კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუქმნის თუ არა ქეთა თოფურიას კარიერას საფრთხეს ქართველ მომღერალთან დუეტი და რატომ შეარქვა მისმა ქმარმა ნატო დუმბაძეს „პოკერ ფეისი“

ვინც პროდიუსერ ნატო დუმბაძეს იცნობს, დამეთანხმება, რომ იშვიათია ემოციურად ამ დონეზე გაწონასწორებული ადამიანი. ის ყოველთვის ცდილობს, მშვიდად მიუდგეს მოვლენებს, დაეყრდნოს ინტუიციას და ისე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. გავრცელდა ჭორი, რომ ნატო პოლიტიკაში აპირებს წასვლას. ჩვენ, რასაკვირველია, ეს ინფორმაცია მასთან გადავამოწმეთ.
ნატო დუმბაძე: ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, ერთგული მეგობრები და სანდო გარემოცვა. მიმაჩნია, რომ, თუ ოჯახში ბედნიერი ხარ, ყველგან გაგიმართლებს. ზოგადად, მიზანდასახული ადამიანი ვარ და იღბალიც მწყალობს. თუ რამეს ჩავიფიქრებ, აუცილებლად მივაღწევ; ამაში იღბალიც მეხმარება, თორემ, მარტო მიზანდასახულობით ვერაფერს გახდები. ინტუიცია კი ჩემი მესამე შვილია (იცინის). საოცრად გამძაფრებული ინტუიცია მაქვს და ხშირად მეშინია კიდეც. ინტუიცია რასაც მიკარნახებს, ზუსტად ვხვდები, როგორ უნდა ვიმოქმედო და არასდროს მღალატობს. სახლიდან თუ გავდივარ საქმეზე და ინტუიცია მეუბნება, გადაუხვიე და სხვაგან წადიო, აუცილებლად გადავუხვევ (იცინის). ინტუიციურად, ზუსტად ვგრძნობ, ვისგან რა გამოვა. ხშირად მეკითხებიან, რა იცოდი, ამისგან რა გამოვიდოდაო. ჩემი მასშტაბური წარმატებიდან თუ ვიმსჯელებთ, ქეთა თოფურიას შემთხვევაშიც ასე მოხდა. ინტუიციურად ვიცოდი, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო და არა წინათგრძნობით.
– იშვიათად ჩნდები საზოგადოებაში, სატელევიზიო შოუებსა თუ კონკურსებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდიუსერად ითვლები.
–  მე იქ ვჩანვარ, სადაც საჭიროდ მივიჩნევ. თუმცა, მირჩევნია, ოჯახში გავატარო დიდი დრო, ვიდრე კლუბებსა და შოუებში. რაც შეეხება კონკურსებს და სატელევიზიო შოუებს, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც შოუს დადგამს; არ ვარ არტისტი და არ შემიძლია თამაში. არც მიწვევა მქონია, რადგან, ზუსტად იციან პროდიუსერებმა, რომ მე შოუში ვერ ვითამაშებ, ცუდი მსახიობი ვარ, არ ვარ „შოუვუმენი“. შოუსთვის და კონკურსისთვის კი არა, ცხოვრებაშიც ვერ ვთამაშობ.  ერთგულება ჩემთვის ყველაზე ფასეულია. შეიძლება, ადამიანი, დიდხანს არ ვნახო, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ერთგულია. ვერავის  ვაპატიებ ორპირობასა და ზურგსუკან ჭორაობას. გამყოლი გული არ მაქვს და, შეიძლება, ვაპატიო, მაგრამ, გააჩნია – რა. შეიძლება ვაპატიო, მაგრამ აღარ გავაგრძელო ურთიერთობა.
– ემოციური ადამიანი ხარ?
– ემოციური ვარ, მაგრამ ეს დაფარულია ჩემში. ქეთა თოფურიას ქმარმა „პოკერ ფეისი“ შემარქვა, ანუ, როცა ნერვიულობ, ემოციას ვერ შეგამჩნევს ადამიანიო (იცინის). არასდროს მემჩნევა, როდის ვნერვიულობ. თავშეკავებული ვარ და ემოციების მოთოკვა შემიძლია – ამ მხრივ ძლიერი გამოვდექი. ჩემი თავის ფსიქოთერაპევტიც ვარ, მიყვარს ჩემს თავთან ხშირი საუბარი და განვლილი დღის გაანალიზება. საკუთარ თავზე ამდენმა მუშაობამ გამოიწვია ის, რომ ემოციების კონტროლი შემიძლია. ჩემს შიგნით რა ხდება, ამას არავის ვანახვებ.
–  ვიცი, რომ ბევრი წარმატებული მეგობარი გყავს უცხოეთში. ხომ არ ყოფილა შემოთავაზება, საქართველოდან წასულიყავი და სხვაგან  გაგეგრძელებინა შენი საქმიანობა?
–  არასოდეს მქონია სურვილი, უცხოეთში წავსულიყავი და იქ მემუშავა. არ ვაყენებ ფინანსურ მხარეს პრიორიტეტად. ვერც გავძლებდი სხვა ქვეყანაში, თან, მე ჩემს შვილებს ვჭირდებოდი და მათ ვერ მივატოვებდი. კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, არანაირი კარიერა არ ღირს ბედნიერი ოჯახის ფასად. ახლა გადართული ვარ „ახალი ტალღის“ კონკურსზე.
–  გიორგის შემთხვევაშიც ინტუიციას ენდე?
–  რასაკვირველია. როგორც გითხარით, ინტუიციის გარეშე, არაფერს ვაკეთებ და ამ შემთხვევაშიც ამან ითამაშა დიდი როლი.  გიორგი ქეთას აღმოჩენაა, მისი გუნდის წევრი იყო და გამარჯვებულიც გახდა. კონკურსზე წაყვანა კი ჩემი იდეაა. გიორგი ნადიბაიძისა და მარიამ აბდუშელიშვილის დუეტი რომ მოვისმინე, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, ეს წყვილი დუეტად გამოსულიყო „ახალი ტალღის“ კონკურსზე საქართველოს სახელით. მარიამმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება, რადგან ამერიკაში გაემგზავრა. გიორგის დიდი იმედი მაქვს კონკურსზე: გამორჩეულია მისი ტემბრი, ქარიზმატულია, ძალიან პუნქტუალური და შრომისმოყვარე. ქეთაც ესწრებოდა მოსმენას და კმაყოფილი დარჩა. ქეთას დიდი დამსახურებაა, რომ გიორგი დღეს „ახალი ტალღის“ კონკურსანტია, თუმცა, იქ თუ რაღაც განსხვავებული არ დაინახეს მომღერალში, რევზინი და კრუტოი საკუთარ შვილსაც კი არ გაუწევენ რეკომენდაციას. წელს საკმაოდ ძლიერი ნაკადია და, კონკურენციაც, შესაბამისად, მაღალი იქნება. მარიამზე ძალიან მწყდება გული, კონკურსზე რომ ვერ გამოვა, მაგრამ, ამერიკიდან კარგი შემოთავაზება ჰქონდა და, ვიცი, სასიმღერო სფეროში თავის სიტყვას თამამად იტყვის.
–  ქეთა თოფურია გიორგი ნადიბაიძესთან ერთად წერს დუეტს. ეს ხომ არ შეუქმნის პრობლემებს ქეთას „ა-სტუდიოს“ ჯგუფის წევრებთან?
–  რასაკვირველია, არა. ქეთა თავის კოლეგებს ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ. კონკურსის ერთი დღე დაუთმეს კომპოზიტორ დრობიშის შემოქმედებას და კონკურსანტები, ცნობილ ვარსკვლავ მომღერლებთან ერთად შეასრულებენ მის სიმღერებს. ქეთა და გიორგი დაწყვილდნენ ამ დღისთვის და იმღერებენ დუეტს. ვისთანაც ქეთას დუეტი უმღერია, ყველასთვის წარმატება მოუტანია და, იმედია, გიორგის შემთხვევაშიც, ეს გამოსვლა წარმატებული იქნება. ვხუმრობ ხოლმე – ქეთა გიორგისთვის ერთგვარ თილისმად იქცა-მეთქი (იცინის).
–  მართალია, რომ, ქეთას მსგავსად, გიორგისაც უპირებ გაპიარებას მოსკოვში?
–  ჯერ ამაზე არ გვიფიქრია, თუმცა, თუ ჩემი დახმარება დასჭირდა, აუცილებლად დავეხმარები. იმედი მაქვს, კონკურსზე გიორგის მონაცემებს დაინახავენ, შეაფასებენ და ამის შემდეგ თავად გაიკაფავს გზას დიდი სცენისკენ. სხვათა შორის, ინტუიციურად,  ქეთი ბერიძე ამოვიჩემე და ამ მომღერალზე სერიოზულად ვფიქრობ. დამიჯერეთ, ის ნამდვილად იტყვის თავის სიტყვას დიდ სცენაზე. ზოგადად, ქეთას გუნდის ყველა წევრი ძალიან ნიჭიერი და დასამახსოვრებელი იყო.
–  ნატო, ჭორი გავიგე, რომ პოლიტიკაში აპირებ წასვლას და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიიდან გაქვს შემოთავაზება, გახდე მისი სახე. ეს თუ არის სიმართლე?
–  პოლიტიკაში ნატო დუმბაძეს ნამდვილად ვერ იხილავთ (იცინის). რასაკვირველია, პოლიტიკა მაინტერესებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში მინდა წასვლა. თუმცა, პოლიტიკაში თუ მოვხვდები, პირველ ყოვლისა, ადამიანის უფლებებს დავიცავ და ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხებ. აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ  მიყვარს პოლიტიკური ანალიზების გაკეთება. არცერთ პოლიტიკურ ყრილობაზე არ ვარ ნამყოფი. მე შორიდან მიყვარს ამის ყურება. პოლიტიკა მაინტერესებს, ოღონდ, პოლიტიკაში მოსვლაზე არასდროს მიოცნებია. მე თუ ვინმეს რამეს შევპირდები, ის უნდა ავუსრულო. ზუსტად ვიცი, ზედმეტად პატიოსანი პოლიტიკოსი ვიქნები, არ ვიქნები ამბიციური და ქედმაღალი. თუ პასუხისმგებლობას იღებ და პოლიტიკაში ყოფნა გინდა, დილის 5 საათზეც რომ დაგირეკონ, ტელეფონს უნდა უპასუხო – აი, ასეთი პოლიტიკოსი ვიქნებოდი მე. იმიტომ არ წავალ პოლიტიკაში, რომ უსამართლობას არ შევეჯახო.

скачать dle 11.3