თუმცა ის 2014 წლის ბოლოს დააკავეს და 2015 წელს პატიმრობა ფინანსური დანაშაულების გამო მიუსაჯეს.
და თუმცა დასავლური ოფიციოზი და, რასაკვირველია, უფლებადამცველი ორგანიზაციები მის გათავისუფლებას წელიწადზე მეტია, მოითხოვენ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო, რაც ბადებს ეჭვს, რომ ოფიციალურმა ბაქომ დასავლეთს გული მოუქონა, ისევე, როგორც მოსკოვმა – ნადეჟდა სავჩენკოს შემთხვევაში.
ამდენად, სავარაუდოა, რომ მოსკოვმა და უფრო მეტად – ბაქომ დასავლეთთან კომპრომისი გადაწყვიტა, ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ გეოპოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი, რაც, ცხადია, ჩვენც შეგვეხება, ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ კორცხელის ერთ საარჩევნო უბანს ვერ გავცდენივართ, ეჭვი მაქვს, უჩვენოდ გარიგდებოდნენ. ხოლო, როდესაც გარიგებები უჩვენოდაა, ესე იგი, საჩვენოდაც ვერ იქნება, თუ, რა თქმა უნდა, იმის იმედად ვართ, რომ „ღმერთი არ გაწირავს კაცსა შენგან განაწირსა“. –

скачать dle 11.3