კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

რას მიიჩნევს ქირურგის მთავარ მოვალეობად ექიმი ნიკოლოზ ლომინაძე

ნიკოლოზ ლომინაძე – ზოგადი ქირურგი, მედიცინის დოქტორი; „ნიუ ვიჟინ“ უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკის დირექტორის მოადგილე. ჩვენი მკითხველების გამოკითხვების შედეგად წლის კვალიფიციურ ქირურგად აღიარებული სპეციალისტი და გულისხმიერი ექიმი. ის  ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი გახლავთ.

 მინი-დოსიე:
l 2015 წ. – დღემდე „ნიუ ვიჟინ“ უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ქირურგიული კლინიკის დირექტორის მოადგილე;
l 2014-2015 – „ჯეოჰოსპიტალს“ გურჯაანის მთავარი ექიმი, ქირურგიული სამსახურის უფროსი;
l 2012-2014 – კლინიკა „ჰერა 2011-ის” კლინიკური დირექტორი, ქირურგიული სამსახურის უფროსი;
l 2003-2012 – ო. ღუდუშაურის სახელობის  ეროვნული სამედიცინო ცენტრის ზოგადი ქირურგიის განყოფილების უფროსი, მთავარი ზოგადი ქირურგი;
l 1992-2004 – საქართველოს შსს. ნ. ბარნოვის სახელობის ჰოსპიტლის უფროსი ქირურგი;
l 1989-1992 წ. მოსკოვის ¹67 საავადმყოფო. 1 ქირურგიული განყოფილება. ექიმი-ქირურგი;
l1989 – თბილისის ¹1 კლინიკური საავადმყოფო, ზოგადი ქირურგიის განყოფილება. ქირურგი.
ასოციაციების წევრობა:
l საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი;
l საქართველოს ჰერნიოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი;
l საქართველოს მცირეინვაზიური ქირურგიის ასოციაციის ნამდვილი წევრი;
l დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქირურგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი;
l ევროპის ტრავმისა და გადაუდებელი ქირურგიის ასოციაციის ნამდვილი წევრი  (EATES);
l ქირურგთა საერთაშორისო კოლეგიის ნამდვილი წევრი (F.I.C.S.).
პრიორიტეტები და სამუშაო ველი:
გადაუდებელი ქირურგია, სანაღვლე გზების ქირურგია, ლაპარასკოპიული ქირურგია; ქირურგიული ონკოლოგია; პანკრეასის, კუჭისა და საყლაპავის ქირურგია; ჰერნიოლოგია; კოლო-რექტალური ქირურგია; ბარიატრიული ქირურგია.
– ბატონო ნიკოლოზ, რა მიგაჩნიათ ქირურგის უმთავრეს მოვალეობად?
– როგორც მოგეხსენებათ, მე გახლავართ ზოგადი ქირურგი და, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ეს გახლავთ გასტროენტეროლოგიური ქირურგია, მათ შორის – ონკოლოგიური და მცირეინვაზიური ლაპარასკოპიული ქირურგია. პირველ ყოვლისა, ქირურგის მოვალეობაა, დროულად მოახდინოს პაციენტის ქირურგიული მკურნალობა, საჭიროების მიხედვით: როგორც ეგრეთ წოდებული ტრადიციული, ღია ქირურგიული ჩარევით, ისე ლაპარასკოპიული მეთოდით. ასევე, მნიშვნელოვანია  მკურნალობისას პოსტოპერაციული ღონისძიებების გატარება, სწორი და მეცნიერულად დასაბუთებული პროცედურების წარმართვა, რათა კომპლექსურად წარიმართოს პაციენტის მკურნალობა და სრული გაჯანსაღება.
– ოპერაციის შემდგომ როგორია თქვენი ურთიერთობა პაციენტებთან, მკაცრი ხართ?
– ალბათ, უმჯობესია, თავად პაციენტებს ჰკითხოთ. მედიცინაში არის გარკვეული დაუწერელი თუ დაწერილი წესები, რომლებიც არა მხოლოდ ექიმის, არამედ პაციენტის მხრიდანაც მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს სიმკაცრე კი არ არის, არამედ, აუცილებელი რეკომენდაციებია, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად უნდა შესრულდეს. საქართველოში კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს რეკომენდაციები ხშირად პაციენტების მხრიდან უგულებელყოფილია. მხოლოდ კარგად ჩატარებული ოპერაცია არაფრის მომცემია, თუ ზუსტად არ იქნება დაცული პოსტოპერაციული რეკომენდაციები და მოთხოვნები. ეს სიმკაცრე კი არაა, ზრუნვაა პაციენტზე. უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად, აუცილებელია, პაციენტს სჯეროდეს ექიმის.  ხშირ შემთხვევაში, ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს ცხოვრების წესის შეცვლას და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად გამოგყვეს პაციენტი, რათა დადებითი შედეგი მასთან ერთად იყოს მიღწეული.
– ბატონო ნიკოლოზ, ბოლო დროს საქართველოში  ძალიან გაიზარდა შინაგანი ორგანოების  დაავადებათა რიცხვი. თქვენი დაკვირვებითა და შეფასებით, რითაა ეს განპირობებული?
– ვფიქრობ, უფრო დაავადებათა გამოვლენის რიცხვი გაიზარდა, რაც ქართული მედიცინის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს. მსოფლიო სტატისტიკური მონაცემები და საქართველოში არსებული დაავადებების სპეციფიკა დიდად არ განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით აზია-აფრიკის ქვეყნებს, ანუ, ჩვენთან დაახლოებით ისეთივე სტატისტიკაა, როგორიც ევროპასა და ამერიკაში. რა თქმა უნდა, არის სპეციფიკური ნიუანსები, რაც  ჩვენი ცხოვრების წესზე, კვებასა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული.  ჩვენთან, შესაძლოა, პროცენტულად მეტი იყოს რაღაც ტიპის დაავადებები, ვიდრე, ვთქვათ, სკანდინავიის ქვეყნებში. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების  სიხშირეზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური ფაქტორები, გარემო, მავნე ჩვევები და ასე შემდეგ. ჩემი დაკვირვებით, ეს სპეციფიკა უფრო მეტად იმითაა განპირობებული, რომ ჩვენს ქვეყანაში დაავადების აღმოჩენა ხდება გაცილებით გვიან სტადიაზე, რადგან ქართველ პაციენტს არ აქვს  პრევენციის ჩვევა, ანუ ჩვენთან პაციენტი ხშირად მოდის დაავადების ისეთ სტადიაზე, როცა უკვე რთულია ან დაგვიანებულია მკურნალობა. პროფილაქტიკური კვლევები  მნიშვნელოვანია, რაც ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ. ეს მკვეთრად ამცირებს დაავადებების გართულებებს. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადების დაწყებით სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მათი უმრავლესობა ემორჩილება სპეციფიკურ ქიმიურ, სხივურ და ქირურგიულ მკურნალობას და გვაქვს გაცილებით  უკეთესი შედეგები. ბანალური დაავადებების შემთხვევაშიც კი, მაგალითად,  ნაღვლის ბუშტში კენჭების აღმოჩენისას, სანამ პაციენტს შეტევები არ დაეწყება, მანამდე, ფაქტობრივად, არც კი მიდის ექიმთან. ვფიქრობ, როდესაც პაციენტები  ამას მიაქცევენ ყურადღებას და  წელიწადში ერთხელ მაინც მივლენ ექიმთან პროფილაქტიკისთვის, დაავადებათა გართულების რიცხვი საგრძნობლად იკლებს.
– თქვენი, როგორც ექიმის ადრენალინი, რაში  მდგომარეობს?
– ნებისმიერი ექიმისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება არის  პაციენტის განკურნება. უდიდესი ადრენალინი და ემოციაა, როცა დადებითად მთავრდება ოპერაცია და შენ ეხმარები მეორე ადამიანს განკურნებაში, სიცოცხლის გახანგრძლივებაში. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ექიმს, გარდა პროფესიონალიზმისა, დამეთანხებიან ჩემი კოლეგებიც, სჭირდება უფლის წყალობა და იღბალი.

скачать dle 11.3