კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვა მდიდარი მეზობლების პატივისცემა ღარიბმა სტუდენტმა

სტუდენტობის პერიოდში ერთმა ჩემმა ნათესავმა მთხოვა, რომ მის კერძო სახლში გადავსულიყავი საცხოვრებლად, რადგან ორი წლით უცხოეთში მიდიოდა სამუშაოდ ცოლ-შვილთან ერთად. ჩემი ნათესავი დიპლომატი იყო. თბილისის პრესტიჟულ რაიონში ცხოვრობდა და წასვლის წინ  ასე დამმოძღვრა:
– აქაურები ფულიანებს სცემენ პატივს და აბა, შენ იცი, თავი არავის დააჩაგვრინოო...
თავდაპირველად, მეზობლებს ფულიანი ვეგონე და სალამს არ მაკლებდნენ. შემდეგ კი, რომ გაიგეს სტუდენტი ვიყავი, უკვე ზედაც არ მიყურებდნენ.
ერთხელ სტიპენდია ავიღე. სალაროდან რომ გამოვედი, ვხედავ, კუთხეში ორმოცდაათი და ასმანეთიანების შეკვრის ზოლიანი ქაღალდები ყრია, რომლებიც, როგორც ეტყობა, დამლაგებელმა კუთხეში შეაქუჩა. მე ეს ქაღალდები პარკში ჩავყარე და სახლში წავიღე. რომ დაბნელდა, კართან დავყარე და დავიძინე... დილით რომ ავდექი, ვხედავ, ჩემს ეზოსთან მეზობლები შეგროვილან და ჩემს დაყრილ ზოლიან ქაღალდებს გაოგნებული დაჰყურებენ. მე ეზოში გავედი, დასტების შესაკრავ ქაღალდებს ცეცხლი წავუკიდე დავწვი და მეზობლებს მივესალმე. სალმის ნაცვლად, ერთ-ერთმა მკითხა:
– ეს რა არისო.
– ფულის შესაკრავი დასტები – გულუბრყვილოდ მივუგე ცნობისმოყვარეს.
– კი, მაგრამ საიდან გაქვს ამდენი ფული? – ვერ მოითმინა მეზობელმა.
– წუხელ ვალი მომიტანეს. აქვე დავთვალე და ისე ვიყავი დაღლილი, დაწვის თავი არ მქონდა, – ავუხსენი მეზობელს.
ის დღე იყო და ჩემი მეზობლები სალამს ვერ მასწრებდნენ, რადგან ჩემთან ფული „პაჩკობით“ მოჰქონდათ და ასეთ კაცს გააწბილებდნენ?!

скачать dle 11.3