კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ყველაფერს ბედი უნდა
ზოგი ქალი ქუდბედიანი იბადება – ყველფერში უმართლებს, განსაკუთრებით კი – ბედში. ერთხელ თხოვდებიან თუ რამდენჯერმე, არ აქვს მნიშვნელობა, ასეთებს ყოველთვის არაჩვეულებრივი ქმრები ხვდებათ: მდიდრები, ყურადღებიანები, მზრუნველები, მეტ-ნაკლებად ერთგულები, ცოლის პატივისმცემლები. ორი უახლოესი მეგობარი მყავს. ერთი სამჯერ არის გათხოვილი, მეორე – ორჯერ და ორივეს, ყველა ქმარი, შემიძლია ვთქვა, იდეალური თუ არა, მართლა არაჩვეულებრივი ჰყავდა. ესენი გამოდგნენ ტუტუცები და სულელები, თორემ, როგორ შეიძლებოდა, ნორმალური ქალი რომელიმეს გაყროდა, თანაც ასეთი ალიაქოთით. წარმოგიდგენიათ? ერთს, თურმე, კატები არ ჰყვარებია და ცოლისთვის უთქვამს: აირჩიე, ან მე ან შენი კატაო. ის კატა კი ჩემმა დაქალმა ქუჩიდან მიიყვანა სახლში ქმრის სიყვარულის გამოსაცდელად – თუ მართლა ვუყვარვარ, ჩემს კატასაც შეიყვარებსო. არადა, რა ექნა საწყალ ბიჭს, ალერგია ჰქონდა კატის ბეწვზე და მაშინვე ხუთვები ეწყებოდა. ამ დეგენერატკამ კი, რადგან ასე დაუსვა ქმარმა საკითხი, პირდაპირ უთხრა: რა თქმა უნდა, კატას ვირჩევო. ისიც განაწყენდა და ასე სულელურად დაშორდნენ.
მეორე დაქალი კი ორ ქმარს ერთი და იმავე მიზეზით გაშორდა – როგორც კი ფული შემოაკლდებოდა, მაშინვე ებუტებოდა ან სცენებს უწყობდა. ჰოდა, მობეზრდა ორივეს და, საბოლოო ჯამში, ხელიც დაუქნიეს. ოღონდ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მესამედ არის გათხოვილი, რამის ყიდვა რომ მოუნდება და ფული შემოაკლდება, ხან პირველ ქმარს სთხოვს, ხან მეორეს (მესამე ქმრის ჩუმად, რასაკვირველია) და ისინიც არასდროს ეუბნებიან უარს. არ ვიცი, როგორ ახერხებს ამას ჩემი დაქალი, მაგრამ ყოველთვის გამოსდის. რა ვიცი, ათი წელია, გათხოვილი ვარ და ცხოვრებაში ერთხელაც კი არ მითხოვია ქმრისთვის ფული (პირიქით კი, ლამის ყოველდღე ხდება და ვერასდროს ვეუბნები უარს; ის კი არა, როცა არ მაქვს, ვსესხულობ და ისე ვაძლევ, მერე კი, ცხადია, მე ვისტუმრებ). ეს ჩემი დაქალი კი ისე ართმევს ფულს ყველა ქმარს, ყოფილებსაც და ახლანდელსაც, რომ თვალსაც არ ახამხამებს. მათგან არცერთს არასდროს საყვედურიც კი არ უთქვამს, უარზე რომ აღარაფერი ვთქვა. ალბათ, ამ ყველაფრის საიდუმლო იმაშია, რომ, უნდა იცოდე, ვისთან როგორ დაიყენო თავი. თვითონ უნდა სცემდე პატივს თავს, თუ გინდა, რომ სხვამაც პატივი გცეს. მე კი ეს არ მასწავლეს ჩემმა მშობლებმა. ყველგან და ყოველთვის ჩრდილში დგომამ კი გამოიწვია ის, რომ ყველაზე ახლობლებისთვისაც (და, რაც მთავარია, საკუთარი თავისთვისაც)  მეორეხარისხოვანი გავხდი. მათაც კი, ვისაც ჰაერივით ვჭირდები, მხოლოდ გამოსაყენებლად თუ გავახსენდები და ერთხელაც არ დაინტერესდებიან, რა მაწუხებს, რა მიხარია. მათთვის მე ვარ ჩვეულებრივი რობოტი, რომელიც უნდა მოემსახუროს და პირადი სურვილები და მოსაზრებები არ გააჩნდეს.
მაკა, 36 წლის.

скачать dle 11.3