კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაქორწინდნენ კესარია აბრამიძე და თამო ვაშალომიძე

ცოტა ხნის წინ კესარია აბრამიძე და თამო ვაშალომიძე „დაქორწინდნენ“. მათ საკუთარი ქორწინება რიყეზე, მინის ხიდზე აღნიშნეს, სადაც ფოტოებიც გადაიღეს და საზოგადოების გაოცებაც მოახერხეს.
– მოგილოცოთ დაქორწინება?
კესარია აბრამიძე: არა, არ დავქორწინებულვართ. ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი, რომლითაც 17 მაისს ელგებეტე ადამიანების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატეთ. ჩვენი პერფორმანსით მხარი დავუჭირეთ ერთსქესიანთა ქორწინებას. სადაც კომფორტულად გრძნობ თავს, სულიერი ჰარმონია გაქვს, იქ და იმასთან უნდა იყო. მე და თამო გამოვედით ლოზუნგით: სიყვარულს არ აქვს სქესი. მე, როგორც მუდმივად შეყვარებული, ყველანაირ სიყვარულს ვცემ პატივს.
თამო ვაშალომიძე: ვფიქრობ, ეს ჩვენი მხრიდან ძალიან კარგი ჟესტი იყო. მხარდაჭერას ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს, ზოგი აქციაზე მიდის. მე ნამდვილად ვერ წავალ აქციაზე, თუმცა ამ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ. ძალადობის, ცემა-ტყეპის დიდი წინააღმდეგები ვართ. როგორ, როგორ?.. და ბოლოს ეს მოვიფიქრეთ ერთობლივად. სანამ საზოგადოება გადაცემას ნახავდა, 99 პროცენტმა ჩაგვქოლა. მეგობრები მირეკავდნენ: გოგო, შენზე ამას ამბობენო. გეი მეგობრები მყავს და ძალიან დადებითი ადამიანები არიან. ისე ამოგიდგებიან გვერდში, სხვა რომ არ იზამს ასე. კესოსაც ვიცნობ და მასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
– საზოგადოება მართლა ჩაგრავს და ცუდად ექცევა მათ, თუ ეს ვიღაცეების მიერ, გარკვეულწილად, პროვიცირებული თემაც არის?
– ბევრი ისეთი გამოდის და ამბობს, რომ გეების წინააღმდეგია, თვითონ რომ არის ასეთი. ფსიქოლოგიურად უჭირს და ვერ დგამს ნაბიჯს, თქვას: მე ვარ ბისექსუალი – ქალიც მომწონს და მამაკაციც. პირიქით, შეიძლება, თავის მეგობრებს აჰყვეს: რა სისულელეა, საშინელებაა გეობა, ლესბოსელობა, არადა, თვითონ იყოს ასეთი.
კესარია: 17 მაისს რაც კი ხდებოდა, ყველაფერი ჩვენ დაგვატყდა თავზე, ლანძღვა-გინების ობიექტები გავხდით. მაგრამ, ავიტანეთ. გვეკითხებოდნენ, გვილოცავდნენ: მართლა დაქორწინდით, სად ატარებთ თაფლობის თვეს... სასაცილოა – ჩემზე რატომ უნდა იფიქრო, რომ თამოზე დაქორწინდა ან, პირიქით – თამო ჩემზე?
თამო: მე – იმ კაბაში, იმ ხიდზე, სელფიც რომ არ გადამიღია არასდროს, წვიმაში, გაწუწული მაკიაჟით დავქორწინდებოდი?
კესარია: ისე, სიყვარული იყოს და კაბას ვდარდობ?! თეთრ, ლამაზ პერანგს ამოვიცვამ, ტრუსებს და ეგ არის.
– გეი მეგობრები გვყავსო, ლესბოსელი მეგობრებიც გყავთ?
– თამო ლესბოსელთან ვერც იმეგობრებს. ისეთი სექსუალური ქალია, ეგრევე შებმას დაუწყებენ. ამიტომ ერიდება მათ, გეებთან კი, კომფორტულად არის. გეები არ ეჩალიჩებიან.
თამო: მათთან ტიტველი რომ დავდივარ, რეაქცია არ აქვთ... ერთი ლესბოსელი მაბამდა დიდხანს და რომ გაიგო, კესო და მე დავქორწინდით, მომწერა: ეგ აირჩიეო?
კესარია: ერთმა მეც მომწერა: შენ ქალი თუ მოგწონდა, აქ არ ვიყავიო.
თამო: არავის წინააღმდეგი არ ვარ. უბრალოდ, როგორც კესოს არ შეუძლია, ქალები მოეწონოს, არც მე შემიძლია ეს. ბედნიერი ვარ, კაცები რომ მიყვარს.
კესარია: კაცები არ მიყვარს, კაცებზე ჭკუა მეკეტება. მამაკაცთმოყვარე ვარ.
–  როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ქორწილი?
თამო: არ ვიცი, შეიძლება, უცებ გავფრინდეთ, ხელი მოვაწეროთ მთაში, ან პლაჟზე. განსხვავებული მექნება აუცილებლად და არა ათასკაციანი, რომ  დავიღალო... პატარძალს სექსის თავი რომ აღარ აქვს, ქალიშვილები რჩებიან ხოლმე.
კესარია: თამო ქალიშვილია, რომ ჭორაობენ არ არისო.
თამო: მიხარია, რომ არ ვარ ქალიშვილი.
– რამდენი წლის იყავი, როცა ქალიშვილობა დაკარგე?
–  20 წლის.
კესარია: მთელი 5 წელი დაგიკარგავს. მე 15 წლის ასაკში დავიწყე.
თამო: 90 პროცენტი ჩემთვის სექსია მნიშვნელოვანი. ქმარი ვერ მეყოლება დაკომპლექსებული, სექსში შეზღუდული, შუქჩაქრობილში, არა სარკეები, არა არაფერი და ერთი პოზა – ვუღალატებ ან არ გავთხოვდები.
კესარია: ძალიან გადაბჟვრიალებულშიც არ მიყვარს სექსი. რომანტიკულ სინათლეში – კი. ნეონები მაქვს სპეციალურად დაყენებული, მაკიაჟიც რომ არ გისვია, ყველაფერი ლამაზად ჩანს. ამოიცვი წინდები...
თამო: სარკესაც თავისი მუღამი აქვს და სხვა რაღაცეებსაც. მრავალფეროვანი უნდა იყოს და მამაკაცსაც სერიოზული გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პატარა ბიჭები არასდროს მომწონდა – ღლაპები, 20 წლის, აქეთ რომ ასწავლი.
კესარია: ასე ვიყავი მეც. მაგრამ 2 წელიწადში შენც მოგეწონება. იცი, რა კარგი ყოფილა.
თამო: ადრე სულ ვფიქრობდი, სანამ არ დავრწმუნდები, რომ მინდა ადამიანთან ვიცხოვრო...
კესარია: ასი წელი რომც გავიდეს, მაინც ვერ დარწმუნდები მასში და მაინც გიღალატებს.
თამო: ვიცი, რომ მიღალატებს... კაცი ყოველთვის გაიხედავს სხვისკენ. სექსი აუცილებელია, მაგრამ ურთიერთობაში მთავარი სხვა რამეა. „შპაგატში,” რომ ჩაჯდე და ბევრი რამ გააკეთო, თუ წასასვლელია, მაინც წავა. მე თუ გავიგებ, რომ მიღალატა, დამთავრებულია იქ საქმე.
კესარია: როცა ქმარი მყავდა, მარტო არ ვტოვებდი, ძმაკაცებსაც კი დავაშორე.
თამო: ისეთი ვარ, ბევრ გამომძიებელს ვაჯობებ. ძალიან „დამპალი“ გოგო ვარ. რომც გაიპაროს, გავიგებ.
კესარია: ღალატის საშიშროებას ყოველთვის შევუქმნი კაცს – სულ რომ ეშინოდეს და აქეთ მდიოს.
თამო: ვერ ვიტან, გოგონები რომ დასდევენ: ჰო სიხარული, ჰო საყვარელო! ვერც ფულით დამკერავს და ვერც ვერაფრით – არ ვარ ის ქალი, ამის გამო რაღაცეებზე რომ ჩუმდება. ვიღაც მამიკოს ბიჭი რომ მეტყვის: „რენჯ როვერს“ გიყიდი და ასე უნდა მოიქცე, ჩემთან იყო, ნა ხუ... 
კესარია: როცა ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდა, მყავდა მეგობარი, რომელიც დურბინდით უყურებდა მას მთელი დღის განმავლობაში და მეუბნებოდა, რას აკეთებდა. ერთხელ ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა, შევუვარდი და თმით გამოვათრიე. კაცი თუ მოგწონს, ყველაფერი ხარ. თუმცა, მამაკაცს, იმის გამო, რომ ჩემთან იყოს, ბევრს არ ვეფერები. რაღაც არ მომწონს, დღეს თუ ვინმეზე ვაფრენ, ხვალ ახალ რომანში მაქვს თავი გაყოფილი. ერთ დღეზე მეტ ხანს არავისზე ვნერვიულობ. ისე, ახლა, ორთვიანი ურთიერთობის დროსაც მასში ჩემი მომავალი შვილის მამას უნდა ვხედავდე.
– თამო, შენც ყველა მამაკაცში მომავალი შვილის პოტენციურ მამას ხედავ?
კესარია: ამასაც ქმარი არ უნდა, ბავშვი უნდა. ესეც სუროგაციის პაციენტია.
თამო: მე მინდა, ჩემს შვილს ჰყავდეს მამა. მაგრამ, თუ გავთხოვდები და რაღაც პრობლემა იქნება, დავშორდები. ჯობია, შვილი კარგ, მშვიდ გარემოში გაიზარდოს, ვიდრე ჩხუბში, დაპირისპირებაში. ხმამაღალ ტონსაც ვერ ვაპატიებ ვერავის, ცემაზე აღარაფერს ვამბობ.
კესარია: საქართველოში არავის ვცემ. ერთხელ თურქეთში, სასტუმროში ვიღაც დამელაპარაკა, მერე ოთახში შემათრია, კარი დამიკეტა და არ მიშვებდა. გადავალეწე ყველაფერი, სულ შავი იყო. დღემდე ჰგონია, რომ მუტანტმა სცემა. დეპორტს მიკეთებდნენ ამის გამო და ჩემოდნებით გამოვიპარე.
თამო: მე ერთხელ, მეგობრის გამო ვცემე ამიკო, მაშინ 21 წლის ვიყავი, ბარში რაღაც ინციდენტი მოხდა.

скачать dle 11.3