კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გამოყენება ვერ ისწავლა ბოლომდე ანდრია გველესიანმა და ვისთვის არ ემეტებოდა მას სალომე ჭაჭუა

ანდრია გველესიანი ფართო საზოგადოებამ წლების წინ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო. დღეს ის წარმატებული მსახიობი და მომღერალია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ კი ის სალომე ჭაჭუას ღირსეულ პარტნიორობას უწევს. ასე რომ, ვისაც გსურთ, პროექტში მათი დარჩენა, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95333.
ანდრია გველესიანი: ამ ხნის განმავლობაში თეატრში ვიყავი. სამწუხაროდ, თეატრს მოაკლდა ხალხი და ბევრი სპექტაკლიც არ შუქდება. ტელევიზიაში გამოჩენის მხრივ ჩავარდნა მქონდა, თუმცა მე სულ აქტიურად ვიყავი – ვსწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში. ნუკრი ქანთარიასა და ვატო ჯუღელის – ორი ძალიან ძლიერი რეჟისორის ხელში გამოვიზარდე მსახიობად. ხშირად მიწევდა გადაღებებზე, ტელევიზიაში, პროექტებში მონაწილეობაზე უარის თქმა. მაშინ, შეიძლება, ბევრ რამეს მოვწყდი – ფილმში გადაღებას, ჰონორარს, თან, მაშინ სტუდენტი ვიყავი და მჭირდებოდა ფული, მაგრამ ის გზა გასავლელი იყო. თეატრალურის პირველ კურსზე ვსწავლობდი, სცენაზე ჯერ არ ვიყავი გამოსული, ხალხის წინაშე არ მემღერა და უცებ აღმოვჩნდი. პირველ ტურზე ძალიან გახსნილი ვიყავი, ბავშვივით აღვიქვი ყველაფერი, მიხაროდა სცენაზე გასვლა და მივხვდი: სცენა იყო ჩემი სტიქია. მერე ცოტა დავიძაბე, ალბათ, იმიტომ, რომ პატარა ვიყავი, გამოუცდელი, არ ვიცოდი, რა მინდოდა, როგორი რეპერტუარი. სცენაზე ყველაზე მეტად ცეკვის დროს ვიძაბები. მსახიობს ცეკვა, პლასტიკა მოეთხოვება, მაგრამ, არა იმ დოზით, რა დოზითაც ახლა ვიღებ. ვფიქრობ, „ჯეოსტარის“ პერიოდში ჩემში, როგორც პროდუქტში, ბევრი შრომა უნდა ჩადებულიყო, შეიძლებოდა ჩემი სიმღერის ნიჭის გამოყენება. თუმცა მაშინ ხუთეულში გავედი და კმაყოფილი ვარ. მას მერე პროფესიული თვალსაზრისით გავიზარდე. ახლა კარგი პერიოდი მაქვს, რადგან ზუსტად ვიცი, რა მინდა ცხოვრებაში, მიზნები მაქვს დასახული და სიზარმაცე საერთოდ დამავიწყდა. გარდატეხის ასაკში, ალბათ, ყველას აქვს სიზარმაცის მომენტი. მაშინ სპორტის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდი. თუმცა, რაც მაინტერესებდა, ანუ, ჩემი პროფესიის მიმართ ყოველთვის სერიოზული ვიყავი. უფრო რადიკალური ცვლილებები ვიცი, შუალედის დაჭერა მიჭირს ხოლმე. ან ძალიან მხიარული ვარ, ან ძალიან სერიოზული, შუალედს ვერ ვპოულობ. 
– უკრაინული „ X ფაქტორიც“ წარმატებული იყო შენთვის. დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც შენმა ნამღერმა, ასევე ვიზუალურმა მხარემაც, განსაკუთრებით  – უკრაინელ მანდილოსნებში.
– ჩემს თავს ვიზუალური კუთხით დიდად გამორჩეულად არ მივიჩნევ.
– ნარცისული მომენტები არ გაქვს?
– მე ვფიქრობ, არ მაქვს, მაგრამ, ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხო – მაქვს. ძალიან კარგია, როცა საკუთარი თავის ფასი იცი. როცა შენი თავის ფასი არ იცი და არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, არც არავისთვის იქნები საინტერესო. ყოველ შემთხვევაში, მე ვიზუალურზე აქცენტირებას არასდროს ვახდენ. პირიქით, არც მესიამოვნება და ძალიან მეწყინება, იმ დროს, როცა ვმღერი ან ვცეკვავ, ვინმემ რომ მითხრას, რა კარგად გამოიყურებიო. რაც შეეხება უკრაინაში გამოსვლას, სიმღერა სწორად იყო არჩეული, დიდხანს ვმუშაობდი და კარგად მქონდა გააზრებული თითოეული სიტყვა, ბოლომდე ჩემი იყო. ის, რაც ჩემია, კარგად გამომდის, გულს ბოლომდე ვდებ. ყველა ოცნებობს, რომ ჟიურის ოთხივე წევრი ადგეს ფეხზე. ჟიური და ნინო ქათამაძე კულისებში გამომყვნენ და მადლობა მითხრეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი, ისევე, როგორც ჩემს ხალხს, რომელიც იმ დროს თბილ კომენტარებს მიწერდა.
– რატომ გადაწყვიტე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა?
– ცეკვასთან დიდი შეხება არ მქონია, გარდა თეატრისა, სადაც ჩემს პედაგოგს ბოდიშს ვუხდი, რადგან ხშირად არ დავდიოდი. ქართულ ცეკვაზეც არასდროს მივლია და, სუხიშვილების ტური რომ მქონდა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი – რაც ბავშვობაში ვერ გავაკეთე, ის შევძელი. პროექტიდან რომ დამირეკეს, გამიკვირდა: მე და ცეკვა? ვერ წარმომედგინა, ასეთ კონკურსში ისწავლო ნაბიჯები, პლასტიკა... სალომე მეხუმრება, თეძოები კარგად გეხსნებაო, სალომე ამ მხრივ ჩემით კმაყოფილია, თუმცა ბოლომდე ვერ ვისწავლე თეძოების გამოყენება. მოკლედ, ერთი კვირა ვფიქრობდი, რადგან, როცა საქმეს ვკიდებ ხელს, მინდა, ბოლომდე კარგად მივიყვანო. ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა, რომ ნათამაშები მაქვს თიკო ქოიავას ქორეოგრაფიულ თეატრში „რომეო და ჯულიეტა“, სადაც რომეოს როლზე შევედი 4-5 დღეში და ცეკვებზეც ვთქვი: რატომაც არა?!
– როგორია ანდრიას რომეო?
– სამჯერ მაქვს რომეო ნათამაშევი და ყველა კარგად მახსენდება. რომეოს როლს ვერ ითამაშებ, ცოტა ასეთი თუ არ ხარ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რომანტიკული ვარ, მაგრამ  ემოციური ვარ, ზოგჯერ ზომიერად, ზოგჯერ – უზომოდ.
– რა გაგიკეთებია სიყვარულისთვის?
– ბევრი რამ. თავისუფლება მიყვარს ყველაზე მეტად. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთო, ეს არის – ბოლომდე გაიხსნა და იყო თავისუფალი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენს თავს გადააბიჯო, რაღაცეები დაგავიწყდეს, უზრდელი იყო. თავისუფლება ის არის, რომ იყო სულით ლაღი ადამიანი და მეც მთელი ცხოვრება ამისკენ მივილტვი. სიყვარულშიც თავისუფალი უნდა იყო და გრძნობის გამოხატვის არ უნდა გეშინოდეს. ვერავინ შემიზღუდავს თავისუფლებას, რადგან თავს გავწირავ მისთვის.
– რას ფიქრობ ოჯახში ქალისა და კაცის უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე?
– არ ვიცი, რატომ არის საჭირო გენდრულ თანასწორობაზე საუბარი. ტოლერანტობა და გენდერული თანასწორობა ისედაც გვაქვს დიდი დოზით. ჩვენ არ ვართ მაჩისტები, სექსისტები. ვაჟას ნაწარმოები რომ ავიღოთ, ყველგან კარგად ჩანს ჩვენი სახე – ტოლერანტობა, თავისუფალი დამოკიდებულება. ბევრი ნაწარმოები გვაქვს, სადაც ადამიანური ურთიერთობები, ქალისა და კაცის დამოკიდებულება ასი პროცენტით სწორად არის გადმოცემული. იმაზე ლაპარაკი არც შეიძლება, რომ კაცი ქალს სცემდეს –  ამის დიდი წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნები. ყველას თავისი უფლებები აქვს, როგორც კაცს, ასევე ქალს; უფლებების შეზღუდვა არც ქალს შეუძლია, არც კაცს.
– ცეკვებს დავუბრუნდეთ – მეწყვილეშიც ძალიან გაგიმართლა.
– ზოგადად, მიმართლებს ცხოვრებაში, „ლაქი გაი“ ვარ, ძალიან გამიხარდა, რომ სალომე შემხვდა და, ვცდილობ, შესაფერისი პარტნიორობა გავუწიო.
– პირველად წელზემოთ შიშველი რომ გამოხვედი, თუ არ ვცდები, გოჩამ გითხრა: მორიდებული ხარ, გრცხვენია ასე გამოსვლაო. თუმცა, მომდევნო ტურებში არაერთხელ გამოხვედი ასეთი ფორმით.
– სპექტაკლშიც გამიხდია წელზემოთ, ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. უბრალოდ, ეს იყო ფილმი სტრიპტიზიორ ბიჭებზე და, ალბათ, ხასიათი ვერ მოვირგე, თორემ, მერე იყო გლადიატორის როლი, სადაც უფრო შიშველი ვიყავი და ათიანები მივიღე. გააჩნია, რისთვის შიშვლდები. სტრიპტიზიორი ბიჭის როლი ვერ მოვირგე, სამაგიეროდ, გლადიატორის როლი გავითავისე, რადგან ჩემს ხასიათთან ახლოს იყო. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის ყველაზე კომფორტულია ზღვა და სერფინგი, სადაც მხოლოდ შორტი გაცვია და თავისუფალი ხარ.
– წინა ტურში მეწყვილეები გაცვალეთ. ბონდარენკოზე არ იეჭვიანე?
– სალომე არავისთვის არ მემეტებოდა. არ მიეჭვიანია, თუმცა, რაღაც თვალსაზრისით, სასიამოვნო არ არის. ვფიქრობ, არცერთ გოგოს და არცერთ ბიჭს არ სიამოვნებს თავისი მეწყვილის გაცვლა, ვისთანაც შეწყობილია, თუმცა, საეჭვიანოც არაფერია. მაგრამ, ბედნიერი ვიყავი, რომ მზიკოსთან მოვხვდი – უმაგრესი, კომფორტული მოცეკვავეა; მეწყვილეებში ძალიან  გამიმართლა.

скачать dle 11.3